ანტონ I (1720–1788
წ.წ.)– ერისკაცობაში თეიმურაზ ბაგრატიონი,
ქართველი საეკლესიო და სახელმწიფო მოღვაწე, საქართველოს კათალიკოსი, მწერალი, მეცნიერი,
ვახტანგ VI–ის ძმის მეფე იესესა და ერეკლე I–ის ასულის
ელისაბედის ვაჟი.
თეიმურაზი მამის გარდაცვალების შემდეგ (1727 წლიდან) იზრდებოდა
თელავის სასახლეში თავის ბიძაშვილ ერეკლე I
I –თან ერთად. მის აღზრდაში მონაწილეობდა დავითგარეჯის წინამძღვარი არქიმანდრიტი
სპირიდონი. თეიმურაზმა მიიღო ფართო განათლება. მას დიდი საერო
სრულიად და სავსებით სინონიმური მნიშვნელობის ზმნიზედებია და ნიშნავს - მთლიანად, სულ. მაგრამ მათი გამოყენების არე განსხვავებულია. შეცდომები ხშირად გამოწვეულია იმით, რომ მოსწავლემ არ იცის თითოეული მათგანი რა შემთხვევაში გამოიყენება.
დავიმახსოვროთ:
სრულიად გამოიყენება უარყოფითი მნიშვნელობის სიტყვებთან და უარყოფით ნაწილაკებთან.
ზმნისწინი ზმნას წინ დაერთვის და მიუთითებს მოქმედების მიმართულებას. მაგალითად, ა-ვიდა - აქ ა- ზმნისწინი მიუთითებს , რომ მოქმედება მოხდა ქვემოდან > ზემოთ, ანუ ვიღაცამ ქვემოდან ზემოთ განახორციელა მოქმედება.
ჩა-ვიდა - აქ ჩა- ზმნისწინი აღნიშნავს მიმართულებას ზევიდან > ქვევით,
შე-ვიდა- შე- გამოხატავს მოქმედების მიმართულებას გარედან >შიგნით და ა.შ.
ქართულ ენაში არის სამი ზმნისწინი , რომლებმაც დროთა განმავლობაში ფორმა იცვალეს.
ძველ ქართულში იყო _ აღ-(აღვიდა), გან- (განვიდა), წარ-(წარვიდა).
ახალ ქართულში არის_ ა-(ავიდა), გა-(გავიდა), წა-(წავიდა).
უცხოური წარმოშობის ეს ორი სიტყვა – კამპანია და კომპანია
– ხშირად ერევათ ერთმანეთში. ორივე ნასესხებია ფრანგულიდან და ქართულში შემოსულია რუსულის
გზით.
კომპანია (ფრანგ. Compagnie)
არის სავაჭრო, სამრეწველო,
სატრანსპორტო ან სხვა სახის გაერთიანება, ამხანაგობა. მსგავსი სხვადასხვა სახის გაერთაიანებებია:
ფრიმა, კარტელი, სინდიკატი, ტრესტი. მაგალითად, „ამ ბოლო დროს საქართველოში მრავალი ფირმა და კომპანია გაიხსნა.“
·ფირმასა
თუ კომპანიაში შეამხანაგებულ პირებს კომპანიონები
ეწოდებათ.
უნდა ვთქვათ სიტყვა კომპანია(და არა კამპანია), როდესაც ვგულისხმობთ
ილიასიტყვის შერჩევის დროს ფრთხილად იქცეოდა, რამდენიმე ვარიანტს მოსინჯავდა ხოლმე და აკვირდებოდა, რომელი უფრო შეესაბამებოდა ხალხის ბუნებას. მაგალითად, რუსული право- ს შესატყვისად ილიას სხვადასხვა დროს ნახმარი აქვს უფლება, მართლიერება და რჯულიერება. საბოლოოდ დამკვიდრდა უფლება.
ილია საჭირო სიტყვას ჯერ ხალხის მეტყველებაში და ძველ ქართულ ტექსტებში ეძებდა, თუ იქ ვერ აღმოაჩენდა, თავად ქმნიდა.ქმნიდა დიდი სიფრთხილით ,
ენის ლექსიკური შემადგენლობა განუწყვეტლივ ივსება და მდიდრდება ახალი სიტყვებით, რომლებიც წარმოქმნილია ადრე არსებული სიტყვებისა და აფიქსების მეშვეობით, ან დიალექტებიდანაა შემოსული ან კიდევ სხვა ენებიდან ნასესხებია. ბევრი სიტყვა, რომელსაც დღეს ვიყენებთ უხსოვარ დროშია შემქნილი ან ნასესხები და ჩვენ არ ვიცით, ვინ მოიგონა ისინი , ვინ თქვა პირველად.
