ნ.ბარათაშვილი – "მერანი"
(დავალების მიზანია ნ.ბარათაშვილის "მერანის" გააზრება, მსჯელობა ლექსის განწყობის შესახებ და პოეტის მიერ წამოჭრილ საკითხებზე. თემაში უნდა იყოს ახსნილი სიმბოლოები, წარმოჩენილი უნდა იყოს ბედთან ბრძოლის პრობლემა . უნდა ჩანდეს მკითხველის აზრი და განწყობა საკითხთან დაკავშირებით).
სასურველია, ისარგებლო ამ სქემით:
• რა არის ასახული ლექსში?
• რამ შთააგონა პოეტს ამ ლექსის დაწერა?
• საიდან ვიცით, რომ ნ.ბარათაშვილმა ეს ლექსი ძმის, ილიას, დატყვევების გამო დაწერა?
13.3.11
ფერი და განწყობა
ნ.ბარათაშვილი– "***ცისა ფერს"
(დავალების მიზანია ნ.ბარათაშვილის ლექსის "ცისა ფერს" გააზრება და ლექსში წარმოჩენილი საკითხების განხილვა. რა განწყობას იწვევს ლექსში ნახსენები ფერი და შეუძლია თუ არა ფერს ლექსში კონკრეტული გამწყობის გამოწვევა.)
სასურველია, ისარგებლო გეგმით:
• რომელ ლექსზე ვსაუბრობთ?
• რომელ ფერს ეხება ლექსი?
• რა ეპითეტებით მოიხსენებს პოეტი ცისფერს?( ჩამოთვალე რაც შეიძლება მეტი

ორი ლოცვის შედარება
ნ.ბარათაშვილის "ჩემი ლოცვა" და ავთანდილის ლოცვა
(თემაში უნდა იყოს წარმოჩენილი ორივე ლოცვა _ ნ.ბარათაშვილის "ჩემი ლოცვა" და ავთანდილის ლოცვა. დავალების მიზანია, მოხდეს შედარება ამ ორი ლოცვისა, რა საერთო აქვთ და რა განასხვავებთ, რა ეპითეტებითაა მოხსენებული ღმერთი ორივე ლოცვაში, და რა განწყობაა ორივე ნაწარმოებში).
სასურველია, ისარგებლო შემდეგი სქემით:
• რომელ ორ ლოცვაზე ვსაუბრობთ?
• რა დროს თქვა ავთანდილმა ხსენებული ლოცვა?
• რა ეპითეტებით მოიხსენიებს ავთანდილი ღმერთს და რა ეპითეტებს ხმარობს ნ.ბარათაშვილი თავის ლექსში? (თუ ჰგავს ეს ეპითეტები ერთმანეთს?)
"ვეფხისტყაოსნიდან"

ნ.ბარათაშვილი– "ჩემი ლოცვა"
რას სთხოვს ლექსის ლირიკული გმირი ლოცვისას ღმერთს?
(თემაში უნდა ჩანდეს ლექსის დაწერის მოტივი, რამ უბიძგა პოეტს ამ ლექსის დაწერისკენ, რას შესთხოვს ღმერთს, რა პოეტურ ხერხებს იყენებს სათქმელის გადმოსაცემად და რა განწყობა იგრძნობა ლექსში).
სასურველია, გაითვალისწინო ეს გეგმა:
• ვინ არის ავტორი ლექსისა "ჩემი ლოცვა"?
• რამ შთააგონა პოეტს ამ ლექსის დაწერა?
(თემაში უნდა ჩანდეს ლექსის დაწერის მოტივი, რამ უბიძგა პოეტს ამ ლექსის დაწერისკენ, რას შესთხოვს ღმერთს, რა პოეტურ ხერხებს იყენებს სათქმელის გადმოსაცემად და რა განწყობა იგრძნობა ლექსში).
სასურველია, გაითვალისწინო ეს გეგმა:
• ვინ არის ავტორი ლექსისა "ჩემი ლოცვა"?
• რამ შთააგონა პოეტს ამ ლექსის დაწერა?
9.3.11
ავტორი – ილია ჭავჭავაძე
ილია ჭავჭავაძე – „კაცია–ადამიანი?!“
(თემაში წარმოდგენილი უნდა იყოს მოთხრობის ავტორის როლი, „კაცია–ადამიანში“ ილია
არ არის ოდენ მთხრობელი, იგი ხშირად ესაუბრება მკითხველს, მიმართავს პერსონაჟებს. თითოეულ
ეპიზოდს მოსდევს ილია ჭავჭავაძის მსჯელობა. ყოველივე ეს უნდა იყოს მიმოხილული აღნიშნულ
თემაში).
