- ბიჰევიორისტები მიიჩნევენ, რომ რამდენიმე რეფლექსის გამოკლებით, დაბადებისას ადამიანი „ტაბულა რაზას“ ანუ „სუფთა დაფას“ წარმოადგენს.
- გარემო ხელს უწყობს ადამიანის ხასიათისა და ქცევის თავისებურებების ჩამოყალიბებას.
- მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ მოსწავლის წარსული და აწმყო, მისი გარემო მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს მის ქცევაზე.
- მოსწავლეთა შინაგანი სამყაროს შესწავლა შეუძლებელია, ამიტომ ფსიქოლოგიური კვლევის საგანი ის მოვლენები უნდა იყოს, რომელთა დანახვა და ობიექტურად შესწავლაა შესაძლებელია: გარემო სტიმულები და მოსწავლეთა საპასუხო ქცევები.
- ბიჰევიორისტები სწავლას განმარტავენ, როგორც გამოცდილების შედეგად მიღებული ქცევის ცვლილებას.
- მოსწავლეები უფრო ეფექტურად სწავლობენ მაშინ, როცა სტიმული და საპასუხო ქცევა დროში თანმიმდევრულია. თუ გვსურს, რომ მოსწავლეებმა ორი მოვლენა (სტიმული და საპასუხო ქცევა) ერთმანეთს დაუკავშირონ, უნდა მოხდეს მათი თანხვედრა დროში.
- სწავლა დამოკიდებულია თვალსჩინო მოვლენების ასოციაციით დაკავშირებაზე.
Showing posts with label ტაბულა რაზა. Show all posts
Showing posts with label ტაბულა რაზა. Show all posts
30.6.11
ბიჰევიორიზმი
Subscribe to:
Posts (Atom)
