Showing posts with label რუსთაველი. Show all posts
Showing posts with label რუსთაველი. Show all posts

28.6.12

არეოპაგიტიკა

     "ვეფხისტყაოსნის" სწავლებისას  (განსაკუთრებით, პროლოგის შესწავლისას) მასწავლებელი გვერდს ვერ აუვლის ფსევდო დიონისე არეოპაგელის და მისი შემოქმედების ხსენებას.
 ვინ იყო დიონისე არეოპაგელი? ვის გულისხმობენ, როცა ასახელებენ ფსევდო დიონისე არეოპაგელს? რა არის არეოპაგიტიკა? რა გავლენა აქვს ყოველივე ამას "ვეფხისტყაოსანზე"? რატომ უნდა ვიცოდეთ ეს ყველაფერი, როცა ვასწავლით "ვეფხისტყაოსანს"? 

 ნაწილი I. 
      არეოპაგიტიკა ბერძნულ ენაზე დაწერილ თხზულებათა კორპუსია, რომელიც შედგება 4 ტრაქტატისა და 10 ეპისტოლესგან. არეოპაგიტიკა პროკლეს ფილოსოფიის ქრისტიანული გადამუშავებაა. ამგვარი ფორმით ნეოპლატონიზმს გზა გაეხსნა შუა საუკუნეების ქრისტიანულ სამყაროში და დიდი გავლენაც იქონია ქრისტიანულ  აზროვნებაზე.
     არეოპაგიტიკა დაიწერა V საუკუნის  II ნახევარში. ცნობილი გახდა  VI საუკუნის დასაწყისში, მაგრამ უცნობმა ავტორმა I საუკუნის მოღვაწეს – დიონისე არეოპაგელს– მიაწერა. დიონისე არეოპაგელი I საუკუნის მოღვაწე და ათენის არეოპაგის (ხელისუფლების ორგანო ძველ ათენში) წევრი იყო, ქრისტიანობის მიღების შემდეგ ათენის ეპისკოპისი გამხდარა. სახელი გაითქვა მას შემდეგ, რაც V საუკუნის  II ნახევარში არეოპაგიტული კორპუსის ავტორობა მიაწერეს.

პეტრე იბერი
 
       ნამდვილი ავტორის ვინაობის დასადგენად მეცნიერებმა მრავალი ჰიპოთეზა წამოაყენეს. ნუცუბიძე–ჰონიგმანის კონცეფციის მიხედვით, ეს კორპუსი ეკუთვნის ქართველ მოაზროვნეს – პეტრე იბერს.
   პეტრე იბერი (411–491 წ.წ.) ქართველი თეოლოგი და ფილოსოფოსი, ქრისტიანული ნეოპლატონიზმის ფუძემდებელია. პეტრე იბერი იყო იბერიის მეფის, ბუზმარის, შვილი, ბაკურ დიდის შვილიშვილი. პეტრე იბერს  ერისკაცობაში ერქვა მურვანი (სირიულად – ნაბარნუგი). მის აღსაზრდელად კოლხეთიდან მოუწვევიათ ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი მიტრიდატე ლაზი.
   423 წელს ბიზანტიის კეისრის, თეოდოსიუს II–ის, მოთხოვნით მურვანი ამალითურთ კონსტანტინოპოლს წარგზავნეს მძევლად. მურვანს ბავშვობიდანვე დიდი ნიჭი გამოუვლენია და კარგი განათლებაც მიუღია. მოგვიანებით მურვანს აღარ აკმაყოფილებს სასახლე, იქ გავცელებული დიოფიზიტური იდეოლოგია და რამდენიმე ქართველთან ერთად გაიპარა პალესტინაში. იერუსალიმში მურვანი აღიკვეცა ბერად, ეწოდა პეტრე, 445 წელს აკურთხეს მღვდლად.
 
        არეოპაგიტიკა ითარგმნა სხვადასხვა ენაზე, მათ შორის ქართულადაც. ეფრემ მცირისეულმა თარგმანმა დიდი გავლენა იქონია ქართული ფილოსოფიური აზრის ჩამოყალიბებაზე, განსაკუთრებით კი – რუსთაველის ფილოსოფიური შეხედულებების ფორმულირებაზე.
 

