Showing posts with label შეფასება. Show all posts
Showing posts with label შეფასება. Show all posts

5.7.11

"სენდვიჩის მეთოდი"

 ეს მეთოდი შეგვიძლია გამოვიყენოთ მოსწავლეთა სიტყვიერი შეფასების დროს.
რატომ ჰქვია  ამ მეთოდს ასე?
სენდვიჩი შედგება ორი პურის ნაჭრისა და შუაში განთავსებული ხორცისაგან. კომენტარის აგებულებაც ასეთივე უნდა იყოს. (შეგვიძლია, სხვაგვარად "2+1" მეთოდი ვუწოდოთ, სადაც  2 –კომპლიმენტი, ქებაა, ხოლო 1– რჩევა, შენიშვნა)
პური = კომენტარის გაკეთებისას პირველ რიგში უნდა ვუთხრათ დადებითი შეფასება, კომპლიმენტი,
ხორცი = შემდეგ მოვაყოლოთ რჩევა, შენიშვნა, კრიტიკა,
პური = დაბოლოს, – ისევ კომპლიმენტი.
მაგალითად, მოსწავლის თხზულების წაკითხვის შემდეგ მასწავლებელი ეუბნება მოსწავლეს: "ყოჩაღ, რომ გაგახსენდა და დავალება შეასრულე, (პური). თუმცა რამდენიმე საკითხის გამეორება მოგვიწევს და პირველ რიგში , ეს შეეხება შემასმენლისა და ქვემდებარის შეთანხმებას რიცხვში (ხორცი). ძალიან საინტერესო მოსაზრებებს აყალიბებ შენს თხზულებაში და აუცილებლად გავაცნოთ კლასსაც, კარგი? (პური)"
იმავე მეთოდით შეფასების გაკეთება შეგიძლიათ, დაავალოთ მოსწავლეებსაც. ამისთვის კი უნდა განუმარტოთ შეფასების სტრუქტურა. დაუხატეთ დაფაზე სენდვიჩი და აუხსენით, რომელი ნაწილი რას მიანიშნებს. მოსწავლეები მიეჩვევიან თანაკლასელისთვის როგორც ნეგატიური , ასევე პოზიტიური  კომენტარის თქმას.
"სენდვიჩის მეთოდით" ერთმანეთის შეფასება ძალიან ახალისებს ბავშვებს. ცდილობენ კლასელის ნაშრომში როგორც უარყოფითი , ასევე დადებითი მხარეების აღმოჩენას.

3.7.11

ბენჯამენ ბლუმი – განათლების მიზნების ტაქსონომია

  1.     ბენჯამენ ბლუმმა შექმნა სწავლის მიზნებისა და სწავლების შედეგების ისეთი სისტემა, რომელიც გამოდგება სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და ობიექტური შეფასებისთვის. ეს სისტემა „ბლუმის ტაქსონომიის“  სახელითაა ცნობილი.
  2.       ტაქსონომია არის კლასიფიკაციის პრინციპების საფუძველზე ჯგუფების, კატეგორიების გამოყოფის სისტემა.
  3.     ბლუმის ტაქსონომია იძლევა დეტალურ სტრუქტურას სწავლების დაგეგმვის, სასწავლო მეთოდებისა და ტრენინგის ეფექტური შეფასებისთვის.
  4.     ბლუმის ტაქსონომიის კოგნიტური ანუ შემეცნებითი სფერო მოიცავს 6 დონეს. ეს 6 დონე შეესაბამება აზროვნების, ინტელექტუალური მოქმედებების განსხვავებულ დონეებს მარტივიდან რთულისკენ.
I დონე – ცოდნა.

3.3.11

მითამ ესეც რეცენზიაა

მეათეკლასელის  რეცენზია  სპექტაკლისა "მგზავრის წერილები" (სტილი დაცულია)


       შაბათს, 7 საათზე, "კაცია–ადამიანზე" წავედით. უკაცრავად, შემეშალა! მინდოდა, მეთქვა– "მგზავრის წერილებზეო", მაგრამ ძნელია, გაარჩიო ეს ორი ნაწარმოები ერთმანეთისგან, თუ მარჯანიშვილის თეატრში წახვალთ. პირველი მოქმედება ხომ , თითქმის, "კაცია–ადამიანის"ნაწყვეტებს ეხება, სადაც ახალგაზრდა, "ჯინსების თაობის" უკაცრავად და, უნიჭო, მსახიობები თამაშობენ.