თუმცა არის სიტყვათა ისეთი ჯგუფი, რომელიც ახლო წარსულშია შემქნილი ან მივიწყებული იყო და მათ დამკვიდრებას შეუწყეს ხელი. ზოგიერთი ასეთი სიტყვის სალიტერატურო ენაში შემომტანი ცნობილია. სწორედ ასეთ სიტყვებზე
თუ გახსოვთ ვან გოგის "პატიმრები გასეირნების დროს"? ხო, აი, ეს სურათია, სტატიას რომ ახლავს. დღეს ეს სურათი შევუტანე მეცხრე კლასელებს, მცირე საუბრის შემდეგ დავალება გამოიკვეთა: შეურჩიეთ სათაური და დაწერე მოთხრობა, ჩანახატი, პუბლიცისტური წერილი, ესეი... მთავარია, გადმოსცეთ თქვენი ემოცია, რაც ამ სურათის ნახვის შემდეგ დაგეუფლათ! ქვემოთ მოცემულია ერთ–ერთი თემა, რომელიც ყველაზე მეტად მომეწონა.
და აი, კიდევ ერთი დღე, იგივე დღე, ისევ ის ფანჯარა, ისევ ის ხედი, ყვირილი, ცემა და... ისევ ვიღაც ახალი. ჩაკეტილი სივრცე, ჩაკეტილი ფიქრები, აზროვნება... ზედამხედველი , რომელიც დღედაღამ ყვირის, გვცემს და რატომ? მიწევს ყოველდღე პატარა, ოთხ კედელს შორის გამომწყვდეულ ეზოში წრეზე სეირნობა, ამით ვგრძნობ თავისუფლებას, იმდენად თავისუფლად ვერ ვარ– მე ხომ პატიმარი ვარ?! პატიმარი ჩაკეტილი, დამწყვდეული ფიქრებით , ჩემი გრძნობებით. ჰაერზე გასვლისას ვინ იცის, როგორი ბედნიერ ვარ, მაგრამ ამავდროულად უბედური. ისევ ის აგურებიანი კედელი, რომელსაც მოვალეობის მოხდის მიზნით ვუვლი წრეს, დამღლელია, მოსაბეზრებელი, მაგრამ მე ხომ პატიმარი ვარ?!
თუ გახსოვთ ვან გოგის "პატიმრები გასეირნების დროს"? ხო, აი, ეს სურათია, სტატიას რომ ახლავს. დღეს ეს სურათი შევუტანე მეცხრე კლასელებს, მცირე საუბრის შემდეგ დავალება გამოიკვეთა: შეურჩიეთ სათაური და დაწერე მოთხრობა, ჩანახატი, პუბლიცისტური წერილი, ესეი... მთავარია, გადმოსცეთ თქვენი ემოცია, რაც ამ სურათის ნახვის შემდეგ დაგეუფლათ! ქვემოთ მოცემულია ერთ–ერთი თემა, რომელიც ყველაზე მეტად მომეწონა.
გაისმა ყველასათვის სანატრელი ზარი. ზედამხედველებმა ყველა გარეთ გაგვიყვანეს. ეზო ციხისგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ ზემოთ ცა ჩანდა. დანარჩენი ისეთივეა, როგორიც ჩვენი საკნები. როგორც წესი, სასეირნოდ დილით გავდივართ ხოლმე, მზე ამოსული როცა არაა! მზე ყველას მონატრებული გვაქვს. საკნებს ფანჯრები არ აქვს. ეზოშიც დილით გავდივართ. მხოლოდ ერთი დღე, მზიანი დღე, ემთხვევა ჩვენს სეირნობას. მაშინ ყველას გვიხარია, ვივიწყებთ ჩვენს დარდს და პატარებივით დავრბივართ. მაგრამ გულის სიღრმეში ვიცით, რომ კიდევ ერთი წელი უნდა მოვიცადოთ შემდეგ მხიარულებამდე. ზედამხედველები ამ დღეს გულკეთილობას იჩენენ და მთელი დღე „გარეთ“ ვართ. ამ დღეს, როგორც სხვა ყველა დანარჩენს, დასასრული აქვს. გულდაწყვეტილები ვბრუნდებით „სახლში“ , მზარეული კი პიურესა და წყალს გვაძლევს.ვნაყრდებით და ჩამოვსხდებით რკინის საწოლებზე. ამ დროს მახსენდება ჩემი წინა ცხოვრება, ჩემი ცოლი, ცუგა და ბაბუა, რომელიც პატარაობისას ზღაპრებს მიყვებოდა, ნაცარქექიასა და კომბლეს კი არა, თავის გამოგონილს. ამ ფიქრებში ჩამეძინა. მოვხვდი სადღაც გვირაბში. თავიდან ვიფიქრე– მოვკვდი–თქო, მაგრამ სინათლე არსად იყო. დავდიოდი უაზროდ, ხან კედელს ვეჯახებოდი , ხან კი ძირს ვვარდებოდი. უცებ სინათლე გამოჩნდა, ეს არ იყო ღვთაებრივი , ეს იყო უბრალო მზის სხივი.