24.11.10

"კაი ყმა" (ლამაზის და თან ჭკვიანის ნაშრომი)

ქართულ ფოლკლორში მრავალი ლექსია შექმნილი ვაჟკაცის სადიდებლად. ოდითგავე არსებობდა ტერმინი „კაი ყმა“ და სწორედ ამგვარი ვაჟკაცის სადიდებლად შექმნილა არა ერთი ლექსი თუ ზღაპარი.
კარგ ყმად ითვლებოდა ის, ვინც “ მტერს მტრობას გაუწევდა“; ის, ვინც მტერს წინ მიეგებებოდა და რისხვას დაატეხდა; არ შეიმჩნევდა ტკივილს, თავზარს დასცემდა სიკვდილს , ბრძოლის ველზე პირველი მივიდოდა და ბოლო წამოვიდოდა; საჩუქრებს არ დახარბდებოდა; ფხიზლად იქნებოდა მაშინ, როცა სხვას მშვიდად ეძინებოდა; ცდუნება არ დასძალავდა, უსამართლობას ხმალაწვდილი შეებრძოლებოდა; იქნებოდა თავმდაბალი; ყოველგვარ პატივს სახელის მოხვეჭას ამჯობინებდა; და თავის ქვეყნისთვის მზე იქნებოდა – ეს თვისებები უნდა ახასიათებდეს კაი ყმას
ჩამოთვლილი თვისებების უმეტესობა ახასიათებთ „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟებს:

პროექტი - „კაი ყმა“ (ზარმაცის, მაგრამ ნიჭიერის ნაშრომი)

●   შესავალი 
  
   კარგ ყმაზე, ანუ ვაჟკაცზე უამრავი ნაწარმოები გვხვდება ქართულ ფოლკლორში, რადგან ეს თემა ქართულ რეალობაში ყოველთვის აქტუალური იყო. ასეთ გმირებს რამდენიმე თვისება ახასიათებდათ, მათ შორის სიმამაცე, შეუპოვრობა ბრძოლის ჟინი, თავდადება და ა.შ. ეს ეპითეტები ფართოდ გვხვდება „ვეფხისტყაოსანში“.
   ნ. ნათაძის აზრით, რაინდობა განვითარებული ფეოდალური კულტურის თანმხლებია, რომელმაც მკვეთრად გამოხატული სახე ევროპის ქვეყნებსა და საქართველოში მიიღო, მისი მტკიცებით, რაინდს (ამ შემთხვევაში ყმას) ჰმართებდა არა მარტო პროფესიული სამსახური, არამედ საგმირო საქმეები და ზოგადად, სიკეთის კეთება - ეს იყო მისი ვალი ღვთის წინაშე.
  
   ზ. კიკნაძის აზრით, ტერმინი „კაი ყმა“ ოდითგანვე არსებობდა ქართულ ცნობიერებაში,

23.11.10

”კაი ყმა” (პროექტი)

ავტორი: X კლასელი (ექსტრემალი)

      ქართულ ფოლკლორში მრავალი ლექსი, მოთხრობა თუ პოემა აქებს და ადიდებს კაი ყმას, ანუ ვაჟკაცს, რაინდს, მამაცს, ძლიერს და გამბედავს – ამ ყველაფერს ერთ ადამიანში გაერთიანებულს. რკინის გული, შევარდნის მუხლი, ქორის თვალი, შეუპოვარი, ძლიერი, ჟინიანი -აი, ის თვისებები, რომლებიც აუცილებლად უნდა ახასიათებდეს ქართველ კაი ყმას. ქართულ მოთხრობებში კაი ყმა ყოველთვის საუკეთესო თვისებებით გამოირჩეოდა.
ნ.ნათაძის აზრით, რაინდობა ფეოდალური კულტურის ერთ-ერთი თანმდევი კულტურაა, რომელიც განსაკუთრებით საქართველოში და ევროპაში იკვეთება. რაინდს ჰმართებდა არა მარტო სამხედრო სამსახური, არამედ საგმირო საქმეები, გასაჭირში ჩავარდნილის დახმარება და სახელის ძიება (არა სიმდიდრის).

პროექტი "კაიყმობა, მამაცობა რაინდობა "ვეფხისტყაოსანში" (გეგმა)


  • შესავალი  – ფოლკლორი,  ზეპირსიტყვიერება
  1. ვის  უწოდებდნენ კარგ ყმას? 
  2.   რა თვისებები ჰქონდა? 
  3. ნ.ნათაძის აზრი 
  4. ზ.კიკნაძის აზრი



  • შუა საუკუნეები
  1. ნ.მარი.- ტერმინის განმარტება 
  2. ”ვეფხისტყაოსნის” გმირების და ნ.მარის კომენტარების შედარება


  • ”ვეფხისტყაოსანი”
  1. ვინ არის "კაი ყმა" პოემაში 
  2. ავთანდილის ანდერძი 
  3. შესასწავლი თავებიდან ციტატები კომენტარითურთ


  • ვაჟა-ფშაველას - ”კაი ყმა”
  1. თვისებები 
  2. მსჯელობა ლექსზე

  •    დასკვნითი ნაწილი
  1. ვაჟას კაი ყმის და ”ვეფხისტყაოსნის” გმირების შედარება.