Showing posts with label დევიდ პერკინსი. Show all posts
Showing posts with label დევიდ პერკინსი. Show all posts

5.7.11

"თეორია ერთი"

დევიდ პერკინსი გვთავაზობს "პანდორას კითხვებს", ეს კითხვები გვეხმარება განათლების მიზნების მიღწევაში. კითხვას, როგორ ვასწავლოთ საუკეთესოდ, პერკინსი "თეორია ერთით" პასუხობს.
 ამ თეორიის მიხედვით, იმისთვის, რომ მოსწავლეებმა კარგად ისწავლონ, საჭიროა:
  1. მივაწოდოთ ინფორმაცია ნათლად და გასაგებად.
  2. გავაკეთებინოთ ისეთი სავარჯიშოები, რომელიც მათ ამ ინფორმაციის კარგად გაგებაში დაეხმარება.
  3. რჩევებითა და კომენტარებით მივაწოდოთ ინფორმაციული შეფასება;
  4. ვიზრუნოთ ბავშვის შინაგანი და გარეგანი მოტივაციის ამაღლებაზე.

"პანდორას კითხვები"

 განათლების მიზანი მოსწავლეთათვის ცოდნის გადაცემა, ინფორმაციის გადამუშავება და შესწავლილის პრაქტიკაში  გამოყენების უნარ–ჩვევების სწავლებაა. ამ სამი მიზნის მიღწევა მაშინაა შესაძლებელი, როცა მოსწავლეები ფიქრობენ იმაზე, რასაც სწავლობენ.
დევიდ პერკინსი აზრით, ცოდნას ბავშვები მაშინ იღებენ, როცა სწავლის პროცესში შესაძენი ცოდნის არსზე ფიქრობენ. ამის მისაღწევად კი პერკინსი გვთავაზობს "პანდორას კითხვებს".
სწავლის პროცესში მნიშვნელოვანია, რომ დავსვათ 4 ძირითადი კითხვა:
  1. რისი სწავლა ღირს? 
  2. რატომ არის ამის სწავლა რთული?
  3. ყველაზე კარგად როგორ შეიძლება ეს ვისწავლოთ?
  4. როგორ მიდის სწავლის პროცესი?
ამ კითხვებზე პასუხი უნდა იყოს მასწავლებლის სამოქმედო გეგმა კლასში. ყოველ თემას ამ 4 ძირითადი კითხვის ჭრილიდან უნდა მივუდგეთ, თუ გვსურს, რომ რეალური შედეგი მივიღოთ.
პანდორას კითხვებს ანუ როგორ ვასწავლოთ საუკეთსოდ, პერკინსი "თეორია ერთით" პასუხობს.

28.6.11

რჩევები მასწავლებელს

დევიდ პერკინსი – „რაც უფრო მეტი იციან მოსწავლეებმა ფიქრისა და სწავლის შესახებ, ანუ რაც უფრო მაღალია მათი მეტაკოგნიტური ცნობიერება, მით უფრო ეფექტურად სწავლობენ ისინი და უფრო მაღალ შედეგებს აღწევენ“.

  •       როცა ახალ მასალას ხსნით, იმავდროულად ასწავლეთ მოსწავლეებს, თუ როგორ ისწავლონ ეს მასალა.
  •       დროდადრო სთხოვეთ ბავშვებს, რომ ერთად, წყვილ–წყვილად ან პატარა ჯგუფებში იმეცადინონ.
  •       დაეხმარეთ მოსწავლეებს ახალი სტრატეგიების გამოყენებაში.  მიანიშნეთ, თუ როდის შეიძლება მისი გამოყენება.
  •       გააცანით მოსწავლეებს ახალი სტრატეგიები : ჩანაწერების გაკეთება, მასალის გადამუშავება, საკუთარი თავისთვის კითხვების დასმა და ა.შ.
  •       მოსწავლეებს მათთვის გასაგებ ენაზე აუხსენით, რატომ არის სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენება სასარგებლო.
  •      აღნიშნეთ ის გარემოებები, როცა გარკვეული სტრატეგიების გამოყენება განსაკუთრებით სასარგებლოა.
  •       მიეცით მოსწავლეებს საშუალება  თითოეული სტრატეგია სხვადასხვა კონტექსტში გამოიყენონ.
დევიდ პერკინსმა ეფექტური სწავლების 7 პრინციპი ჩამოაყალიბა: