Showing posts with label უფრო მეტი გრამატიკა. Show all posts
Showing posts with label უფრო მეტი გრამატიკა. Show all posts

3.4.12

I სერიის მწკრივები


   §1. I სერიის მწკრივები.  პირველი სერია ორ ქვესერიად ანუ წრედ იყოფა : აწმყოსა და მყოფადის წრეებად.
§2. აწმყოს წრე.
აწმყო
კითხვა –რას ვშვრები? რას შვრები? რას შვრება?                                                                          

დრო– ახლანდელი, შესაძლოა, სულ დაცლილი იყოს დროის გაგებისგან (მაგალითად, დედამიწა მზის გარშემო ბრუნავს).                                                                                                               

კილო– თხრობითი, ნუ ნაწილაკის დართვისას უკუთქმითი ბრძანებითი (ნუ წერ!)                   

მწკრივის ნიშანი – გარდამავალ ზმნას არ აქვს ნიშანი (ვაშენებ), გარდაუვალ ზმნას აქვს ნიშანი –ი  I და  II პირში (ვზრდი, ზრდი), III პირს დაკარგული აქვს პირის ნიშნის –ა–ს გამო. 

უწყვეტელი
კითხვა –რას ვშვრებოდი? რას შვრებოდი? რას შვრებოდა?

25.1.12

ობიექტური პირის ნიშნები


1.      ზოგადი მიმოხილვა.
     ობიექტური პირის ნიშები პრეფიქსებია. I  და  II პირში პირდაპირსა და ირიბს ერთი და იგივე ნიშანი მოუდის, ხოლო III პირში  განსხვავებული ვითარებაა: ნიშანი აქვს ირიბობიექტურ პირს, პირდაპირობიექტურ პირს ნიშანი არ აქვს!!! 
2.      ობიექტური პირის ნიშნები.

Ø            I ობიექტური პირის ნიშანია მხოლობით რიცხვში მხოლოდ მ– პრეფიქსი, მრავლობითში კი პირისა და რიცხვის ნიშანია გვ– პრეფიქსი. (ის მე მ–ხატავს, ის ჩვენ  გვ–ხატავს)


II ობიექტური პირის ნიშანი მხოლობით რიცხვში არის გ– პრეფიქსი, ხოლო მრავლობით რიცხვში

სუბიექტური პირის ნიშნები



1.      პირის ნიშნის რაობა.
       ზმნის პირი გამოიხატება სპეციალური ნიშნით– პირის ნიშნით, რომლის ფუნქციაა, განასხვაოს ერთი პირი მეორისგან.

 მე   ვ–წერ                 ჩვენ    ვ–წერ–თ              
შენ      წერ                 თქვენ       წერ–თ
ის        წერ–ს            ისინი        წერ–ენ
გამოყოფილი პირის ნიშნები განასხვავებენ ერთმანეთისგან პირებს.
2.    
                 სუბიექტური პირის ნიშნები.
   I და II პირში სუბიექტის ნიშნები პრეფიქსებია, ხოლო  III პირში – სუფიქსები.
Ø  I სუბიექტური პირის ნიშანია მხოლობით რიცხვში მხოლოდ ვ– პრეფიქსი, მრავლობითში კი ვ–თ პრეფიქს–სუფიქსი.




 მე     ვ–კითხულობ
ჩვენ ვ–კითხულობ–თ

II სუბიექტური პირის ნიშანი.  ძველ ქართულში              II სუბიექტური პირის ნიშნების

21.11.11

ზმნის პირი და რიცხვი (მეორე ნაწილი)


უფრო მეტი გრამატიკა...

სუბიექტური და ობიექტური პირები
  1. პირის როგორობა.
როგორობის მიხედვით პირი შეიძლება იყოს სუბიექტური და ობიექტური.
·         სუბიექტური პირი  (S) ზმნაში მოქმედების ჩამდენია, მოქმედია.
·         ობიექტური პირი  (O) ზმნაში სამოქმედოა.
  1. პირდაპირი და ობიექტური პირები.

