ქართულ ფოლკლორში მრავალი ლექსია შექმნილი ვაჟკაცის სადიდებლად. ოდითგავე არსებობდა ტერმინი „კაი ყმა“ და სწორედ ამგვარი ვაჟკაცის სადიდებლად შექმნილა არა ერთი ლექსი თუ ზღაპარი.
კარგ ყმად ითვლებოდა ის, ვინც “ მტერს მტრობას გაუწევდა“; ის, ვინც მტერს წინ მიეგებებოდა და რისხვას დაატეხდა; არ შეიმჩნევდა ტკივილს, თავზარს დასცემდა სიკვდილს , ბრძოლის ველზე პირველი მივიდოდა და ბოლო წამოვიდოდა; საჩუქრებს არ დახარბდებოდა; ფხიზლად იქნებოდა მაშინ, როცა სხვას მშვიდად ეძინებოდა; ცდუნება არ დასძალავდა, უსამართლობას ხმალაწვდილი შეებრძოლებოდა; იქნებოდა თავმდაბალი; ყოველგვარ პატივს სახელის მოხვეჭას ამჯობინებდა; და თავის ქვეყნისთვის მზე იქნებოდა – ეს თვისებები უნდა ახასიათებდეს კაი ყმას
ჩამოთვლილი თვისებების უმეტესობა ახასიათებთ „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟებს:
Showing posts with label პროექტი. Show all posts
Showing posts with label პროექტი. Show all posts
24.11.10
პროექტი - „კაი ყმა“ (ზარმაცის, მაგრამ ნიჭიერის ნაშრომი)
● შესავალი
კარგ
ყმაზე, ანუ ვაჟკაცზე უამრავი ნაწარმოები გვხვდება ქართულ ფოლკლორში, რადგან ეს
თემა ქართულ რეალობაში ყოველთვის აქტუალური იყო. ასეთ გმირებს რამდენიმე თვისება ახასიათებდათ,
მათ შორის სიმამაცე, შეუპოვრობა ბრძოლის ჟინი, თავდადება და ა.შ. ეს ეპითეტები
ფართოდ გვხვდება „ვეფხისტყაოსანში“.
ზ.
კიკნაძის აზრით, ტერმინი „კაი ყმა“ ოდითგანვე არსებობდა ქართულ ცნობიერებაში,
23.11.10
”კაი ყმა” (პროექტი)
ავტორი: X კლასელი (ექსტრემალი) ქართულ ფოლკლორში მრავალი ლექსი, მოთხრობა თუ პოემა აქებს და ადიდებს კაი ყმას, ანუ ვაჟკაცს, რაინდს, მამაცს, ძლიერს და გამბედავს – ამ ყველაფერს ერთ ადამიანში გაერთიანებულს. რკინის გული, შევარდნის მუხლი, ქორის თვალი, შეუპოვარი, ძლიერი, ჟინიანი -აი, ის თვისებები, რომლებიც აუცილებლად უნდა ახასიათებდეს ქართველ კაი ყმას. ქართულ მოთხრობებში კაი ყმა ყოველთვის საუკეთესო თვისებებით გამოირჩეოდა.
ნ.ნათაძის აზრით, რაინდობა ფეოდალური კულტურის ერთ-ერთი თანმდევი კულტურაა, რომელიც განსაკუთრებით საქართველოში და ევროპაში იკვეთება. რაინდს ჰმართებდა არა მარტო სამხედრო სამსახური, არამედ საგმირო საქმეები, გასაჭირში ჩავარდნილის დახმარება და სახელის ძიება (არა სიმდიდრის).
Subscribe to:
Posts (Atom)

