Showing posts with label მრავალმხრივი ინტელექტი. Show all posts
Showing posts with label მრავალმხრივი ინტელექტი. Show all posts

27.6.11

მრავალმხრივი ინტელექტის თეორია


1.      ინტელექტის (გონებრივი ნიჭის) მახასიათებლებია:
·         ინტელექტი არის ცოდნის დაუფლების ანუ სწავლის უნარი;
·         ინტელექტი არის ადრე შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების ახალ სიტუაციებში გამოყენების უნარი;
·         ინტელექტს გააჩნია ადაპტაციის უნარი.
2.     ფსიქოლოგთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ  „ადამიანის ინტელექტი და მის მიერვე ადრე შეძენილი ცოდნა განსხვავებული ცნებებია, თუმცა , ამავე დროს, ინტელექტუალური აზროვნება და ინტელექტუალური ქცევა დამოკიდებულია ადრე შეძენილ ცოდნაზე.“
>>> ინტელექტი არის ურყევი და უცვლელი თვისება; მისი შეცვლა შესაძლებელია სწავლისა და გამოცდილების საშუალებით.
3.    ზოგიერთი ფსიქოლოგი თვლის, რომ  „ ინტელექტი არის ერთი ზოგადი უნარი, რომელიც ყველა ადამიანს გარკვეულწილად გააჩნია და რომელსაც ისინი სხვადასხვა ამოცანის შესასრულებლადიყენებენ.“
4.     ჰოვარდ გარდნერი და ზოგი სხვა ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ „ ინტელექტი როდია უნარი, რომელიც ყველა ადამიანს გააჩნია, ინტელექტის სხვადასხვა ტიპი არსებობს; ადამიანებს შეიძლება სხვადსხვა სფეროშიუფრო მეტი ან ნაკლები ინტელექტი , ანუ გონებრივი უნარი გააჩნდეთ“.
5.      ჰოვარდ გარდნერი თვის, რომ ადამიანებს აქვთ სულ ცოტა 8 ერთმანეთისგან განსხვავებული უნარი, ანუ მრავალმხრივი ინტელექტი. ამას ემატება , ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში მეცხრე – ეგზისტენციალური ინტელექტი.გულისხმობს უნარს, იფიქროს, იაზროვნოს ფილოსოფიურ და სასულიერო საკითხებზე.

გარდნერის აზრით, ადამიანს შეიძლება გააჩნდეს: