Showing posts with label მასლოუ. Show all posts
Showing posts with label მასლოუ. Show all posts

2.7.11

ჰუმანისტური თეორია (კარლ როჯერსი, აბრაჰამ მასლოუ)


ძირითადი პოსტულატები

  1.       ადამიანის ქცევა გარეგან სტიმულზე (გარემო რეალობაზე) უფრო მეტად სუბიექტურ გამოცდილებაზე (სუბიექტურ რეალობაზე) არის დამოკიდებული.
  2.       ადამიანს ბუნებრივი მიდრეკილება აქვს სიკეთისკენ, შემოქმედებისა და სიყვარულისკენ.
  3.       თვითრეალიზაციის ტენდენცია თანდაყოლილი უნარია, რომელიც აღზრდის შედეგად ყალიბდება. ის გულისხმობს ადამიანის განვითარებასა და საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენას.
  4.       პიროვნული ზრდა წინააღმდეგობების გადალახვის, პრობლემის გადაწყვეტის გამოცდილების შედეგია.

რჩევები მასწავლებელს


კარლ როჯერსი და აბრაჰამ მასლოუ
  1.       მასწავლებელი უნდა იყოს სწავლის ფასილიტატორი;
  2.      გულწრფელობა და რეალურობა ხელს უწყობს სწავლას;
  3.       დაფასება, კეთილგანწყობილი დამოკიდებულება, პატივისცემა და ნდობა ასევე უწყობს ხელს სწავლის პროცესს;
  4.     მასწავლებელმა უნდა მოუსმინოს მოსწავლეს, პასუხი გასცეს და რაგირება მოახდინოს მის ნათქვამზე;
  5.       ემპათია ხელს უწყობს სწავლას;
  6.       ჩამოთლილი ხელისშემწყობი ფაქტორები მოსწავლეებს უღვივებს თვითრეალიზაციისკენ სწრაფვას, უმაღლებს მოტივაციას.
  7.      სწავლის სურვილის გაღვივების შემთხვევაში მოსწავლე თავად წარმართავს  სწავლის პროცესს.

ჰუმანისტური თეორია


  1.       ჰუმანისტური თეორია ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ როგორ იძენენ ადამიანები ემოციებს, შეხედულებებს, ღირებულებებსა და სოციალურ უნარ–ჩვევებს.
  2. ჰუმანისტური ფსიქოლოგია აერთიანებს ბიჰევიორისტულ და ფსიქოანალიტიკურ მიდგომებს. 
ბიჰევიორისტული მიდგომის თანახმად, ადამიანის ქცევა გარეგანი სტიმულებით კონტროლირდება;
ფსიქოანალიტიკურ მიდგომას კი ადამიანის ქცევის ძირითად წარმმართველ ძალად შინაგანი, არაცნობიერი ძალები მიაჩნდა.
მასლოუ კი მიიჩნევს, რომ ადამიანის ქცევას ორივე, შინაგანი და გარეგანი, სტიმულები აკონტროლებენ. 
  1.     ჰუმანისტი ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ადამიანებს ბუნებრივი მიდრეკილება გააჩნიათ სიკეთისკენ, შემოქმედებისკენ, სიყვარულისკენ.
  2.       ადამიანის ქცევის ახსნისა და გაგებისთვის მნიშვნელოვანია სამყარო დავინახოთ მათი თვალით.
  3.       ყველაზე ცნობილი ჰუმანისტური თეორიებია – კარლ როჯერსის თეორია და აბრაჰამ მასლოუს მოთხოვნილებათა იერარქიის თეორია.
  4.       როჯერსის აზრით, ადამიანი, არსებითად, კარგი და კეთილი არსებაა