Showing posts with label მინიპოსტები. Show all posts
Showing posts with label მინიპოსტები. Show all posts

27.6.12

მინიპოსტი ხანმეტობაზე

 ძველი ქართული ტექსტები სამგვარია: ხანმეტი, ჰაემეტი და სანნარევი.
ხანმეტობა.ხანმეტია ძეგლი, რომელშიც ხ– პრეფიქსი იხმარება რამდენიმე პოზიციაში:

  1. სუბიექტური მეორე პირის ნიშნად; (ხჭამ)
  2. ობიექტური მესამე პირის ნიშნად  (შეხუაბთ);
  3. ზედსართავი სახელი უფროობითი ხარისხის ფორმებში (ხუდიდჱსი, ხუფროჲსი);
  4. ი– და ე– პრეფიქსიანი ვნებითის ფორმებში. 
ხანმეტია შემდეგი ეპიგრაფიკული ძეგლები:
  • ბოლნისის სამი წარწერა (V ს–ის მიწურული);
  • უკანგორის ორი წარწერა (VI ს–ის დასაწყისი);
  • მცხეთის ჯვრის დემეტრე ჳპატოსის წარწერა (VI ს–ის მიწურული).
ტერმინი "ხანმეტი" პირველად გვხვდება გიორგი მთაწმიდლის მიერ XI ს–ში თარგმნილი სახარების ანდერძში. (გიორგი მთაწმინდელი აღნიშნავს, რომ ყველაფერი ზედმიწევნით, სრულად თარგმნილია "ხანმეტიცა და საბაწმინდურიცა".)
ხანმეტი ტექსტები უმეტესად პალიმფსესტებია და V-VIII ს.ს. თარიღდება. ასეთი ტექსტებია ლექციონარში, რომელიც ერთადერთი ხელნაწერია, რომლის ტექსტმა ჩვენამდე გადაურეცხავად მოაღწია.

ჰაემეტობა. 
VII-VIII ს.ს.–ს ხელნაწერებში ჰაე რეალიზდება ყველა იმ პოზიციაში, სადაც ხანმეტობის დროს გვქონდა ხ–. ამიტომ ამგვარ ხელნაწერებს ჰაემეტს უწოდებენ, ხოლო მოვლენას ჰაემეტობას. 
პირველი ჰაემეტი ძეგლია წყისის წარწერა ("აღჰუმართე"), თარიღდება 616–619 წლებით. 
ასევე ჰაემეტია VIII ს.–ის II ნახევრის ჰაემეტი ლექციონარი.

სანნარევი.
IX ს–დან ჰ–დაიკარგა ხმოვნების წინა პოზზიციაში, 
დ,თ,ტ,ძც,წ თანხმოვნების წინ გაჩნდა ს–.
ჯ,ჩ,ჭ თანხმოვნების წინ კი – შ–.


5.7.11

"თეორია ერთი"

დევიდ პერკინსი გვთავაზობს "პანდორას კითხვებს", ეს კითხვები გვეხმარება განათლების მიზნების მიღწევაში. კითხვას, როგორ ვასწავლოთ საუკეთესოდ, პერკინსი "თეორია ერთით" პასუხობს.
 ამ თეორიის მიხედვით, იმისთვის, რომ მოსწავლეებმა კარგად ისწავლონ, საჭიროა:
  1. მივაწოდოთ ინფორმაცია ნათლად და გასაგებად.
  2. გავაკეთებინოთ ისეთი სავარჯიშოები, რომელიც მათ ამ ინფორმაციის კარგად გაგებაში დაეხმარება.
  3. რჩევებითა და კომენტარებით მივაწოდოთ ინფორმაციული შეფასება;
  4. ვიზრუნოთ ბავშვის შინაგანი და გარეგანი მოტივაციის ამაღლებაზე.

"პანდორას კითხვები"

 განათლების მიზანი მოსწავლეთათვის ცოდნის გადაცემა, ინფორმაციის გადამუშავება და შესწავლილის პრაქტიკაში  გამოყენების უნარ–ჩვევების სწავლებაა. ამ სამი მიზნის მიღწევა მაშინაა შესაძლებელი, როცა მოსწავლეები ფიქრობენ იმაზე, რასაც სწავლობენ.
დევიდ პერკინსი აზრით, ცოდნას ბავშვები მაშინ იღებენ, როცა სწავლის პროცესში შესაძენი ცოდნის არსზე ფიქრობენ. ამის მისაღწევად კი პერკინსი გვთავაზობს "პანდორას კითხვებს".
სწავლის პროცესში მნიშვნელოვანია, რომ დავსვათ 4 ძირითადი კითხვა:
  1. რისი სწავლა ღირს? 
  2. რატომ არის ამის სწავლა რთული?
  3. ყველაზე კარგად როგორ შეიძლება ეს ვისწავლოთ?
  4. როგორ მიდის სწავლის პროცესი?
ამ კითხვებზე პასუხი უნდა იყოს მასწავლებლის სამოქმედო გეგმა კლასში. ყოველ თემას ამ 4 ძირითადი კითხვის ჭრილიდან უნდა მივუდგეთ, თუ გვსურს, რომ რეალური შედეგი მივიღოთ.
პანდორას კითხვებს ანუ როგორ ვასწავლოთ საუკეთსოდ, პერკინსი "თეორია ერთით" პასუხობს.