28.10.11

მეტყველების ნაწილები


ქართულ ენაში არსებული სიტყვათა მარაგი ლექსიკური მნიშვნელობისა და გრამატიკული ნიშნების მიხედვით დაყოფილია 10 ჯგუფად. თითოეულ მათგანს მეტყველების ნაწილი ეწოდება.  ქართული ენის გრამატიკაში მეტყველების ნაწილთა კლასიფიკაცია ანტონ I, კათალიკოსიდან მოდის.  მან გამოყო 8 მეტყველების ნაწილი.
     
ახალი ქართულის მიხედვით მეტყველების ნაწილებია:

  1. არსებითი სახელი: წიგნი, სიკეთე..

11.10.11

ენათმეცნიერების დარგები

ენის შემსწავლელ მეცნიერებას ენათმეცნიერება ეწოდება. ენათმეცნიერებას სხვაგვარად ლინგვისტიკასაც უწოდებენ. ყოველი ენის საფუძველს შეადგენს გრამატიკული წყობა და ლექსიკური ფონდი. ენის ლექსიკური შემადგენლობა გრამატიკული წყობის მეშვეობით აყალიბებს ენის ერთიან სისტემას.  ენის ლექსიკური შემადგენლობასა  და გრამატიკულ წყობას ენათმეცნიერების რამდენიმე დარგი შეისწავლის.
   ენათმეცნიერების დარგებია: ფონეტიკა, გრამატიკა, ლექსიკოლოგია, სემასიოლოგია, ეტიმოლოგია, სტილისტიკა. (იხ.დანართი)
    გრამატიკა სწავლობს ენის აგებულების საკითხებს, სიტყვათა შედგენილობას, მათ ფორმასა და ფუნქციას.
  ტერმინი "გრამატიკა" ბერძნული წარმოშობისაა. გრამმა სიტყვასიტყვით ნიშნავს ასოს, წერილობით ნიშანს, ზედწერილს. თავდაპირველი გაგებით, გრამატიკა იყო ხელოვნება, რომელიც ასწავლიდა "სწორ ლაპარაკს და კანონიერ წერას". ახლანდელი გაგებით კი გრამატიკა არის მოძღვრება ამა თუ იმ ენის აგებულების შესახებ.
  გრამატიკის ნაწილებია: მორფოლოგია და სინტაქსი.
  მორფოლოგია სწავლობს სიტყვის ფორმას, მის ცვლილებას, მაწარმოებელ აფიქსებს, მის გრამატიკულ მნიშვნელობას, იკვლევს მეტყველების ნაწილებს, იძლევა მათ დახასიათებას.
  სინტაქსი, როგორც გრამატიკის დარგი, სწავლობს სიტყვათშეხამების წესებს, წინადადებას, წინადადების წევრებს. სიტყვათა შეკავშირება და წინადადება ძირითადი ენობრივი ერთეულებია, რომელთაც სინტაქსი შეისწავლის. სინტაქსი შეისწავლის რა და რა ტიპის სიტყვები შეეწყობა ერთმანეთს და როგორ, რა დანიშნულება აქვს წინადადებაში შემავალ სიტყვებს. 
  
დანართი


14.5.11

შორისდებულთა ჯგუფები


უფრო მეტი გრამატიკა...