თუ გახსოვთ ვან გოგის "პატიმრები გასეირნების დროს"? ხო, აი, ეს სურათია, სტატიას რომ ახლავს. დღეს ეს სურათი შევუტანე მეცხრე კლასელებს, მცირე საუბრის შემდეგ დავალება გამოიკვეთა: შეურჩიეთ სათაური და დაწერე მოთხრობა, ჩანახატი, პუბლიცისტური წერილი, ესეი... მთავარია, გადმოსცეთ თქვენი ემოცია, რაც ამ სურათის ნახვის შემდეგ დაგეუფლათ! ქვემოთ მოცემულია ერთ–ერთი თემა, რომელიც ყველაზე მეტად მომეწონა.
"მეცამეტე წელი დაიწყო , თენდება, მეშინია, მცივა, მხვდება შოლტი... ერთი, ორი... მეწვის, ვტირი. ძაღლივით მიგდებენ გამხმარ პურს და ვტირი, მცივა. გალიაში მოქცეული ნაცრისფერი ფრინველი ვარ. მტვრის სურნელი, მტვრის გემო... ვტირი. მინდა სახლი, მხვდება შოლტი... ვუბრუნდები რეალობას, ვტირი. მენატრება მზე, ჰაერი, ბუნება და ოჯახი, მახსენდება მშობლები, მარტო ვარ!
ვხვდები, რა არის ცხოვრება და რაოდენ მნიშვნელოვანია ის. გალია პატარაა. ვგრძნობ, როგორ ვეზიზღები ამ კედლებს, ისინი ყოველი მხრიდან გარს მერტყმიან და შემზარავი გამოხედვით ნელ–ნელა მაქუცმაცებენ. ვტირი. ჩვენ აქ ვართ, როგორც ბინძური მღრღნელები ბნელ სოროში და შოლტები კატის კლანჭებივით გვხვდება. ჰაერზე შვიდწუთიანი სეირნობა მხოლოდ სათაგურია, ვგრძნობ პურის ნამცეცების გემოს, მაგრამ შვიდი წუთის შემდეგ „ბახ“ და დაჭერილი ხარ.ვტირი. ხშირად ვფიქრობ თვითმკვლელობაზე, ხშირად ვვარდები კრუნჩხვებში, ხშირად ვტირი. ცხარე ცრემლები ავარვარებული ლავის მსგავსად გადმოდის ჩემი თვალებიდან და ვარდება გაყინულ ბეტონზე. ვტირი.
სათაგურს შევეჩვიე ისევე, როგორც კატის ბრჭყალებს. პურის ნამცეცი მყოფნის, რადგან მეტის იმედი არც მაქვს. რად უნდა ნაცრისფერ ჩიტს ან თუნდაც ნაცრისფერ მღრღნელს მეტი, როდესაც აქვს მტვერი?! ვტირი! გავიდა ხანი, ვგრძნობ მღრღნელის ბოლო ამოსუნთქვის სიახლოვეს. ვტირი! მხვდება შოლტი, ერთი, ორი... ეჰ, შეკუმშული ვარ. ვტირი! ვტირი! ვტირი! სათაგურში ვარ დამწყვდეული , პურის ნამცეცის გემო შევიგრძენი, ბნელდება, ვკვდები, ვტირი, მიხარია!"
