სრულიად და სავსებით სინონიმური მნიშვნელობის ზმნიზედებია და ნიშნავს - მთლიანად, სულ. მაგრამ მათი გამოყენების არე განსხვავებულია. შეცდომები ხშირად გამოწვეულია იმით, რომ მოსწავლემ არ იცის თითოეული მათგანი რა შემთხვევაში გამოიყენება.
დავიმახსოვროთ:
სრულიად გამოიყენება უარყოფითი მნიშვნელობის სიტყვებთან და უარყოფით ნაწილაკებთან.
Showing posts with label სასარგებლო. Show all posts
Showing posts with label სასარგებლო. Show all posts
2.1.11
ანვითარებს თუ ავითარებს? ანსხვავებს თუ ასხვავებს?
ზმნისწინი ზმნას წინ დაერთვის და მიუთითებს მოქმედების მიმართულებას. მაგალითად, ა-ვიდა - აქ ა- ზმნისწინი მიუთითებს , რომ მოქმედება მოხდა ქვემოდან > ზემოთ, ანუ ვიღაცამ ქვემოდან ზემოთ განახორციელა მოქმედება.
ჩა-ვიდა - აქ ჩა- ზმნისწინი აღნიშნავს მიმართულებას ზევიდან > ქვევით,
შე-ვიდა- შე- გამოხატავს მოქმედების მიმართულებას გარედან >შიგნით და ა.შ.
ქართულ ენაში არის სამი ზმნისწინი , რომლებმაც დროთა განმავლობაში ფორმა იცვალეს.
ძველ ქართულში იყო _ აღ-(აღვიდა), გან- (განვიდა), წარ-(წარვიდა).
ახალ ქართულში არის_ ა-(ავიდა), გა-(გავიდა), წა-(წავიდა).

Subscribe to:
Posts (Atom)