ავტორი: წიგნიერი მეშვიდეკლასელი (სტილი დაცულია)
კითხვა არის ინფორმაციის მიღების პროცესი და არა მარტო. ამ დროს ადამიანი განიცდის სიამოვნებას წიგნის კითხვისგან.
წიგნის კითხვის დროს იღებ ზოგად განათლებას, ზრდი ცოდნას, უფრო მეტ სიტყვას იძენ და ამატებ ლექსიკონს, რომელიც ყოველი წიგნის წაკითხვის შემდეგ ჩნდება თავში. ამის გამო ადამიანის მეტყველება უმჯობესდება და მრავაფეროვნდება.
წიგნის კითხვისას იცვლება სამყარო, თავს რომელიმე პერსონაჟად წარმოიდგენ და ერთვები მასში. ყველა ადამიანს თავისი აზრი და გემოვნება აქვს, ამიტომ ის თავის შესაფერის წიგნს ირჩევს, რის შემდეგადაც ხედავს გარემოს, რაც წიგნშია.
არსებობენ ადამიანები, რომლებიც წიგნებს არ კითხულობენ, რის გამოც ისინი ბევრს კარგავენ. მათ არ იციან წიგნის ფასი.
ის შეუფასებელია!!!
წიგნის კითხვა ახალი მეგობრის შეძენაა!
არსებობს ჩამონათვალი წიგნებისა, რომლებიც უნდა წაიკითხო სიცოცხლის ბოლომდე. მთელი მსოფლიო ცდილობს, ადამიანი უფრო წიგნიერი გახდეს, რისთვისაც ბევრი ფული იხარჯება. მართავენ წიგნის ბაზრობებს და ყიდიან ლამაზად გაფორმებულ წიგნებს.
წიგნების შესაყვარებლად
1. უნდა წავიკითხოთ რაიმე ერთი წიგნი. (მოგვწონს თუ არა, გვინდა თუ არა– მაინც).
2. შემდეგ ნელ–ნელა გავზარდოთ რაოდენობა და ბოლოს კითხვა შეგვიყვარდება.
3.უნდა შევარჩიოთ ჩვენთვის სასურველი ჟანრი
4. ამ ჟანრის ბევრი წიგნი წავიკითხოთ.
იკითხეთ წიგნები!!!
Showing posts with label წიგნიერება. Show all posts
Showing posts with label წიგნიერება. Show all posts
28.11.10
22.11.10
ყველაზე წიგნიერი მოსწავლის რეცენზია დიბისი პიერის წიგნზე "ვერნონ გენიოს ლითლი"
ვატარებთ ხოლმე წაკითხული წიგნების განხილვას. მოსწავლემ უნდა წარმოადგინოს წაკითხული წიგნის მოკლე რეცენზია და გააგვიმხილოს თავისი დამოკიდებულება– ურჩევს თუ არა თავის თანატოლს ამა თუ იმ წიგნს. ამჯერად, მეათე კლასელი (ყველაზე ნაკითხი და წიგნიერი) ურჩევს თავის მეგობრებს წაიკითხოს დიბისი პიერის "ვერნონ გენიოს ლითლი".
რაღა დაგიმალოთ და მე ეს წიგნი არ წამიკითხავს, თუმცა ოთხშაბათს (24.11.10) ვყიდულობ და ვკითხულობ.
ახლა კი გაგაცნობთ რეცენზიას:
Subscribe to:
Posts (Atom)
