გიორგი ლეონიძის "ჩირიკი და ჩიკოტელა" ერთ–ერთი იმ მოთხრობათაგანია, რომლის შესწავლა მოსწავლეებს ძალიან უხარიათ და ეხალისებათ. ცხადია, იმ შემთხვევაში, თუ მასალის მიწოდება სწორად ხდება. ნაწარმოები ორი ადამიანის – ჩირიკისა და ჩიკოტელას– ცხოვრებისეულ დრამას ეხება. განვითარებული მოვლენები, ასე თვალნათლივ დაპირისპირებული სიკეთე და ბოროტება, შრომისმოყვარეობა და უსაქმურობა, მიმტევებლობა და ღვარძლიანობა.... კარგი მასალაა იმისათვის, რომ მოსწავლეთა მსჯელობა და განსჯა გავაფართოვოთ და განვავითაროთ. მოთხრობა გადმოცემულია საოცრად ლამაზი ენით, მდიდარი ქართულით. სიტყვები, რომლებიც ნაწარმოებში გვხვდება დღეს , თითქმის, არ გამოიყენება! ამდენად, მოცემულ სიტყვათა განმარტებით, მათი თანამედროვე შესატყვისების დაძებნით შესაძლებელია მოსწავლის ლექსიკური მარაგის გამდიდრება.
სანამ შეუდგებით საანალიზო თემატიკის გაშლას, ნაწარმოების შინაარსი უნდა იქნეს კარგად გააზრებული. ტექსტის უკეთ შესწავლისათვის "ჩირიკი და ჩიკოტელა" 5 ნაწილად დავყავი. (თავად მასწავლებელს შეუძლია შეცვალოს ტექსტის განაწილება). შევარჩიე დავალება–სავარჯიშოების რამდენიმე ტიპი: ....