     გამოხატული ემოციის მიხედვით შორისდებულებს რამდენიმე ჯგუფად ანაწილებენ. შორისდებულმა შეიძლება გადმოგვცეს:
1.      ნატვრა:   ეჰ, ოჰ, ახ...
2.      მოწონება–სიხარული, აღტაცება:   ოჰ, უჰ, ყოჩაღ, ო, იჰ,ვიშ, იფ,იფ! ახ, ბარაქალა...
3.      მწუხარება:   ჰოი, ოჰ, უუ, ვაჰმე, ვაიმე, უი, ვაი, ვუი, უიმე, ჰმ, ოხ, ახ..
4.      გაკვირვება–გაოცება:   ეჰ, ოჰ, აბა–აბა, ვა, ქა, ერიჰა, ბიჭოს, დახე, უჰ, ვიჰ, იმე...
5.      დანანება–სიბრალული:   ეჰ, აჰ, აფსუს (სომხური სიტყვაა), ოო, ახ, გლახ(ვაგლახ)...
6.      დაცინვა:   ხა! ხა! ხა! იფ,იფ! ჰაი...
7.      ნიშნის მოგება:   ჰი, ჰე, ოლოლო...
8.      ზიზღი:   ფუჰ! ფუ, ფუი...
9.      დასტური:   ჰო, ო, ჰაი, ჰაი...
10.  წაქეზება–გამხნევება: ჰა
შორისდებულთა გენეზისი (წარმოშობა, წარმოქმნა)
§  ქა <– ქალო
§  ვა <– ვაჟო
§  ბეჩა <–ბეჩავ <– ბეჩაო <– ბეთშაო <– ბედშაო <– ბედშავო
§  ვაგლახ, ვაგლახმე <– ვა+გლახ <– გლახ <– გლახა <– გლახაკი
§  ვაჰმე <– ვაი მე
§  ღმერთმანი <– ღმერთმან იცის

     დაიმახსოვრე:   შორისდებული ზეპირ მეტყველებაში ინტონაციით გამოიყოფა, წერილობით ტექსტში კი – სასვენი ნიშნით. (თუ ძლიერი ემოციითაა ნათქვამი –ძახილის ნიშნით, თუ არა– მძიმით).

9.12.10

სხვათა სიტყვათა მართლწერის საკითხები


უფრო მეტი გრამატიკა

            ქართულ ენაში არის ნაწილაკები –მეთქი, –თქო  და –ო. მათი დანიშნულებაა მოსაუბრის ნათქვამის უცვლელი გამეორება, ამიტომ ამ ნაწილაკებს სხვათა სიტყვის ნაწილაკებს უწოდებენ.
     –მეთქი ნაწილაკი წარმოშობით წინადადებაა (< მე ვთქვი) და იხმარება მაშინ, როდესაც პირველი პირის (მოსაუბრის) ნათქვამი უნდა გავიმეოროთ. მაგალითად,
·         მე გითხარით, ვისაც დავალება არ ექნება ექსკურსიაზე ვერ წამოვა–მეთქი.
·         აკი გითხარი, ასეთ ამინდში გარეთ თუ გახვალ, გაცივდები–მეთქი.
·         მე ვკითხე კიდეც , ასე რატომ ჩქარობ–მეთქი.
     –თქო  ნაწილაკი იხმარება მაშინ , როდესაც პირველი პირი (მოსაუბრე)

2.12.10

აბრევიატურები

       ადგილისა და დროის ეკონომიის მიზნით სიტყვათა შემოკლება ძველ ქართულშიც ხდებოდა. თანამედროვე აბრევიატურების წინაპრად თამამად შეგვიძლია მივიჩნიოთ ქარაგმები. ძირითადად მოკლდებოდა სასულიერო ტექსტებში ხშირად გამოყენებული სიტყვები და მიმართვები. ქარაგმის ნიშანია  ~, რომელიც შემოკლებული სიტყვის თავზე იწერებოდა.                                  
  მაგალითად, ოოშე= უფალო, შემიწყალე, ხ = ხოლო,რ = რამეთუ,ად = არამედ,              ვდ = ვითარმედ.
    იმისათვის, რომ სწორად დავწეროთ აბრევიატურები და არ დავუშვათ შეცდომა, უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი: 

