აირჩიე და წაიკითხე შენთვის სასურველი და საინტერესო ავტორი და ნაწარმოები
- · აკაკი წერეთელი – „ჩემი თავგადასავალი“
- · ლადო მრელაშვილი– „იყალთოელი ბიჭები“
- · ნოდარ დუმბაძე– „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“
- · რეზო ინანიშვილი– მოთხრობები
ყურადღება უნდა მივაქციოთ ასევე იმ ხალხურ გამონათქვამებს, რომლებიც თავისებურ ელფერს აძლევს მოთხრობას. ამ გამონათქვამებთან დაკავშირებით შესაძლოა შეირჩეს "პატარა მსჯელობის" ან "საინტერესო დისკუსიის" გამათვის გზები.
სწორად და სწორედ სიტყვებს ერთი ასო განასხვავებს. ორივე ეს ფორმა ერთი და იმავე ფუძისაგან არის ნაწარმოები, ორივე მათგანი მართებული ფორმაა, შეგვიძლია მათი გამოყენება , მხოლოდ თავ–თავის ადგილას: ერთის ნაცვლად მეორეს ვერ ვიხმართ და –პირიქით.
ალბათ, რამდენჯერ გვსმენია, რომ ჩვენი ოჯახის წევრი თუ მეგობარი წერს CV-ს. ვიცით, რა არის CV? როგორ იწერება და საერთოდ, რა საჭიროა CV–ს დაწერა?
CV არის ლათინური სიტყვების Curriculum Vitae–ს პირველი ასოები. Curriculum Vitae ნიშნავს "ცხოვრების გზას". ჩვენი ცხოვრების გზა სხვადასხვა კუთხით, სხვასდასხვა დროს და სხვადასხვა მიზნით შეიძლება გახდეს საინტერესო. ასეთ დროს კი ვწერთ ავტობიოგრაფიას.