მოსწავლე არასოდეს კითხულობს თემებს კლასში, მხოლოდ მე მაქვს პრივილეგია გავეცნო მის ნაშრომს ჩემთვის, მივუწერო შენიშვნა და მოწონება ისე, რომ ამას სხვა ვერავინ ნახავს. ყოველთვის მიკვირს, რატომ არ კითხულობს იგი თავის თემებს, ის ხომ ასე კარგად წერს?! ასეა თუ ისე, ეს შესავალიც იმიტომ წავუმძღვარე რეცენზიას, რომ განეწყოთ, თქვენ ახლა იმას ნახავთ და გაიგებთ, რაც არ გინახავთ და არ გაგიგიათ. მისი თემები ყოველთვის გამოირჩევა, თვითონ ამბობს , რომ ვერ წერს თემებს კლასში: „ვერ დავწერ თემას კლასში, მომეცით სახლში“. თუმცა, მერწმუნეთ, კლასშიც კარგ თემებს წერს! სწავლობს კარგად, დავალებებს ასრულებს, ძირითადად, გულმოგინედ. „ვფიქრობ, სწავლის ძირი სულაც არ არის მწარე. თუ სწავლა არ გინდა და ზიხარ უგულოდ, მოვალეობის მოხდის მიზნით, ამ დროს სწავლა, მართლაც, მწარეა, ხოლო, როცა ინტერესით სწავლობ, ეს სულ სხვა რამაა.“ მის თემებს ყოველთვის ეტყობა გულითაა ის დაწერილი თუ უგულოდ. „შენი აზრით, როგორი ვიქნები მე?“ – ამ კითხვას ერთგან სვამს თავად ავტორი, ვეცდები, სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინც გავიცნოთ ეს მოსწავლე თავისი ფიქრით, ტკივილით, იმედით, სიხარულით, „სიგიჟეებითა“ (როგორც თვითონ უწოდებს, მე კი ამას „ახალგაზრდობას“ დავარქმევდი) და სიყვარულით. მისი თხზულებები გამოირჩევა მრავალფეროვნებით, ეხება ბევრ თემას და უყურადღებოდ არ ტოვებს არაფერს. თბილისზე საუბრისას არ ავიწყდება კოლორიტების გახსენება, მეეზოვებისა და ტაქსისტების გარეშე თბილისს რა ხიბლი აქვს?! საუბრობს ქალაქზე ისევე, როგორც სხვა თემაზე, თ ბ ი ლ ა დ! • „ტაქსის მძღოლებს უყვართ თავის თავზე ამბების მოყოლა (ოღონდ არა ნამდვილი ამბების), ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თავისი გამოგონილი ამბებით ართობენ მგზავრებს. მგზავრიც ხითხითით უხდის ფულს. იცის, რომ ყველაფერი მოგონილია. კი, მაგრამ, ამ ამბის მოგონებასაც ხომ უნდა ნიჭი?!“ – ამ გახსენების გარეშე თემა თბილისზე არასარულფასოვანი იქნებოდა.(დააწკაპუნე)
„X-მა რომ მოინდომოს, მეტს შეძლებსო“ (ხალხური სიბრძნე)
ძალიან ჭკვიანი და საინტერესო ადამიანის შემოქმედებაზე ვსაუბრობთ ახლა, ადამიანისა, რომელიც ხედავს ყველაფერს ლამაზს და აფასებს ჯეროვნად. X განწყობის ადამიანია, თუ არ უნდა ვერაფერი აიძულებს, რომ დავალება შეასრულოს, რაც არ არის კარგი და ეს თავადაც იცის. ხომ იცი?! მოსწავლის თემები გამოირჩევა მხიარული, იუმორით გაჯერებული პასაჟებით. მაგალითად,
ერთი ძალიან გაბედული თხოვნა და ეს რვეული ჩემთან აღმოჩნდა.
თხოვნა: „ამ რვეულში საკმაოდ ბევრი კარგი თემაა და ალბათ, მოგეწონებათ.“ (X)
მასწავლებელი – მე
მოსწავლე – X
თხოვნა – ძველი თემების წაკითხვა, მას მე გაბედული ვუწოდე და ახლავე ავხსნი, რატომ? იმიტომ, რომ ამ რვეულში ბევრი შეცდომაა (ისევე, როგორც ნებისმიერი მოსწავლის რვეულში, რომელიც საკუთარ თავს ეძებს და სწავლობს), X არ მოერიდა ამ შეცდომების ჩემთვის ჩვენებას.
ვფიქრობ იმწამსვე : „ეტყობა, მართლაც, კარგი თემები აქვს დაწერილი.“ !!!
დაპირება: „წავიკითხავ და ჩემს აზრსაც გეტყვი“. რთულია!
რთულია, მოითმინო სახლამდე, ტრანსპორტშივე გადავშალე და ისე გამიტაცა, კინაღამ გავცდი ჩემს გაჩერებას....
