Showing posts with label ხატოვანი თქმანი. Show all posts
Showing posts with label ხატოვანი თქმანი. Show all posts

23.2.11

ხატოვანი გამონათქვამები საბერძნეთიდან


  •  ოლიმპიური სიმშვიდე –  ეს გამოთქმა მაშინ გამოიყენება, როცა კონკრეტული ადამიანი გასაოცარ და  შესაშურ სიმშვიდეს იჩენს. ხატოვან თქმას საფუძვლად უდევს ძველი ბერძნული წარმოდგენა, რომლის მიხედვითაც, ღმერთები იმყოფებოდნენ ოლიმპოს მთაზე (ჩრდილოეთ საბერძნეთში) , სადაც მუდამ სიმშვიდე სუფევდა.  

მაგალითი : ნიკა ოლიმპიური სიმშვიდით უყურებდა  თამაშს, რომელსაც  მისი გუნდი დიდი ანგარიშით აგებდა.  (ე.ი. ნიკა სიმშვიდეს იჩენდა მაშინაც კი, როცა, წესით , უნდა აღელვებულიყო.)
  • პანიკური შიში – ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ ვიღაც პანიკურმა შიშმა მოიცვა და