ძირითადი პოსტულატები
- ადამიანის ქცევა გარეგან სტიმულზე (გარემო რეალობაზე) უფრო მეტად სუბიექტურ გამოცდილებაზე (სუბიექტურ რეალობაზე) არის დამოკიდებული.
- ადამიანს ბუნებრივი მიდრეკილება აქვს სიკეთისკენ, შემოქმედებისა და სიყვარულისკენ.
- თვითრეალიზაციის ტენდენცია თანდაყოლილი უნარია, რომელიც აღზრდის შედეგად ყალიბდება. ის გულისხმობს ადამიანის განვითარებასა და საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენას.
- პიროვნული ზრდა წინააღმდეგობების გადალახვის, პრობლემის გადაწყვეტის გამოცდილების შედეგია.







