Showing posts with label ავთანდილი. Show all posts
Showing posts with label ავთანდილი. Show all posts

13.3.11

"მერანი" და ავთანდილის ანდერძი


(დავალების მიზანია მოსწავლემ მოახდინოს გავლილი მასალის გააზრება და საერთო პასაჟების თავმოყრა, სხვადსახვა ნაწარმოებში ჩარმოჩენილი ერთი და იმავე თემის შესახებ მსჯელობა. ერთი და იგივე თემა სხვადასხვა ავტორმა როგორ გაიაზრა. კერძოდ, ამ შემთხვევაში საუბარია სამშობლოსაგან შორს გადახვეწისა და უთვისტომობის სევდაზე, რომელიც ჩანს "მერანში" და რომელზეც ამახვილებს ყურადღებას ავთანდილი თავის ანდერძში).

სასურველია, ისარგებლო შემდეგი გეგმით:

• გაიხსენე მე-17-20 სტრიქონები ლექსიდან "მერანი.
• რაზეა საუბარი ხსენებულ სტროფში?
• გაიხსენე ბარათაშვილის ბიოგრაფია. რამდენად შეესატყვისება ეს წინასწარმეტყველება პოეტის ცხოვრებასა და აღსასრულს

ორი ლოცვის შედარება

ნ.ბარათაშვილის "ჩემი ლოცვა" და ავთანდილის ლოცვა                      
                         "ვეფხისტყაოსნიდან"
 
    (თემაში უნდა იყოს წარმოჩენილი ორივე ლოცვა _ ნ.ბარათაშვილის "ჩემი ლოცვა" და ავთანდილის ლოცვა. დავალების მიზანია, მოხდეს შედარება ამ ორი ლოცვისა, რა საერთო აქვთ და რა განასხვავებთ, რა ეპითეტებითაა მოხსენებული ღმერთი ორივე ლოცვაში, და რა განწყობაა ორივე ნაწარმოებში).

სასურველია, ისარგებლო შემდეგი სქემით:

• რომელ ორ ლოცვაზე ვსაუბრობთ?
• რა დროს თქვა ავთანდილმა ხსენებული ლოცვა?
• რა ეპითეტებით მოიხსენიებს ავთანდილი ღმერთს და რა ეპითეტებს ხმარობს ნ.ბარათაშვილი თავის ლექსში? (თუ ჰგავს ეს ეპითეტები ერთმანეთს?)

8.11.10

ცნობიერთა დასტაქარი

1. ვინ იყო ავთანდილი? გაიხსენე და მოკლედ მიმოიხილე ავთანდილის ანდერძი
2. კიდევ რომელ თავში ჩანს ავთანდილის სიბრძნე?("პოვნა ავთანდილისაგან დაბნედილის ტარიელისა")
3. რა არგუმენტები გამოიყენა ავთანდილმა ტარიელის გონს მოსაყვანად? (ისაუბრე და იმსჯელე შემდეგ საკითხებზე):
  • ბრძენი კაცის ავთანდილისეული განმარტება
  • "ხამს მამაცი მამაცური, სჯობს, რაზომცა ნელად ტირსა".
  • "ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვიტკირსა".
  • "ვინ არ ყოფილა მიჯნური"?
  • "არ იცი, ვარდნი უეკლოდ არავის მოუკრებიან".
  • "ოდეს ტურფა გაიეფდეს, აღარა ღირს არცა ჩირად".
  • "ბედი ცდაა, გამარჯვება, ღმერთსა უნდა, მო–ცა–გხვდების"
4. როგორ რეაგირებდა ტარიელი ავთანდილის ნათქვამზე?
5. რა ხერხი მოიგონა ავთანდილმა ტარიელის გამოსაფხიზლებლად?
6. დაწერე შენეული კომენტარი ტარიელის სიტყვებზე :"გონიერსა მწვრთენლი უყვარს, უგუნურსა გულთა ჰგმირდეს"
7. იმსჯელე საკითხზე: "გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი". (შეაჯამე მსჯელობა)