Showing posts with label IV კლასი. Show all posts
Showing posts with label IV კლასი. Show all posts

29.4.11

IVკლასი, საშინაო დავალების ფურცელი ორშაბათისთვის (2 მაისისთვის)

1.გაიხსენე იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა “სირცხვილის აშორება“ და უპასუხე კითხვებს:
  • რატომ ყოყმანობდა სანდრო ვაშლების მოპარვის წინ?                                             
  • როგორ დაიმშვიდა სანდრომ სინდისი, რა მოიმოქმედა მან?

2. იაკობ გოგებაშვილის მოთხრობაში „ვანო და ჩიტი“  ვანომ ჩიტის გადარჩენა განიზრახა. რა მოიმოქმედა მან?

3. რატომ იტანჯებოდა ჩიტი გალიაში, ვანო მას ხომ არც სითბოს და არც საკვებს არ აკლებდა?

4. გაიხსენე იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა „თავის გაწირვა მტრისათვის“. შენი აზრით, რა არის ამ მოთხრობის მთავარი სათქმელი?

5. გახაზე ყველა ზედსართავი სახელი :

8.4.11

საშინაო დავალების ფურცელი, IV კლასი, 8.4.11 (ორშაბათისთვის)


სავარჯიშო 1. დაასრულე წინადადებები. 
  • ასეთი ლამაზი ნახატი მე ჯერ არ დამიხატ...... .
  • გამახსენდა, რომ კარი არ დამიხურ....... .
  • კონცერტზე მას არასოდეს დაუკრ....... .
  • პატარა დავითს მიწაზე ჯერ ფეხი არ დაუდგ...... .
  • ნიკას თასმები გაუნასკვ....... .
სავარჯიშო 2. შეავსე  ზმნის გამოტოვებული ფორმები:

25.2.11

IV კლასი, საშინაო დავალების ფურცელი ორშაბათისთვის (28.2.11)


1. გამოიყენე შემდეგი პერსონაჟები და დაწერე ზღაპარი:
  • მთავარი გმირი– მჭედელი ბიჭი
  • ბოროტი ძალის წარმომადგენელი– ტარტარი
  • დამხმარე ნივთი – პირველი ხმალი, რომელიც ამ ბიჭმა გამოჭედა
  • მოიფიქრე საინტერესო ზღაპარი და შეურჩიე სათაურ
2. გახაზე მოქმედების სახელი:

მიმქონდა    დაკვირვება    წაღება   ვტირი    ბანაობს    კოცნა   დგებოდი    გაგონება  ვწუხვარ       გატეხა     გატეხვა      გადავიღე   კარნახი   აწყობა   დაინახავდა  სუნთქვა 

3. გაიხსენე , თუ გინახავს  ადამიანისა და ცხოველის მეგობრობის ამბავი. გადმოეცი ეს ამბავი. 

4. გადაიწერე ამბავი ისე, თითქოს, ეს ყველაფერი გუშინ მომხდარიყოს.
ნიმუში: დღეს ბევრი გავალება მაქვს.
               გუშინ ბევრი დავალება მქონდა.
       ახლა  გაკვეთილზე ვარ.  ახალ  ამბავს ვისმენ უდიდეს მოგზაურებზე. მასწავლებელი გვიკითხავს საინტერესო წიგნს  და ჩვენც ყურადღებით ვუსმენთ. მე ბევრი რამ მაინტერესებს და ამიტომ გაფაციცებით ველი ყოველ ახალ ეპიზოდს.  გაკვეთილი დასასრულს უახლოვდება და სახლში  ინფორმაცია უნდა მოვიძიო კოლუმბზე.





11.2.11

IV კლასი, საშინაო დავალების ფურცელი ორშაბათისთვის (14.2.11)

1.აბრუნე არსებითი სახელები: ქარხანა, წყალი, ადამიანი, სკოლა, ტომარა, მეცნიერი
2. იმსჯელე, რას ნიშნავს გამოთქმა „მიწამ ჩაყლაპა“?
3. დასვი გამოტოვებული მძიმეები:
     მღვიმეებში დახატული იყო ცხენები ბიზონები თხები დათვები  ირმები  ლომები და მარტორქებიც კი.
    არქეოლოგებმა აღმოაჩინეს  ირმების  ცხენების  ქვეწარმავლებისა და ფრინველების ნაკაწრი ნახატები.
  4. რომელი მარცვალი შეიძლება დაერთოს ამ ზმნების ფუძეს? ჩამოწერე ყველა შესაძლო

28.1.11

IV კლასი, საშინაო დავალება ორშაბათისთვის (31.1.11)



1.  დაასახელე ორი მიზეზი, რატომ შეადარა კაცმა ნაკვერჩხალი მზეს?