"სენდვიჩის მეთოდი"

 ეს მეთოდი შეგვიძლია გამოვიყენოთ მოსწავლეთა სიტყვიერი შეფასების დროს.
რატომ ჰქვია  ამ მეთოდს ასე?
სენდვიჩი შედგება ორი პურის ნაჭრისა და შუაში განთავსებული ხორცისაგან. კომენტარის აგებულებაც ასეთივე უნდა იყოს. (შეგვიძლია, სხვაგვარად "2+1" მეთოდი ვუწოდოთ, სადაც  2 –კომპლიმენტი, ქებაა, ხოლო 1– რჩევა, შენიშვნა)
პური = კომენტარის გაკეთებისას პირველ რიგში უნდა ვუთხრათ დადებითი შეფასება, კომპლიმენტი,
ხორცი = შემდეგ მოვაყოლოთ რჩევა, შენიშვნა, კრიტიკა,
პური = დაბოლოს, – ისევ კომპლიმენტი.
მაგალითად, მოსწავლის თხზულების წაკითხვის შემდეგ მასწავლებელი ეუბნება მოსწავლეს: "ყოჩაღ, რომ გაგახსენდა და დავალება შეასრულე, (პური). თუმცა რამდენიმე საკითხის გამეორება მოგვიწევს და პირველ რიგში , ეს შეეხება შემასმენლისა და ქვემდებარის შეთანხმებას რიცხვში (ხორცი). ძალიან საინტერესო მოსაზრებებს აყალიბებ შენს თხზულებაში და აუცილებლად გავაცნოთ კლასსაც, კარგი? (პური)"
იმავე მეთოდით შეფასების გაკეთება შეგიძლიათ, დაავალოთ მოსწავლეებსაც. ამისთვის კი უნდა განუმარტოთ შეფასების სტრუქტურა. დაუხატეთ დაფაზე სენდვიჩი და აუხსენით, რომელი ნაწილი რას მიანიშნებს. მოსწავლეები მიეჩვევიან თანაკლასელისთვის როგორც ნეგატიური , ასევე პოზიტიური  კომენტარის თქმას.
"სენდვიჩის მეთოდით" ერთმანეთის შეფასება ძალიან ახალისებს ბავშვებს. ცდილობენ კლასელის ნაშრომში როგორც უარყოფითი , ასევე დადებითი მხარეების აღმოჩენას.

"კორნელის გრაფა"

 ნამდვილად არ ვიცი, ამ სტრატეგიას რატომ ჰქვია "კორნელის გრაფა". 
ვინ იყო კორნელი? 
თუ ვინმეს ეცოდინება პასუხი და კომენტარებში დაწერს, ხომ ძალიან კარგი. 

ამჯერად უნდა ვისაუბროთ სტრატეგიაზე, რომელსაც აქტიური კითხვის მეთოდთან ერთად ვიყენებთ.
მასწავლებლის მოთხოვნა 1 : მოსწავლეებს სთხოვს, გადახედონ დასამუშავებელ მასალას.
მასწავლებლის მოთხოვნა 2: მოსწავლეებმა უნდა დაუსვან საკუთარ თავს კითხვები– "რა ვიცი მოცემული საკითხის შესახებ?", "რისი სწავლისა და გაგების იმედი მაქვს ტექსტის წაკითხვის შემდეგ?"
მასწავლებლის მოთხოვნა 3: მოსწავლეებმა უნდა ჩაინიშნონ თავისი პასუხები "კორნელის გრაფაში" (წინასწარ მომზადებული უნდა გქონდეთ  ცხრილი. იხ. პოსტის ბოლოს). მოსწავლეები პირველ ეტაპზე ავსებენ ადგილს პირველადი კომენტარისთვის.
მასწავლებლის მოთხოვნა 4 : მოსწავლეებმა ტექსტის კითხვის პარალელურად უნდა დასვან კითხვები – რა?ვინ? სად? როდის? როგორ?რატომ? და ჩაინიშნოს ინფორმაცია შესაბამის გრაფაში
მასწავლებლის მოთხოვნა 5: მოსწავლეებმა ხელახლა უნდა წაიკითხონ თავისი შენიშვნები და "კორნელის გრაფაში" გაკეთებულ პირველად კომენტარებს დაურთონ მეორეული, უკვე ემოციური კომენტარები და შესწორებები. ამით შეავსებენ გრაფის მეორე ნაწილს.

ამ სტრატეგიის შესრულებას, როგორც წესი, მოსდევს მოსწავლეთა შორის აზრის გაზიარება და საკლასო დისკუსია.

"კორნელის გრაფა"


პირველადი კომენტარი (ფაქტობრივი)
მეორადი კომენტარი (ემოციური, კრიტიკული)
1.
2.
რა?
ვინ?
სად?
როდის?
როგორ?
რატომ?






"პიგმალიონის ეფექტი"

        სასწავლო პროცესში ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს  მასწავლებლის მოლოდინი. კვლევებმა აჩვენა, რომ მასწავლებლის მოლოდინი მოსწავლეებთან მიმართებაში, როგორც წესი, მართლდება. თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ ხშირად მასწავლებლებს საკუთარი შეხედულება მოსწავლესთან დაკავშირებით, შესაძლოა, ფაქტობრივი ინფორმაციის გარეშეც ჩამოუყალიბდეთ (ეთნიკური წარმომავლობის, სოციალური მდგომარეობის, სქესის მიხედვით).
   მასწავლებლის უარყოფით მოლოდინს, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ნეგატიური შედეგები მოჰყვეს.
   ამერიკელმა მკვლევრებმა როზენტალმა და ჯეკობსონმა საფუძვლიანად შეისწავლეს მასწავლებლის და მოსწავლის ქცევას შორის კავშირი და აღმოაჩინეს ფენომენი, რომელსაც "პიგმალიონის ეფექტი" უწოდეს.
    "პიგმალიონის ეფექტი" გულისხმობს სიტუაციას, როდესაც მასწავლებელი მოსწავლეს ექცევა საკუთარი წარმოდგენისა და მოლოდინის შესატყვისად, რომელიც ხშირ შემთხვევაში არაადეკვატურია.