ძირითადი პოსტულატები
- სწავლის კონსტრუქტივისტული თეორიები სწავლას განსაზღვრავენ, როგორც გამოცდილებიდან ცოდნის აგების პროცესს.
- თანამედროვე კონსტრუქტივისტული აზროვნება ეფუძნება პიაჟესა და ვიგოტსკის ნაშრომებს.
- კონსტრუქტივისტული თეორიის მიხედვით, მოსწავლემ თვითონ უნდა ააგოს ცოდნა გონებაში. მასწავლებელი მხოლოდ ეხმარება მოსწავლეს ცოდნის აგებაში. ამდენად, კონსტრუქტივისტულ აზროვნებაში ძალიან მნიშვნელოვანია სკალფოლდინგი.
4. მოსწავლე სწავლის პროცესის აქტიური მონაწილეა და არა ინფორმაციის პასიური მიმღები.