2. გაიხსენე ხალხური ლექსი "ორშაბათობით აშენდა". ლექსის რომელი სტრიქონიდან ჩანს, რომ "ციხე–ქალაქი" მაღალი და ვრცელი იყო? 

3. რა საერთოა ძველ თქმულებასა და ლექს "ორშაბათობით აშენდას" შორის?

4. გაიხსენე მოთხრობა "უღუ და თეთ". დაასახელე ორი რამ, რაც ბავშვების მღვიმიდან ჩანდა.

5. როგორ ფიქრობ, რატომ აფარებდნენ მღვიმის შესასვლელს ღამ–ღამობით ლოდს?

6. რა ეწოდება ხანას, რომელშიც ადამიანმა ცეცხლის მოთვინიერება შეძლო?

7. ყურადღებით წაიკითხე მოცემული ნაწყვეტი და გახაზე ყველა ზმნა.
  მღვიმის ღია პირი შავად გამოიყურებოდა დაქანებულ კლდოვან სერზე. მღვიმიდან ტყით აქოჩრილი მთის მწვერვალები მოჩანდა. მეორე მხარეს კი მინდორში დიდი ოქროსფერი მდინარე მიიკლაკნებოდა. მღვიმე შორს, სიღრმეში მიდიოდა და ვიწროვდებოდა. დიდ ლოდს ღამ–ღამობით მღვიმის კარს აფარებდნენ ხოლმე. კერასთან ეყარა  ფიჩხი და ხმელი ხის ჯირკვები.

8. შეავსე გამოტოვებული  ზმნები :
მე
ვცხოვრობ

ვანთებ

ვყრი
ვბრუნდები
შენ

მღერი



ბრუნდები
ის
ცხოვრობს
მღერის

აფარებს
ყრის

ჩვენ
ვცხოვრობთ

ვანთებთ



თქვენ

მღერით

აფარებთ

ბრუნდებით
ისინი


ანთებენ

ყრიან


9. დაასრულე წინადადებები:
·         გუშინ  სტუმრები მოვიდ........
·         მალე ყვავილები გაიშლებ........
·         ცაზე ვარსკვლავები კაშკაშებ........
·         ძაღლები იღრინებ........
·         მზის სხივები ანათებ........
·         ჩიტები საკენკს დაესი........
·         ბავშვები  მეცადინეობ........
·         ჩემს სახლთან ხეები დგა........
·         ქარმა დაუბერა და ფურცლები აშრიალდ........
·         თოვლის ფანტელები ჰაერში ფარფატებ........
·         პეპლები ყვავილებს თავს ევლებ........

19.11.10

ტესტი 6, IV კლასი


კვირის შემაჯამებელი ტესტი , ორშაბათისთვის     19.11.10

1.წარმოიდგინე, რომ შენი მეგობრები არწივთა საბინადრო ადგილებში ლაშქრობას აპირებენ. ჩამოუწერე მათ ის ცნობები არწივის შესახებ, რომელთა გათვალისწინებაც უსაფრთხოდ მოგზაურობაში დაეხმარება.
2.დაასრულე სიტყვები:
·         მონადირ......     ტყეში დაბანაკდნენ.