- „კაცია–ადამიანის?!“ შესავალი და შესავლის რამდენიმე ვარიანტი. მწერალი შესავლით ამზადებს მკითხველს ნაწარმოების წასაკითხად; (როგორ მუშაობდა ილია შესავალზე, რა მსგავსება და რა განსხვავებაა არსებულ და სავარაუდო შესავლებს შორის? წარმოდგენილი ვარიანტებიდან რომელს ანიჭებთ უპირატესობას და რატომ?);
7.3.11
თათქარიძეობა
ილია ჭავჭავაძე – „კაცია–ადამიანი?!“
(თათქარიძეობა საერთო ქართული მოვლენაა. იმსჯელე ამ
საკითხზე. თემაში უნდა ჩანდეს, რომ მოსწავლე
კარგად იცნობს ა.ბაქრაძის წერილს „არაფრობის უარყოფა“).
სასურველია, ისარგებლო შემდეგი გეგმით:
- როგორ ახასიათებს ილია ჭავჭავაძე ლუარსაბის ცხოვრების სტილს?
ლუარსაბი და დარეჯანი
ილია ჭავჭავაძე – „კაცია–ადამიანი?!“
(თემა უნდა ეხებოდეს ილია ჭავჭავაძის მოთხრობის ამ ორ პერსონაჟს. გაიხსენეთ, როგორ ახასიათებს თითოეულ მათგანს ავტორი,
მოახდინეთ შედარება და იმსჯელე ამ „ორი გვრიტის“
ცხოვრების სტილზე).
სასურველია, ისარგებლო შემდეგი გეგმით:
- როგორ შეხვდნენ ლუარსაბი და დარეჯანი ერთმანეთს ( გაითვალისწინე, რომ ლუარსაბი ყოველმხრივ მოტყუებული დარჩა, მახინჯი და უმზითვო ქალი შერთეს, მაგრამ ის მაინც კმაყოფილია. დაახასიათე, ბედს შეგუებლობა და კმაყოფილება მეცხრე თავის მიხედვით);
- ლუარსაბისა და დარეჯანის მსგავსების ხაზგასასმელად რომელ ანდაზას მოიხმობს
3.3.11
ერლენდ ლუ – "ნაივური. სუპერი."
ცოტა რამ ავტორის შესახებ: ერლენ ლუ დაიბადა 1969 წელს.
მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები "ნაივური. სუპერი" 20 ენაზეა თარგმნილი.
ერლენდ ლუ ძალები სხვადასხვა სფეროში მოსინჯა: იდგა თეატრალურ სცენაზე იღებდა მოკლემეტრაჟიან
ფილმებსა და კლიპებს, იყო სკოლაში მასწავლებელი, მუშაობდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოშიც.
"ნაივური. სუპერი" გამოსვლისთანავე იქცა ევროპულ ბესტსელერად.
თუ დაფიქრებულხარ ოდესმე, რაზე შეიძლება ფიქრობდეს კაცი?
ადამიანი ბევრ რამეზე ფიქრობს! უნდა ეს, თუ არ უნდა ფიქრები გამუდმებით ტრიალებენ, იცვლებიან, იზრდებიან
და თუ დროზე არ მიხედე, შავდებიან.
არადა, ყველაფერი გაცილებით უფრო მარტივადაა, ვიდრე
ეს ერთი შეხედვით ჩანს. ამაში ადვილად დარწმუნდებით,
თუ გადაშლით ერლენდ ლუს წიგნს– "ნაივური.სუპერი".
ტრადიციებში ჩაძირული ნავი
მეათეკლასელის წერილი ტრადიციებზე (სტილი დაცულია)
საქართველომ თავისი იალქანი შორეულ წარსულში გაშალა, ამ ვოიაჟის დროს ეს იალქანი მრავალჯერ გაიხა და მრავალჯერ შეიკერა, მრავალი ქარბუქი და მრავალი შტორმი შეხვდა გზად. დიდ ნავსადგურში ერთ–ერთი გაჩერებისას აღმოჩნდა, რომ ანძა გაბზარულია და ვეღარ განაგრძობს თავის მოგზაურობას.