ერთი თხოვნა მაქვს, ბოლომდე ჩავიკითხოთ აქ დაწერილი, მით უფრო , რომ ძალიან საინტერესო ადამიანის აზრებზე გიყვებით. იგი ჭკვიანი ადამიანია, მოვლენებს ხედავს განსხვავებული კუთხით, გაოცებს აზროვნების სტილით. წარმოდგენილია ბევრი საინტერესო თხზულება. ავტორს აქვს გადმოცემის განსხვავებული სტილი. ერთადერთი, აბზაცები არ უყვარს! სურს, რომ მისი ნაწერი კომპაქტური და შეკუმშული იყოს, ალბათ, ამაშიც თავისებური ხიბლია. შთამბეჭდავი მსჯელობაა მოცემული ქართულ ლიტერატურაზე. სხვაგვარად რვეულს შეგვიძლია ვუწოდოთ „ფიქრები ქართულ ლიტერატურაზე.“ აქ ნახავთ ავტორის აზრს ვარსქენსა და შუშანიკზე, „ვეფხისტყაოსნის“ გმირებზე, ილია ჭავჭავაძეზე, ნიკოლოზ ბარათაშვილზე და კიდევ მრავალ მწერალსა თუ პოეტზე. თემებში ხშირად წააწყდებით სიტყვებს, რომლებსაც , როგორც წესი, ამ ასაკის ადამიანები არ იყენებენ. ნიძლავი მზადაა: თუ ნახავთ
შევთანხმდეთ, რომ განსჯის მიღმა დავინახავთ საოცარი იუმორის მქონე ადამიანს. მოსწავლის რვეულს სხვაგვარად შეგვიძლია დავარქვათ: „30 სიტყვიანი თემები“, ან „განსჯა 30 სიტყვაში“, რადგან მისი არც ერთი თემა არ აჭარბებს მითითებულ ლიმიტს. მაგრამ ამ 30 სიტყვაში ჩატეულია აზრი, მსჯელობა, ახალი პერსონაჟები ხასიათით და ქცევით. ამასაც ხომ უნდა ნიჭი?!
დავიწყოთ პერსონაჟებით, ავტორი გამოირჩევა კოლორიტი პერსონაჟების შექმნით. გადაავლეთ თვალი გალერეას: შანელა, მუმლი, მიხელიე –ავტორი პოემისა „სირაქლემა გაიქცა“, დურმიშხან ლემონჯავა, არმენჯანი, ზინა და კიდევ ბევრი ეპიზოდური როლის შემსრულებელი.
მოსწავლე ყოველთვის გამოირჩევა ორიგინალური ხედვით, უფრო მეტი ენთუზიაზმით წერს თავისუფალ თემებს და ეს კარგადაც გამოსდის.
თუმცა აქვე არ შემიძლია, რომ არ აღვნიშნო: მოსწავლე უფრო მეტი პასუხისმგებლობით რომ მოიქცეს, დაძლიოს სიზარმაცე და მეტი სერიოზულობა გამოიჩინოს, უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს.
რას არ შეხვდებით მის რვეულში?! გთავაზობთ „მარგალიტებს“ :
ქართულ ენაში უცხო ენებიდან ძალიან ბევრი სიტყვაა შემოსული და დამკვიდრებული, ზოგიერთი სიტყვა ჩვენ თვალწინ იკიდებს ფეხს. იმისათვის, რომ არ დავუშვათ შეცდომები მეტყველების თუ წერის დროს, უნდა ვიცოდეთ რამდენიმე წესი. თუმცა აქვე აღვნიშნავთ, რომ ხშირად გვხვდება გამონაკლისიც. ჯერ დავიმახსოვროთ წესი და შემდეგ – გამონაკლისებს.
1. უცხო ენიდან შემოსულ სიტყვათა ერთ რიგს დედანში ჰ აქვს, მაგრამ ზოგჯერ შეცდომით (რუსულის გავლენით) გ–ს ხმარობენ, რაც დაუშვებელია.
·ბეჰემოთი (და არა ბეგემოტი)
·ჰალუცინაცია (და არა გალუცინაცია)
·ჰარმონია
(და არა გარმონია)
·ჰიპნოზი (და არა გიპნოზი)
·ჰემოგლობინი (და არა გემოგლობინი)
·ჰერკულესი (და არა გერკულესი)
·ჰექტარი (და არა გექტარი)
2. ასევე შეცდომით და რუსულის გავლენით თ– ს ნაცვლად ტ გვხვდება. (....)