29.11.10

ზმნისწინთან დაკავშირებული მართლწერის საკითხები


   1.დავიმახსოვროთ: ზმნისწინი იხმარება ზმნის პირის ნიშნის წინ! დაუშვებელია ზმნისწინის შემადგენელი ნაწილების გათიშვა და მათ შორის პირის ან ქცევის  ნიშნის ჩასმა!!!!!!!
აღვნიშნავ               და არა      ავღნიშნავ
აღვფრთოვანდი   და არა      ავღფრთოვანდი
აღვზარდე             და არა       ავღზარდე
აღვშფოთდი         და არა      ავღშფოთდი
განიკურნა             და რა       გაინკურნა
განივითარა           და არა      გაინვითარა
განუვითარა          და არა      გაუნვითარა
გაითავისუფლა    და არა      გაინთავისუფლა
გაათავისუფლა     და არა      გაანთავისუფლა
2. გან, აღ, წარ ზმნისწინების ბოლო თანხმოვანი (ნ, ღ, რ) არ უნდა იყოს უზმნისწინო

ზმნისწინი

       ზმნისწინი იგივე პრევერბი ზმნას თავში დაერთვის. ზმნისწინის გამოყენების თვალსაზრისით ქართულში ზმნები სამგვარია:
1. ზმნები, რომლებიც საერთოდ არ დაირთავენ ზმნისწინს (აქვს, ჰყავს, უყვარს..)
2. ზმნები, რომლებიც უზმნისწინოდ არ გამოიყენება (მოფრინდა, მიდის, გაიგო...)
3. ზმნები, რომელთაც შეუძლიათ ზმნისწინი დაირთონ ან არ დაირთონ.
ზმნისწინის დართვით ზმნამ შეიძლება:
I. გამოხატოს მიმართულება (გეზი)

30.10.10

ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებული


 ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებული – იტყვიან ადამიანზე, რომელსაც იოლად გამოსდის ყველაფერი, იღბლიანია და ადვილად აღწევს წარმატებას. (ყურადღებით წაიკითხე ტექსტი და გაიხსენე ,რა შემთხვევაში ვამბობთ ასე)
      "ჩემი მეგობარი  ძალიან საინტერესო ადამიანია, უყვარს წიგნების კითხვა და მეგობრებთან ერთად გართობა. ხშირად ვხვდებით ხოლმე და ვიხსენებთ სკოლის პერიოდს, ჩვენს კლასელებსა და მასწავლებლებს. ეს საუბარი ყოველთვის ერთი ფრაზით სრულდება:
–შენ ბედნიერ ვარსკვლავზე ხარ დაბადებული! – ვეუბნები მე.
     ამაზე ჩემს მეგობარს ეღიმება , თავადაც იცის, რომ ეს ასეა. მე კი ის ვიცი, რატომ ვამბობ ამას:  ერთი საკითხიც რომ ჰქონოდა ნასწავლი გამოცდაზე სწორედ ის საკითხი შეხვდებოდა, უნივერსიტეტში მისაღებ გამოცდაზეც ტესტის ის ვარიანტი შეხვდა, რომელიც უნდოდა, ჩააბარა თუ არა, გაიცნო  გოგონა, რომელიც შეუყვარდა და ცოლად მოიყვანა, შემდეგ მოინდომა, საკუთარი ბიზნესი წამოეწყო და ესეც ჩინებულად შეძლო. ახლა საახალწლოდ კიდევ ერთ მომგებიან კონტრაქტს აფორმებს.... მოკლედ, ბედნიერ ვარსკვლავზეა დაბადებული."
    ისტორია: ამ ფრაზის ისტორია უკავშირდება ძველ წარმოდგენას სამყაროს შექმნის თუ ადამიანის გაჩენის შესახებ. ძველად ეგონათ, რომ როცა ადამიანი მოევლინებოდა ქვეყანას, მისი ბედის ვარსკვლავი ცაზე სწორედ მაშინ ჩნდებოდა. ადამიანის გარდაცვალების შემდეგ კი წყდებოდა. ვინც იღბლიანი იქნებოდა, მას ბედი სწყალობდა და ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებულიაო.–ამბობდნენ, ხოლო, ვისაც არ უმართლებდა, საკუთარ წარუმატებლობას უბედურ ვარსკვლავს აბრალებდა.
      სამყაროს შესახებ  ამგვარი წარმოდგენა დღეს აღარ არსებობს, თუმცა გამოთქმა დამკვიდრებულია და ხშირად გაიგებთ.