ნავის პატრონმა კი გადაწყვიტა, რჩევის მიუხედავად, გამგზავრებულიყო. ის მიემგზავრებოდა ძველი იაქნით. დიდი სირთულით ილახებოდა თითოეული ტალღა და ბოლოს, მორიგი ტალღის შეტევას, "წარსულის აპარატმა" ვეღარ გაუძლო და დაიშალა.

მითამ ესეც რეცენზიაა
მეათეკლასელის რეცენზია სპექტაკლისა "მგზავრის წერილები" (სტილი დაცულია)შაბათს, 7 საათზე, "კაცია–ადამიანზე" წავედით. უკაცრავად, შემეშალა! მინდოდა, მეთქვა– "მგზავრის წერილებზეო", მაგრამ ძნელია, გაარჩიო ეს ორი ნაწარმოები ერთმანეთისგან, თუ მარჯანიშვილის თეატრში წახვალთ. პირველი მოქმედება ხომ , თითქმის, "კაცია–ადამიანის"ნაწყვეტებს ეხება, სადაც ახალგაზრდა, "ჯინსების თაობის" უკაცრავად და, უნიჭო, მსახიობები თამაშობენ.
26.2.11
მეოთხეკლასელის აზრი ფრენკ ბაუმის "ოზის ჯადოქარზე"
მე ყველაზე მეტად "ოზის ჯადოქარი" მომეწონა იმიტომ, რომ საინტერესო და ზღაპრული იყო; როგორ გაიცნო დოროთიმ საფრთხობელა, რკინის კაცი და ლომი, სინამდვილეში ვინ იყო ოზის ჯადოქარი?
ამ წიგნში კიდევ იმაზეა საუბარი, რომ ადამიანები ხანდახან იმას ეძებენ, რაც ისედაც აქვთ. მაგალითად, ლომს სიმამაცე რომ არ ჰქონოდა, იმ ნაპრალს ვერ გადაახტებოდა. რკინის კაცსაც ჰქონდა ის, რასაც გულს ნატრობდა. მას გული რომ არ ჰქონოდა, ირემი არ შეეცოდებოდა და მოკლავდა.
საფრთხობელას ხშირად გამოჰყავდა მეგობრები განსაცდელიდან. ის სხვებზე ადრე პოულობდა გამოსავალს, გონება რომ არ ჰქონოდა , ამას ვერ იზამდა.
ეს წიგნი გვეუბნება კიდევ იმას, რომ ადამიანები, რომლებიც სხვებს ადვილად ატყუებენ, მერე თვითონაც იჯერებენ ამ ტყუილს.
საინტერესოა ისიც, რომ დოროთის, მიუხედავად იმისა, რომ ზღაპრულ ქვეყანაში იყო, მაინც სახლში ერჩია. პრერიებში , სადაც დოროთი ცხოვრობდა, ხეც კი არ იზრდებოდა, მაგრამ იქ საყვარელი ადამიანები ელოდებოდნენ და მისი სამშობლოც იქ იყო.

25.2.11
IV კლასი, საშინაო დავალების ფურცელი ორშაბათისთვის (28.2.11)
1. გამოიყენე შემდეგი
პერსონაჟები და დაწერე ზღაპარი:
- მთავარი გმირი– მჭედელი ბიჭი
- ბოროტი ძალის წარმომადგენელი– ტარტარი
- დამხმარე ნივთი – პირველი ხმალი, რომელიც ამ ბიჭმა გამოჭედა
- მოიფიქრე საინტერესო ზღაპარი და შეურჩიე სათაურ
მიმქონდა დაკვირვება წაღება
ვტირი ბანაობს კოცნა დგებოდი
გაგონება ვწუხვარ გატეხა გატეხვა გადავიღე
კარნახი აწყობა დაინახავდა
სუნთქვა
3. გაიხსენე , თუ
გინახავს ადამიანისა და ცხოველის მეგობრობის
ამბავი. გადმოეცი ეს ამბავი.
4. გადაიწერე ამბავი
ისე, თითქოს, ეს ყველაფერი გუშინ მომხდარიყოს.
ნიმუში:
დღეს ბევრი გავალება მაქვს.
გუშინ ბევრი დავალება მქონდა.
ახლა გაკვეთილზე
ვარ. ახალ ამბავს ვისმენ უდიდეს მოგზაურებზე. მასწავლებელი
გვიკითხავს საინტერესო წიგნს და ჩვენც ყურადღებით
ვუსმენთ. მე ბევრი რამ მაინტერესებს და ამიტომ გაფაციცებით ველი ყოველ ახალ ეპიზოდს.
