Showing posts with label აკაკი წერეთელი. Show all posts
Showing posts with label აკაკი წერეთელი. Show all posts

17.10.10

პროექტი "აკაკი წერეთელი"

      განათლების სამინისტროს ინიციატივით საქართველოს  ზოგასაგანმანათლებლო სკოლებში ჩატარდება აკაკი წერეთლის 170–ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული. კვირეულის ამსახველი მასალის წარდგენისა და გამარჯვების შემთხვევაში, გაიცემა ფულადი პრიზი.
დადგენილია :
კვირეულის თარიღი: 25–29 ოქტომბერი, 2010 წელი
პრიზი: 3000 ლარი
დევიზი: "სჯობს მონობაში გადიდკაცებულს თავისუფლების ბრძოლაში მკვდარი". (??)

მცირე შენიშვნა დევიზთან დაკავშირებით:

რას ეწოდა აკაკი წერეთლის სახელი?


    პროექტის მიზანი: უნდა გააცნოთ მსმენელს, სად გვხვდება აკაკი წერეთლის სახელი ყოველდღიურ ცხოვრებაში, რას ეწოდება მისი სახელი (გამზირი, სკვერი, ქუჩა, მეტროპოლიტენის სადგური და სხვა)
    პროექტის შინაარსი: უნდა ვისაუბროთ თითოეული ამ ობიექტის შესახებ, როდის ეწოდა ა.წერეთლის სახელი,  როდის აშენდა, ვინ იყო ინიციატორი , რომ პოეტის სახელი მიენიჭებინათ.
  გამოსაყენებელი მასალა: პრეზენტაციის დიდი ნაწილი დაეთმობა სურათებს, შეგიძლიათ, მოიფიქროთ რამე დამატებით მასალა სიმღერის სახით, რომელიც ფონად დაედება სლაიდშოუს.   დაიხმარეთ ყველაზე დიდი საძიებო სისტემა GOOGLE და შეარჩიე , შენი აზრით,  საჭირო მასალა და სურათები.
 გეგმა:

ა.წერეთლის მოგზაურობა რაჭა–ლეჩხუმში


    პროექტის მიზანი: მსმენელს გავახსენოთ და ვესაუბროთ დოკუმენტურ ფილმზე, რომელიც ასახავს აკაკი წერეთლის მოგზაურობას რაჭა–ლეჩხუმში. იშვიათი გამონაკლისების გარდა, გასული საუკუნის  მწერლები თუ პოეტები არ არიან ფირზე დაფიქსირებულნი, ამდენად, ეს ფილმი საინტერესოა ორმაგად: კინემატოგრაფიის თვალსაზისით და აკაკი წერეთლის ცხოვრების შესწავლის თვალსაზრისითაც.
    პროექტის შინაარსი: პროექტში განხილული უნდა იყოს ფილმის შექმნის ისტორია, ვინ არის რეჟისორი, რომელ წელს დაიწყო გადაღება?  როგორ მიმდინარეობდა მუშაობა ფილმზე? რა როლი შეასრულა ამ ფილმმა და რა ადგილი უჭირავს ქართული კინემატიგრაფიის ისტორიაში?
  გამოსაყენებელი მასალა: სასურველია, სურათებით  მაინც  გავიცნოთ ფილმის რეჟისორი, გამოვიყენოთ ნაწყვეტები ფილმიდან, დაიხმარეთ ყველაზე დიდი საძიებო სისტემა GOOGLE და შეარჩიე , შენი აზრით,  საჭირო მასალა და სურათები.
გეგმა:

დიმიტრი ყიფიანი და "განთიადი"


   პროექტის მიზანი: მსმენელს უნდა გავახსენოთ და ვინც არ იცის, გავაცნოთ ადამიანი, რომელსაც მიუძღვნა ა.წერეთელმა ლექსი "განთიადი".
  პროექტის შინაარსი: ლექსს  საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს და სწორედ, ამ ისტორიაზე ვსაუბრობთ. განვიხილავთ ეპოქას, როდესაც მოღვაწეობდა დიმიტრი ყიფიანი. გარდა ამ მნიშვნელოვანი ფაქტისა, "განთიადი" შეიცავს სტროფებს, რომელიც ცნობილია, როგორც აკაკის ანდერძი.
 გამოსაყენებელი მასალა: გარდა ლექსისა, სასურველია, გამოვიყენოთ ა.წერეთლისა და დიმიტრი  ყიფიანის სურათები. საინტერესო იქნება,თუ მოვისმენთ კიდეც ამ ლექსზე შექმნილ სიმღერას. (შეარჩიე , სად უნდა ჩასვა სიმღერა, პრეზენტაციის რომელ ნაწილში), დაიხმარეთ ყველაზე დიდი საძიებო სისტემა GOOGLE და შეარჩიე, შენი აზრით,  საჭირო მასალა და სურათები.
 გეგმა:

ცნობილი სიმღერის უცნობი ავტორი


      პროექტის მიზანია გაახსენოს და გააცნოს მსმენელს ერთი ძალიან ცნობილი სიმღერის უცნობი ავტორი.
    პროექტის შინაარსი:    ა.წერეთლის "სულიკო" ძალიან ცნობილი და საყვარელი ლექსია ქართველთათვის. ამ ლექსზე მელოდიის შექმნამ კი ეს ლექსი ცნობილი და პოპულარული გახადა ძალიან ბევრ ქვეყანაში. სიმღერა სულიკოზე ერთგვარ სავიზიტო ბარათადაც კი იქცა უცხოელთათვის.
   გამოსაყენებელი მასალა: სასურველია პროექტში გამოყენებული იყოს სურათები, პორტრეტები აკაკისა და სიმღერის ავტორისა; საინტერესო იქნება პრეზენტაციას ფონად გაჰყვეს სიმღერა სულიკოზე. (ან პრეზენტაციის მანძილზე, როცა საჭიროდ ჩათვლით, მაშინ მოასმენინეთ მსმენელს). დაიხმარეთ ყველაზე დიდი საძიებო სისტემა GOOGLE და შეარჩიე შენი აზრით საჭირო მასალა და სურათები.
  გეგმა: