Showing posts with label მინი პოსტები. Show all posts
Showing posts with label მინი პოსტები. Show all posts

12.6.10

ფიქრები "ჯუნგლის კანონზე"

"როდესაც  გავეცანი მიხეილ ჯავახიშვილის "ჩანჩურას", მაშნვე სევდა და შეცოდების გრძნობა გამოიწვია ჩემში. საბრალო ჩანჩურა ჩემთვის დღევანდელი საწყალი ბავშვია, რომელიც ძალიან იჩაგრება.
   საზოგადოებაში ყოველთვის იარსებებს ჩანჩურას მსგავსი ადამიანი– საბრალო, ღარიბი, საცოდავი, უბადრუკი, ტომარაჩამოცმული და დასაცინი,  ხალხის გასართობი, უბრალო მასხარა, რომელსაც ყველა ერჩის , ძაღლიც კი." (ანანო კ)

ლექსი მეწყერი

"ტიციანი ფიქრობს, რომ ასე უბრალოდ ლექსი არ იწერება, რაშიც ვეთანხმები. ის ამბობს, რომ ლექსი უცბად მოგივა თავში, დაგეჯახება, მეწყერივით ჩაგრეცხავს და ფურცელზე დაგანარცხებს."
(სანდრო ც) :))))))

სიმბოლო– მყინვარი და თერგი

"მყინვარი გაჩერებულია და მის თავზე მხოლოდ ქარები დაქრიან, თერგი კი შეუჩერებელი მდინარეა. თერგი გიჟი ბაირონია, მყინვარი – წყნარი გოეთე.
  თერგი ქართველის სისხლია, რომელიც გიჟივით მიქრის. ჩემი აზრით, მყინვარიც და თერგიც ძალიან დიდებულები არიან. მე ვფიქრობ, რომ როგორც თერგია ქართველის სისხლი, მყინვარი გულია, რომელსაც მტერი ვერასოდეს მიწვდება. "( ნიკა ს)

ილიას არჩევანი

    "ილია "მგზავრის წერილებში" აღწერს თავის მოგზაურობას, განვლილ გზას. როცა ის ყაზბეგში მოხვდება, ორ დიდ ფენომენს "დაეჯახება". თერგი– მოძრავი, ენერგიული, უშრეტი, ცოცხალი, საქმიანი. მყინვარი– მძინარე, უძრავი, ქედმაღალი.
    ილიას აზრით, ქვეყანამ თერგივით უნდა იცხოვროს, ენერგიულად, საქმიანად. ყოველდღე ახალ–ახალ გამოწვევებს უპასუხოს, მუდმივად ეღვიძოს , თორემ გაჩერების შემთხვევაში, გუბედ იქცევა და იქ ბაყაყები დასახლდებიან. მყინვარივით ცხოვრება ქვეყნისათვის სასიკეთო არაა, ერთ ადგილზე მყოფი ქვეყანა სხვებს ვერ აჯობებს, რადგან ცხოვრება ბრძოლაა. ბუნების კანონი– ბრძოლა გადარჩენისთვის! თუ არ იშრომე და განვითარდი, სხვა გაჯობებს შენზე ძლიერი, ამიტომ საჭიროა ყოველდღე ბრძოლა, მოძრაობა, ახლის მიღება, გაძლიერება, განვითარება. ასეთი პერსპექტივა კი მხოლოდ ისეთ ქვეყანას აქვს, რომელიც თერგივით იცხოვრებს.
   ღამითაც კი ფხიზელი ადამიანი, რომელიც სამშობლოზე ფიქრობს, მზადაა მისთვის ყველაფერი გააკეთოს, ილიასათვის სათაყვანებელია.
   ქვეყანა ძილით შორს ვერ წავა, საჭიროა ყოველდღიური მოძრაობა– ესაა ილიას მთავარი სათქმელი! " ( ნიკა ა)
   

16.2.10

მგოსნის ხმა

          ქართველებს ძალიან ბევრი საყვარელი და სათაყვანო მოღვაწე გვყავს. როცა შემოქმედი გაინტერესებს, ცდილობ, გაიგო მის შესახებ ყველაფერი, მისი ცხოვრებისეული დეტალები. ამ მხრივ დიდ ფუფუნებად მიმაჩნია,    ამა თუ იმ მოღვაწის ხმის მოსმენა.
აქ კი არ არის საქმე კარგად, თითებზე ჩამოსათვლელი საამაყო პოეტის ხმა თუ არის შემორჩენილი. ერთ–ერთია გალაკტიონი.  მოვისმინოთ, ყურადღებით და ჩვენს წარმოსახვაში, წარმოვიდგინოთ მისი სახე, გავიხსენოთ გალაკტიონის ლექსები..... ამ ჩანაწერში პოეტი სწორედ საკუთარ ლექსებს მიმართავს. კითხულობს თავად გალაკტიონი.
http://www.youtube.com/watch?v=TJ1koNh-4eI

8.2.10

ჩემი ვედრება


ვაჟა–ფშაველა ლექსში "ჩემი ვედრება" აყალიბებს თავის პრინციპებსა და შეხედულებებს, წარმოთქვამს სათხოვარს უფლისადმი. შესავედრებელი, მართლაც, რომ ბევრია, თუმცა ნუსხა ყველა ადამიანს სხვადასხვა აქვს. ჩემი აზრით, ვაჟას ვედრება ღვთისადმი არის ნიმუში ადამიანობისა, კეთილშობილებისა, მოკრძალებულობისა.
ვაჟა–ფშაველას ლექსს –"ჩემი ვედრება"– კითხულობს ირაკლი უჩანეიშვილი.

30.1.10

სწორად შერჩეული სახელმძღვანელო


მასწავლებელს სწორი არჩევანის გაკეთება ჰმართებს, სანამ მოსწავლეების წინაშე წარსდგება. დღეს სახელმძღვანელოების დიდი არჩევანია, შეგიძლიათ აარჩიოთ სასწავლო პროცესის მეგზური დიზაინის ავტორის, მასალის, ინოვაციის ან ამ ყველა კომპონენტის ერთად გათვალისწინებით.
ძალიან რთულია, სწორი არჩევანის გაკეთება, თუმცა შეუძლებელი არაფერია. ბლოგზე განთავსდება ხოლმე საჭირო ინფორმაცია სახელმძღვანელოების შესახებ, დაკვირვებები პირადი პრაქტიკიდან, რჩევები და კეთილი სურვილები. არ გამოგრჩეს დისკუსია!!!