გაკვეთილი დასასრულს უახლოვდება და სახლში ინფორმაცია უნდა მოვიძიო კოლუმბზე.
23.2.11
ხატოვანი გამონათქვამები საბერძნეთიდან
- ოლიმპიური სიმშვიდე – ეს გამოთქმა მაშინ გამოიყენება, როცა კონკრეტული ადამიანი გასაოცარ და შესაშურ სიმშვიდეს იჩენს. ხატოვან თქმას საფუძვლად უდევს ძველი ბერძნული წარმოდგენა, რომლის მიხედვითაც, ღმერთები იმყოფებოდნენ ოლიმპოს მთაზე (ჩრდილოეთ საბერძნეთში) , სადაც მუდამ სიმშვიდე სუფევდა.
მაგალითი : ნიკა ოლიმპიური
სიმშვიდით უყურებდა თამაშს, რომელსაც მისი გუნდი
დიდი ანგარიშით
აგებდა.
(ე.ი. ნიკა სიმშვიდეს იჩენდა
მაშინაც კი, როცა,
წესით , უნდა აღელვებულიყო.)
- პანიკური შიში – ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ ვიღაც პანიკურმა შიშმა მოიცვა და
11.2.11
IV კლასი, საშინაო დავალების ფურცელი ორშაბათისთვის (14.2.11)
1.აბრუნე არსებითი
სახელები: ქარხანა,
წყალი, ადამიანი, სკოლა, ტომარა, მეცნიერი
2. იმსჯელე, რას
ნიშნავს გამოთქმა „მიწამ ჩაყლაპა“?
3. დასვი გამოტოვებული
მძიმეები:
მღვიმეებში
დახატული იყო ცხენები ბიზონები თხები დათვები
ირმები ლომები და მარტორქებიც კი.
არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ირმების
ცხენების ქვეწარმავლებისა და ფრინველების
ნაკაწრი ნახატები.
4. რომელი მარცვალი შეიძლება დაერთოს ამ ზმნების
ფუძეს? ჩამოწერე ყველა შესაძლო
6.2.11
ავტორის პოზიცია პოემაში "ბედი ქართლისა", რეფერატი #1
(გთავაზობთ მოსწავლის ნაშრომს, სტილი დაცულია)
პოემაში “ბედი ქართლისა” ავტორი ნიკოლოზ ბარათაშვილი, როგორც, ერეკლეს, ისევე სოლომონის პოზიციებს ემხრობა. ერეკლე ჩანს, როგორც ადამიანი, რომელიც ფიქრობს ქართლის ხვალინდელ დღეზე, ერეკლე დარწმუნებულია, რომ ქართლს ძალიან ცუდი მომავალი ექნება, თუ რუსეთს არ შეუერთდება და გეორგიევსკის ტრაქტატი არ დაიდება.”მე მინდა მივცე მემკვიდრეობა, და მან მოსცეს ქართლს კეთილდღეობა”, სწორედ ამ სიტყვებით ამყარებს ერეკლე მეფე რუსეთზე იმედებს. ქართველებს მისი აზრით, აგრეთვე აღარ შესწევთ უნარი, რომ მტერს გაუმკლავდნენ. საქართველოს და რუსეთს აქვთ “მტკიცე კავშირი-სარწმუნოება”, სწორედ ალბათ ეს იყო ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. თან “შენი ირაკლი ის აღარ ვარ, პატარა კახად რაც გინახივარ”, ამ სიტყვებში ჩანს, რომ ერეკლე სისუსტეს გრძნობს, გრძნობს, რომ დაბერდა.
სოლომონი კი მიიჩნევს, რომ ქართლს შესწევს უნარი, რომ მტერს
გაუმკლავდეს და რუსეთთან შეერთებასაც ნაადრევ ნაბიჯად თვლის. ის ამბობს, რომ მეფე ერეკლე კვლავ ძლიერია, ისევე როგორც ქართველი ერი.
