13.3.11

"მერანი" და ავთანდილის ანდერძი


(დავალების მიზანია მოსწავლემ მოახდინოს გავლილი მასალის გააზრება და საერთო პასაჟების თავმოყრა, სხვადსახვა ნაწარმოებში ჩარმოჩენილი ერთი და იმავე თემის შესახებ მსჯელობა. ერთი და იგივე თემა სხვადასხვა ავტორმა როგორ გაიაზრა. კერძოდ, ამ შემთხვევაში საუბარია სამშობლოსაგან შორს გადახვეწისა და უთვისტომობის სევდაზე, რომელიც ჩანს "მერანში" და რომელზეც ამახვილებს ყურადღებას ავთანდილი თავის ანდერძში).

სასურველია, ისარგებლო შემდეგი გეგმით:

გაიხსენე მე-17-20 სტრიქონები ლექსიდან "მერანი.
რაზეა საუბარი ხსენებულ სტროფში?
გაიხსენე ბარათაშვილის ბიოგრაფია. რამდენად შეესატყვისება ეს წინასწარმეტყველება პოეტის ცხოვრებასა და აღსასრულს

გაავლე პარალელი ლექსთან "ცისა ფერს". მოიყვანე ციტატა , რომელშიც ასევე წინასწარმეტყველურადაა გადმოცემული პოეტის აღსასრული.
დაახლოებით მსგავსი გრძნობაა გადმოცემული ავთანდილის ანდერძშიც. გაიხსენე ეს სრტოფი.
გადმოეცი შენი სიტყვებით ამ სტროფის აზრი.
რას მისტირიან ამ სტრიქონების მიხედვით ნაწარმოების გმირები?
რის სანაცვლოდ არის მზად ასეთ მსხვერპლზე "მერანის" ლირიკული გმირი?
ავთანდილი რასთან დაკავშირებით საუბრობს ამ თემაზე და რის გამო მიდის ასეთ ნაბიჯზე?
შეაჯამე მსჯელობა: შენი აზრით, არის თუ არა ამ ორ მონაკვეთს შორის მსგავსება?


2 comments:

anouka said...

ვაიმე მიშველეთ თუ შეგიძლიათ. დასაწერად მაქსვ და არ ვიცი რა ვქნა,ვაცდენდი და ნორმალურად არ ვიცი როგორ უნდა დავწერო თემის გარჩევა :((((

Unknown said...

👍🏻