5.11.10

ტესტი, IV კლასი,



1.შეადგინე წინადადებები მოცემულ სიტყვებზე:
  • გული .......................................
  • გულმა .....................................
  • გულს .......................................
  • გულის ....................................
  • გულით ..................................
  • გულად ..................................
  • გულო, ....................................
2. შემოხაზე ნათესაობითი, მოქმედებითი  და ვითარებითი ბრუნვის ფორმები: 
  • თაგვის ძალიან ეშინია სპილოს.                
  • ლომმა საშინელი ხმით დაიღრიალა.           
  • ლომი ცხოველთა მეფეა.                            
  •  არწივის შვილს მართვე ეწოდება. 
  • არწივი მოუდგომელ ადგილებში ცხოვრობს.  
  • ლომის ბასრ კლანჭს ვერავინ გადაურჩება.  
  • არწივად მოეჩვენა დიტოს ცაში მონავარდე ქორი.
  •   ლომად გადაქცევა ინატრა პატარა თაგვმა 
  • დაჭერილი ლომით იწონებდა თავს გამოცდილი მონადირე. 
  • თაგვით აშინებდა დედალი წიწილებს. 
  • მოშინაურებული არწივით ნადირობა გავრცელებულია ზოგიერთ ქვეყანაში
  •   ლომს უნდა მოერიდო, თორემ გაუფრთხილებლობა ძვირად დაგიჯდეს. 
  • არწივმა მგზავრებს ამაყად გადახედა.
3. მიუწერე სიტყვას,  რომელ ბრუნვაშია:

4.10.10

IV კლასი, ტესტი 4



დავალება 1. შემოხაზე სწორი ვარიანტი
1.რა ასო მოსდევს ქართულ ანბანში წ–ს?
·         დ
·         მ
·         ჭ
·         ხ
2. რა ასო მოსდევს ქართულ ანბანში ჯ–ს?

IV კლასი, ტესტი 3



     წაიკითხე ყურადღებით კითხვები და უპასუხე. პასუხი უნდა იყოს სრული და გამართული.
ყურადღება: მოკლე და ორსიტყვიანი პასუხები არ მიიღება!!!!!
1. რას ნიშნავს გამოთქმა "სასახლის კარი საგონებელში ჩავარდა"? (2ქ)
2. ქონდარეთის რომელ მხარეს მწყემსავდა სალამურა ჭიამაიებს? (2ქ)
3. რა სიტყვებით მიმართავდნენ ჭიამაიებს მოსალოდნელი ამინდის გასაგებად? (2ქ)
4. რაში სჭირდებოდათ ამინდის გაგება? (2ქ)
5. რატომ შეარქვეს სალამურას ეს სახელი? (2ქ)
6. რა ემოსა სალამურას? (2ქ)
7. რა სიტყვებით დატუქსა სალამურამ ზარმაცი ჭიამაიები? (2ქ)
8. ბაია ტყიდან გამოვიდა ციცინათელების ჯოგით , ფარით თუ ამალით? შეარჩიე შესაფერისი  სიტყვა! (2ქ)
9. რა არ ჰქონდა ნანახი ბაიას? (2ქ)
10. რომელ ჰანგზე დაკვრა არ იცოდა სალამურამ? (2ქ)
11. რამ დააღონა სალამურა გრიგალის შემდეგ? (2ქ)
12. რას ნიშნავს გამოთქმა "ცამ პირი გახსნა"? (2ქ)
13. რა საფრთხე დაემუქრათ სოფლებს გრიგალის გამო? (2ქ)


IV კლასი, ტესტი 2



1.რა იყო მიზეზი იმისა, რომ ქონდარუხი უამრავ სიზმარს ნახულობდა?

2. შემოხაზე სწორია თუ არასწორი:
·         ბაიამ ქონდარუხი ტყეში გაიცნო.                                  
სწორია                არასწორია
·         სალამურას ზარმაცმა ჭიამაიებმა საქმე გაუფუჭეს.    
 სწორია               არასწორია
·         ბაიას წითელი ყაყაჩოს კაბა ემოსა.                               
 სწორია               არასწორია
·         ქონდარუხი ძალიან ჭირვეული უფლისწული იყო.  
სწორია             არასწორია
·         ბაიას არ ენახა მთვარე, სალამურას კი– მზე.                 
სწორია               არასწორია
·         გრიგალის შედეგად სალამურამ 50 ჭიამაია დაკარგა.  
სწორია              არასწორია
·         არავინ იცის, რა ერქვა ქონდარუხის სამშობლოს.        
სწორია              არასწორია
·         სალამურა ქონდარეთის აღმოსავლეთით, მეცხრე მთაზე  მწყემსავდა ჭიამაიებს.   სწორია              არასწორია
·         ჭიამაიებს სალამურის ხმა აღვიძებდათ.  
სწორია              არასწორია