რაც შეეხება ლექსს “საფლავი მეფის ირაკლისა”, აქ ნიკოლოზ ბარათაშვილი ერეკლე II ამართლებს, იგი მას ახასიათებს, როგორც ქართლის აღმშენებელს, ავტორი ხაზს უსვამს ერეკლეს სწორ წინასწარმეტყველებას, “თაყვანსცემ შენსა ნაანდერძებს, წინასწარად თქმულს”. ნიკოლოზის აზრით, მეფემ სწორი ნაბიჯი გადადგა, რუსეთს რომ შეუერთდა, მაგრამ წუხს, რომ ერეკლე II 19 საუკუნის ქართლს ვეღარ შეხედავს. “ახ, რად არ ძალუძს განცოცხლება წმიდას აჩრდილსა, რომ გარდმოხედო ახალს ქართლსა, შენს პირმშოს შვილსა!”
ლექსში “სუმბული და მწირი” რადიკალურად განსხვავებული პოზიცია უჭირავს ნიკოლოზ ბარათაშვილს, ის ამ ლექსში სოლომონს ემხრობა. რუსეთის შემადგენლობაში ყოფნა, იგივეა, რაც გალიაში ყოფნა, სადაც გაჭმევენ, გასმევენ, მაგრამ თავისუფალი მაინც არ ხარ. აქ მოყვანილია დიალოგი, ქოთანში მყოფ სუმბულსა და მწირს შორის. სუმბული ლამობს დაღწევას და სურს, რომ გაზაფხული თავისუფლად შეიგრძნოს, ხოლო მწირი არწმუნებს, რომ ქოთანში ყოფნა ჯობია.”ნუთუ ვერ ჰპოვებ აქ სანაცვლოს, ვერც საამურს, სადაც ოქროთი და ვერცხლითა სადგურს”. მაგრამ საბოლოოდ სუმბულმა დაარწმუნა მწირი, რომ თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანია.
ამ ორ ლექსსა და პოემაში ჩანს, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილი წუხს 1832 წლის ჩაშლილ აჯანყებაზე. მე პირადად ერეკლეს პოზიციას ვემხრობი, რადგანაც დღეს გეორგიევსკის ტრაქტატი, რომ არა საქართველო გამაჰმადიანებული ქვეყანა იქნებოდა, ქრისტიანული ფესვებით. ხალხი ნოსტალგიით იცხოვრებდა და ეს საქართველოს ძალიან დიდ ზიანს მოუტანდა.

ავტორის პოზიცია პოემაში "ბედი ქართლისა", რეფერატი #2
(გთავაზობთ მოსწავლის ნამუშევარს, სტილი დაცულია)
ნიკოლოზ ბარათაშვილის პოემაში აღწერილია მომენტი როდესაც ერეკლე მეფე დაფიქრდა რუსეთთან შეერთებაზე კრწანისის ბრძოლის შემდეგ ასევე, ერეკლეს და მისი მრჩეველი სოლომონის კამათი და სოლომონის ცოლის და სოლომონის საუბარი. პოემაში ჩAანს ორი პოზიცია რუსეთთან შეერთებაზე: ერეკლეს პოზიცია და სოლომონის და სოფიოს პოზიცია.
ერეკლეს მიაჩნია რომ საქართველო რუსეთს უნდა შეუერთდეს, რუსეთს ბრძენი და ძლიერი მეფე ჰყავთ ასევე მათთან სარწმუნოება გვაკავშირებს რუსეთს ჰყავს არმია რომლითAც საქართველოს დახმარებას შეძლებს, საქართველო კი უძლურია ადრე თუ გვიან დაგვიპყრობენ
ავტორის პოზიცია პოემაში "ბედი ქართლისა", რეფერატი #3
(გთავაზობთ მოსწავლის ნამუშევარს, სტილი დაცულია.)
1838 წელს
ნიკოლოზ ბარათაშვილი და კონსტანტინე მამაცაშვილი რუსთაველის პროსპექტზე სეირნობდნენ
და საუბარი გააბეს ერეკლე მეფის
გადაწყვეტილებაზე (რუსეთთან ტრაქტატის დადება). უეცრად ნიკოლოზს გუნება გაუფუჭდა და
აცრემლებულმა თქვა, რომ მათმა უხეირობამ დაღუპა ისინი. “ვაი ჩვენო ქართლის ბედო”. ამრიგად,
ერთი წლის მერე დასრულდა პოემის დაწერა, “ბედი ქართლისა”.
“ბედი ქართლისაში”
აღწერილია ქართლის გასაჭირი, როცა სხვა გზა არ აქვს და იძულებულია “ჭკვიან” რუსეთს
სთხოვოს დახმარება. პოემაში ერეკლე მეფე და სოლომონ მსაჯული კამათობენ, შეუერთდნენ
თუ არა რუსეთს.
