Showing posts with label აუცილებელი. Show all posts
Showing posts with label აუცილებელი. Show all posts

22.4.10

უცხო ენათა ბგერების გადმოღების ზოგიერთი წესის შესახებ


         ქართულ ენაში უცხო ენებიდან ძალიან ბევრი სიტყვაა შემოსული და დამკვიდრებული, ზოგიერთი სიტყვა ჩვენ თვალწინ იკიდებს ფეხს. იმისათვის, რომ არ დავუშვათ შეცდომები მეტყველების თუ წერის დროს, უნდა ვიცოდეთ რამდენიმე წესი. თუმცა აქვე აღვნიშნავთ, რომ ხშირად გვხვდება გამონაკლისიც. ჯერ დავიმახსოვროთ წესი და შემდეგ – გამონაკლისებს.
   1. უცხო ენიდან შემოსულ სიტყვათა ერთ რიგს დედანში ჰ აქვს, მაგრამ ზოგჯერ შეცდომით (რუსულის გავლენით) გ–ს ხმარობენ, რაც დაუშვებელია.
·         ბეჰემოთი          (და არა ბეგემოტი)
·         ჰალუცინაცია   (და არა გალუცინაცია)
·         ჰარმონია           
        (და არა   გარმონია)                             
·         ჰიპნოზი             (და არა გიპნოზი)
·         ჰემოგლობინი  (და არა გემოგლობინი)
·         ჰერკულესი        (და არა გერკულესი)
·         ჰექტარი              (და არა გექტარი)
    2. ასევე შეცდომით და რუსულის გავლენით  თ– ს  ნაცვლად   ტ   გვხვდება. (....)

9.4.10

ვდგევარ თუ ვდგავარ? ვგევარ თუ ვგავარ? ვყევარ თუ ვყავარ?


              ვდგავარ, ვყავარ, ვგავარ – მდგომარეობის აღმნიშვნელი ზმნებია. I  და II პირში ეს ზმნები საჭიროებენ  ვარ და  ხარ  მეშველ ზმნებს.  ჩამოთვლილ ფორმებში მეშველი ზმნები წარმოდგენილია:  
I პირი         II პირი       III პირი   
ვდგა–ვარ        დგა–ხარ          დგა–ს   –  მესამე პირში კი 
ვგა–ვარ         ჰგავ–ხარ           ჰგავ–ს  –  მარტივი
ვყა–ვარ           ჰყავ–ხარ         ჰყავ–ს–    ფორმები გვაქვს
       დავაკვირდეთ ზმნებს,ფუძეში სამივე პირში წარმოდგენილია    ხმოვანი  –ა–. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ პარალელური შეცდომითი ფორმები გაჩნდა მხოლოდ                     I  და II  პირში (ვდგევარ, დგეხარ, ვყევარ, ჰყევხარ, ვგევარ, ჰგევხარ), ხოლო III პირში მსგავსი შეცდომა არ წარმოშობილა.
       საინტერესოა, საიდან მივიღეთ უმართებულო ფორმები. ამის მიზეზია ანალოგია.(უფრო მეტი)

31.3.10

როგორ ვასწავლოთ VI კლასში "ჩირიკი და ჩიკოტელა"? ( II ნაწილი)

           ყურადღება უნდა მივაქციოთ ასევე იმ ხალხურ გამონათქვამებს, რომლებიც თავისებურ ელფერს აძლევს მოთხრობას. ამ გამონათქვამებთან დაკავშირებით შესაძლოა შეირჩეს "პატარა მსჯელობის" ან "საინტერესო დისკუსიის" გამათვის გზები.
       გამონათქვამის გააზრების პარალელურად მოსწავლის ყურადღებას მივმართავთ იმისაკენ, თუ რომელ პერსონაჟზეა ნათქვამი მსგავსი რამ. ეს კი ხელს უწყობს ხალხური სიბრძნის და სხარტი გამოთქმების გააზრების კვალდაკვალ, პერსონაჟთა დასახასიათებლად ნიადაგის შემზადებას. ამ ტიპის გამონათქვამებად მივიჩნიე და მოსწავლეების სააანალიზოდ შევარჩიე შემდეგი : ....

29.3.10

სწორად თუ სწორედ?


   სწორად  და  სწორედ სიტყვებს ერთი ასო განასხვავებს. ორივე ეს ფორმა ერთი და იმავე ფუძისაგან არის ნაწარმოები,  ორივე მათგანი მართებული ფორმაა, შეგვიძლია მათი გამოყენება , მხოლოდ თავ–თავის ადგილას: ერთის ნაცვლად მეორეს ვერ ვიხმართ და –პირიქით.
        სწორად  სიტყვა ნაწარმოებია ზედსართავი სახელისაგან– სწორი, რომელსაც დაესმის კითხვა: როგორი? სწორად სიტყვას სამი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს:
1. პირდაპირ (მაგ.: სულ სწორად იარეთ, არ გადაუხვიოთ  და გამოჩნდება ჩვენი სკოლა).
2. მართებულად, უშეცდომოდ (მაგ.:ტესტი სწორად მხოლოდ ერთმა მოსწავლემ დაწერა).
3. ტოლად, თანაბრად (მაგ.: "ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების").
ამრიგად, სწორად = ტოლად, თანაბრად; პირდაპირ;მართებულად, უშეცდომოდ.
      სწორედ  სიტყვის ამოსავალია დღეს დიალექტურ ფორმად

19.3.10

CV

       ალბათ, რამდენჯერ გვსმენია, რომ ჩვენი ოჯახის წევრი თუ მეგობარი წერს CV-ს. ვიცით, რა არის CV? როგორ იწერება და საერთოდ, რა საჭიროა  CV–ს დაწერა? 
    CV არის ლათინური სიტყვების Curriculum Vitae–ს პირველი ასოები. Curriculum Vitae ნიშნავს "ცხოვრების გზას".  ჩვენი ცხოვრების გზა სხვადასხვა კუთხით, სხვასდასხვა დროს და სხვადასხვა მიზნით  შეიძლება გახდეს საინტერესო.  ასეთ დროს კი ვწერთ ავტობიოგრაფიას.
    სიტყვა ავტობიოგრაფიის შემადგენელი პირველი ნაწილი არის სიტყვა ავტო, რაც შეესატყვისება ქართულ ნაცვალსახელებს –თავისი, თვით. ავტო სიტყვის მონაწილეობით ქართულში არაერთი სიტყვაა შედგენილი. გაიხსენეთ, თუნდაც, ავტოგრაფი (საკუთარი ხელმოწერა), ავტოპორტრეტი (მხატვრის მიერ შესრულებული საკუთარი პორტრეტი) ....
     ავტობიოგრაფია– საკუთარი ბიოგრაფიაა, ამიტომ სრულიად გაუმართლებელია ამ