მეფე ერეკლეს
თავისი ერის საკეთილდღეოდ სურს, ტრაქტატი დადოს რუსეთთან. მართალია, დიდად არ უნდა, მაგრამ ის მეფეა და ვალდებულია, სამშობლო დაიცვას. სოლომონ მსაჯული კი უმტკიცებს,
რომ სამშობლოს თავისუფლება ჩვენს სიცოცხლეში არ უნდა გავცვალოთ. სჯობს, ჩვენ დავიხოცოთ,
სამშობლო თავისუფალი იყოს და ჩვენმა შვილებმა განაგრძონ ჩვენი საქმე, ვიდრე ცოცხლები ვიყოთ და უარეს დღეში აღმოვჩნდეთ
– ტყვეობაში.
ნიკოლოზ ბარათაშვილმა
ეს პოემა სავარაუდოდ იმიტომ დაწერა, რომ
28.1.11
IV კლასი, საშინაო დავალება ორშაბათისთვის (31.1.11)
1. დაასახელე ორი მიზეზი, რატომ შეადარა კაცმა ნაკვერჩხალი
მზეს?
2. გაიხსენე ხალხური
ლექსი "ორშაბათობით აშენდა". ლექსის რომელი სტრიქონიდან ჩანს, რომ
"ციხე–ქალაქი" მაღალი და ვრცელი იყო?
3. რა საერთოა ძველ
თქმულებასა და ლექს "ორშაბათობით აშენდას" შორის?
4. გაიხსენე მოთხრობა
"უღუ და თეთ". დაასახელე ორი რამ, რაც ბავშვების მღვიმიდან ჩანდა.
5. როგორ ფიქრობ,
რატომ აფარებდნენ მღვიმის შესასვლელს ღამ–ღამობით ლოდს?
6. რა ეწოდება ხანას,
რომელშიც ადამიანმა ცეცხლის მოთვინიერება შეძლო?
7. ყურადღებით წაიკითხე
მოცემული ნაწყვეტი და გახაზე ყველა ზმნა.
მღვიმის ღია პირი შავად გამოიყურებოდა დაქანებულ
კლდოვან სერზე. მღვიმიდან ტყით აქოჩრილი მთის მწვერვალები მოჩანდა. მეორე მხარეს კი
მინდორში დიდი ოქროსფერი მდინარე მიიკლაკნებოდა. მღვიმე შორს, სიღრმეში მიდიოდა და
ვიწროვდებოდა. დიდ ლოდს ღამ–ღამობით მღვიმის კარს აფარებდნენ ხოლმე. კერასთან ეყარა ფიჩხი და ხმელი ხის ჯირკვები.
8. შეავსე გამოტოვებული
ზმნები :
მე
|
ვცხოვრობ
|
ვანთებ
|
ვყრი
|
ვბრუნდები
|
||
შენ
|
მღერი
|
ბრუნდები
|
||||
ის
|
ცხოვრობს
|
მღერის
|
აფარებს
|
ყრის
|
||
ჩვენ
|
ვცხოვრობთ
|
ვანთებთ
|
||||
თქვენ
|
მღერით
|
აფარებთ
|
ბრუნდებით
|
|||
ისინი
|
ანთებენ
|
ყრიან
|
9. დაასრულე წინადადებები:
·
გუშინ სტუმრები მოვიდ........
·
მალე
ყვავილები გაიშლებ........
·
ცაზე
ვარსკვლავები კაშკაშებ........
·
ძაღლები
იღრინებ........
·
მზის
სხივები ანათებ........
·
ჩიტები
საკენკს დაესი........
·
ბავშვები მეცადინეობ........
·
ჩემს
სახლთან ხეები დგა........
·
ქარმა
დაუბერა და ფურცლები აშრიალდ........
·
თოვლის
ფანტელები ჰაერში ფარფატებ........
·
პეპლები
ყვავილებს თავს ევლებ........
2.1.11
სავსებით, სრულიად, აბსოლუტურად
სრულიად და სავსებით სინონიმური მნიშვნელობის ზმნიზედებია და ნიშნავს - მთლიანად, სულ. მაგრამ მათი გამოყენების არე განსხვავებულია. შეცდომები ხშირად გამოწვეულია იმით, რომ მოსწავლემ არ იცის თითოეული მათგანი რა შემთხვევაში გამოიყენება.
დავიმახსოვროთ:
სრულიად გამოიყენება უარყოფითი მნიშვნელობის სიტყვებთან და უარყოფით ნაწილაკებთან.
დავიმახსოვროთ:
სრულიად გამოიყენება უარყოფითი მნიშვნელობის სიტყვებთან და უარყოფით ნაწილაკებთან.
ანვითარებს თუ ავითარებს? ანსხვავებს თუ ასხვავებს?
ზმნისწინი ზმნას წინ დაერთვის და მიუთითებს მოქმედების მიმართულებას. მაგალითად, ა-ვიდა - აქ ა- ზმნისწინი მიუთითებს , რომ მოქმედება მოხდა ქვემოდან > ზემოთ, ანუ ვიღაცამ ქვემოდან ზემოთ განახორციელა მოქმედება.
ჩა-ვიდა - აქ ჩა- ზმნისწინი აღნიშნავს მიმართულებას ზევიდან > ქვევით,
შე-ვიდა- შე- გამოხატავს მოქმედების მიმართულებას გარედან >შიგნით და ა.შ.
ქართულ ენაში არის სამი ზმნისწინი , რომლებმაც დროთა განმავლობაში ფორმა იცვალეს.
ძველ ქართულში იყო _ აღ-(აღვიდა), გან- (განვიდა), წარ-(წარვიდა).
ახალ ქართულში არის_ ა-(ავიდა), გა-(გავიდა), წა-(წავიდა).

13.12.10
თხზულება– გამოცანა
"ყოველთვის რაღაც ადგილზე ვარ, სახლშიც, ეზოშიც. არც ხელიმაქვს, არც ფეხი, მაგრამ ყოველთვის მიკრული მაქვს ჭიკარტი, ხან– წითელი, ხან– ლურჯი. ძალიან მეწვის, მაგრამ ხანდახან მეგობრებიც მიჩნდებიან. ესენი ფურცლებია. ხან ჭიკარტებთან ერთად მოდიან და ხან– სკოჩთან. ჩემი მეგობრები არიან სარკეებიც, სურათებიც.
მე ფერი მაქვს, ჩემი ფერი ცისფერია. იმედია, რამე კარგი გამომიჩნდება დღეს. ისეთი, რაც მესიმონება და არა ისეთი მწარე, როგორიც ჭიკარტია."
(პასუხი დაწერეთ კომენტარებში)
მე ფერი მაქვს, ჩემი ფერი ცისფერია. იმედია, რამე კარგი გამომიჩნდება დღეს. ისეთი, რაც მესიმონება და არა ისეთი მწარე, როგორიც ჭიკარტია."
(პასუხი დაწერეთ კომენტარებში)
თხზულება– გამოცანა
"მე სულ ვიღაცის თავზე უნდა ვიჯდე, როცა გარეთ არიან. ისინი თბილად არიან, მე კი სულ მცივა. სახლში როცა მიდიან, თავბრუ მეხვევა, ისე მათამაშებენ, მერე სადღაც ჩამომკიდებენ. ზოგი ზედ მაჯდება, ვერ ვიტან, ამას რომ აკეთებენ. აი, მალე ზამთარი მოვა და მე კვლავ გავიყინები."
(პასუხი ჩაწერეთ კომენტარებში)
(პასუხი ჩაწერეთ კომენტარებში)
თხზულება– გამოცანა
"ჩემზე ტალახიანი ფეხებითაც დასეირნობენ, ის ტურტლიანი ძაღლი კი სულ მე მლოკავს ან თავის ბინძურ საქმეებს ჩემზე აკეთებს. ქეიფის დროსსქელ–სქელი, ხუთნაკეცღაბაბიანი კაცები, ფეხებით მდგებიან. ის სულელი დამლაგებელი კი რაღაც ქიმიური ხსნარებით უმკლავდება ჩემზე დადებულ ტალახს. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ის წყეული ხულიგანი ბაშვები დივანიდან გულზე მახტებიან."
(პასუხი დაწერეთ კომენტარებში)
(პასუხი დაწერეთ კომენტარებში)
თხზულება– გამოცანა
"მე მოხდენილი ვარ, ლამაზი, ვიპრანჭები.
ზოგიერთ ადამიანს ჩემი პატრონის შურს და შემდეგ ან მასზე გადავდივარ, ან ჩემს ტყუპისცალს ვხედავ მეორე დღეს. ხანდახან ბრილიანტი მამშვენებს ან სხვა რამ ძვირფარსი თვალი. მე არ მიყვარს ქაჯანები, რადგან მათ შეუძლიათ რაღაც "დებილობასთან" ერთად შემახამონ, ვითომ ძალიან ლამაზია. ასეთ დროს მართლა დაკარგვა მირჩევნია.
კიდევ ვერ ვიტან მსუქან სახლებს, სადაც დღის ნაწილს ვატარებ, სულ ვიჭედები და მერე წყლით მასველებენ. მეც ვსველდები!
მარტო ჩემი პირველი სახლი მიყვარს, იქ ბევრი მეგობარი მყავს, მივლიან , მწმენდენ. იქაურობა ბრწყინავს, მიყურებენ, მაქებენ."

გამოცანა–თხზულება
"ყველა სახლში ვარ. მთელი დღე ჩემს წელზე დადიან. ზოგ სახლში ისეთები ცხოვრობენ..... განსაკუთრებით ბავშვები მიშლიან ნერვებს. ხანდახან ლამაზად მაცვია, ხან–არა. ოპერაშიც ვყოფილვარ. საბალეტო სცენაზე რომ ვარ, მაგას ვერ ვიტან ყველაზე მეტად– დახტიან, დახტიან... მოკლედ, ყველგან ვარ, სადაც შენობაა."
(პასუხი დაწერეთ კომენტარებში)
(პასუხი დაწერეთ კომენტარებში)
12.12.10
თხზულება– გამოცანა
ავტორი: ექსტრემალი (სტილი დაცულია)
"გამარჯობა! არ გაგეცნობი თავიდან, რადგან მინდა რომ თავად მოიცნო ვინ/რა ვარ. შევეცდები ჩემს მონაყოლში მიგახვედრო თუ რა დანიშნულება მაქვს.
პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ მყავს ტყუპისცალი რომელიც მოპიდაპირე ქუჩაზე ცხოვრობს. ჩვენ ზუსტად ერთნაირი სახლები გვაქვს და ორივე ერთმანეთთანაა თითქოს რაღაცით დაკავშირებული.
ჩვენ ყველაფერს ერთად ვაკეთებთ, რაც არ უნდა იყოს. მაგალითად საქმიანი საუბარი, ლაპარაკი ან მუსიკის მოსმენა. (იმედია ცოტათი მაინც მიხვდით : ) )
როგორც მიღებულია საზოგადოებაში რომ ტყუპისცალები ერთმანესთ უნდა ჰგავდნენ, ჩვენც ასე ვიქცევით. მეც და ჩემს ძმასაც გვყავს შინაური ლოკოკინა რომელიც ჭრიჭინებით იკვებება. როდესაც ლოკოკინა აბინძურებს თავის სამყოფელს ჩვენ ბამბით

9.12.10
სხვათა სიტყვათა მართლწერის საკითხები
უფრო მეტი გრამატიკა
–მეთქი ნაწილაკი წარმოშობით წინადადებაა (< მე ვთქვი) და იხმარება მაშინ, როდესაც პირველი პირის (მოსაუბრის) ნათქვამი უნდა გავიმეოროთ. მაგალითად,
· მე გითხარით, ვისაც დავალება არ ექნება ექსკურსიაზე ვერ წამოვა–მეთქი.
· აკი გითხარი, ასეთ ამინდში გარეთ თუ გახვალ, გაცივდები–მეთქი.
· მე ვკითხე კიდეც , ასე რატომ ჩქარობ–მეთქი.
–თქო ნაწილაკი იხმარება მაშინ , როდესაც პირველი პირი (მოსაუბრე)
2.12.10
აბრევიატურები
ადგილისა და დროის ეკონომიის მიზნით სიტყვათა შემოკლება ძველ ქართულშიც ხდებოდა. თანამედროვე აბრევიატურების წინაპრად თამამად შეგვიძლია მივიჩნიოთ ქარაგმები. ძირითადად მოკლდებოდა სასულიერო ტექსტებში ხშირად გამოყენებული სიტყვები და მიმართვები. ქარაგმის ნიშანია ~, რომელიც შემოკლებული სიტყვის თავზე იწერებოდა.
მაგალითად, ოოშე= უფალო, შემიწყალე, ხ = ხოლო,რ = რამეთუ,ად = არამედ, ვდ = ვითარმედ.
იმისათვის, რომ სწორად დავწეროთ აბრევიატურები და არ დავუშვათ შეცდომა, უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი:
Subscribe to:
Posts (Atom)