Showing posts with label X კლასი. Show all posts
Showing posts with label X კლასი. Show all posts

29.5.11

საგამოცდო ბილეთები, X კლასი



საკითხი 1– ეპიზოდის შინაარსი
საკითხი 2– მსჯელობა
საკითხი 3 – გრამატიკული ან თეორიული საკითხი
საკითხი 4– წლის მანძილზე ჩატარებული კვლევა

ბილეთი 1
  1.     პლატონისა და გვერდევანიძის შეხვედრა (დ.კლდიაშვილი–"სამანიშვილის დედინაცვალი")
  2.     VIII საუკუნის ქართლი და ქრისტიანების განსაცდელი იოვანე საბანისძის "აბოს წამების" მიხედვით 
  3.      მიმართვა და სასვენი ნიშნები მასთან
  4.     პროექტი –"კაი ყმა"

ბილეთი 2
  1.     ალუდასა და მუცალის შეხვედრა (ვაჟა–ფშაველა– "ალუდა ქეთელაური")
  2.     იოვანე საბანისძის ეროვნულ–სარწმუნოებრივი იდეალები
  3.     პოლიჟანრული ნაწარმოები
  4.      კვლევა – ზმნისწინების ძველი და ახალი ფორმები "ვეფხისტყაოსანში"

ბილეთი 3
  1. ნერსეს გზა – თბილისიდან თბილისამდე (ი.საბანისძე– "აბოს წამება")
  2.      "კაცია–ადამიანის" შესავლის ვარიანტები
  3.       ისტორიული სინამდვილე და ლიტერატურული ანაქრონიზმი
  4.     ავტორის პოზიცია პოემაში "ბედი ქართლისა

ბილეთი 4

3.3.11

ტრადიციებში ჩაძირული ნავი

მეათეკლასელის წერილი ტრადიციებზე (სტილი დაცულია)

     საქართველომ თავისი იალქანი შორეულ წარსულში გაშალა, ამ ვოიაჟის დროს ეს იალქანი მრავალჯერ გაიხა და მრავალჯერ შეიკერა, მრავალი ქარბუქი და მრავალი შტორმი შეხვდა გზად. დიდ ნავსადგურში ერთ–ერთი გაჩერებისას  აღმოჩნდა, რომ ანძა გაბზარულია და ვეღარ განაგრძობს თავის მოგზაურობას.
       ნავის პატრონმა კი გადაწყვიტა, რჩევის მიუხედავად, გამგზავრებულიყო. ის მიემგზავრებოდა ძველი იაქნით. დიდი სირთულით ილახებოდა თითოეული ტალღა და ბოლოს, მორიგი ტალღის შეტევას, "წარსულის აპარატმა" ვეღარ გაუძლო და დაიშალა.

6.2.11

ავტორის პოზიცია პოემაში "ბედი ქართლისა", რეფერატი #1


 (გთავაზობთ მოსწავლის ნაშრომს, სტილი დაცულია)    

  პოემაში “ბედი ქართლისა” ავტორი ნიკოლოზ ბარათაშვილი, როგორც, ერეკლეს, ისევე სოლომონის პოზიციებს ემხრობა. ერეკლე ჩანს, როგორც ადამიანი, რომელიც ფიქრობს ქართლის ხვალინდელ დღეზე, ერეკლე დარწმუნებულია, რომ ქართლს ძალიან ცუდი მომავალი ექნება, თუ რუსეთს არ შეუერთდება და გეორგიევსკის ტრაქტატი არ დაიდება.”მე მინდა მივცე მემკვიდრეობა, და მან მოსცეს ქართლს კეთილდღეობა”, სწორედ ამ სიტყვებით ამყარებს ერეკლე მეფე რუსეთზე იმედებს. ქართველებს მისი აზრით, აგრეთვე აღარ შესწევთ უნარი, რომ მტერს გაუმკლავდნენ. საქართველოს და რუსეთს აქვთ “მტკიცე კავშირი-სარწმუნოება”, სწორედ ალბათ ეს იყო ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. თან “შენი ირაკლი ის აღარ ვარ, პატარა კახად რაც გინახივარ”, ამ სიტყვებში ჩანს, რომ ერეკლე სისუსტეს გრძნობს, გრძნობს, რომ დაბერდა.

      სოლომონი კი მიიჩნევს, რომ ქართლს შესწევს უნარი, რომ მტერს

გაუმკლავდეს და რუსეთთან შეერთებასაც ნაადრევ ნაბიჯად თვლის. ის ამბობს, რომ მეფე ერეკლე კვლავ ძლიერია, ისევე როგორც ქართველი ერი.

      რაც შეეხება ლექსს “საფლავი მეფის ირაკლისა”, აქ ნიკოლოზ ბარათაშვილი ერეკლე II ამართლებს, იგი მას ახასიათებს, როგორც ქართლის აღმშენებელს, ავტორი ხაზს უსვამს ერეკლეს სწორ წინასწარმეტყველებას, “თაყვანსცემ შენსა ნაანდერძებს, წინასწარად თქმულს”. ნიკოლოზის აზრით, მეფემ სწორი ნაბიჯი გადადგა, რუსეთს რომ შეუერთდა, მაგრამ წუხს, რომ ერეკლე II 19 საუკუნის ქართლს ვეღარ შეხედავს. “ახ, რად არ ძალუძს განცოცხლება წმიდას აჩრდილსა, რომ გარდმოხედო ახალს ქართლსა, შენს პირმშოს შვილსა!”

      ლექსში “სუმბული და მწირი” რადიკალურად განსხვავებული პოზიცია უჭირავს ნიკოლოზ ბარათაშვილს, ის ამ ლექსში სოლომონს ემხრობა. რუსეთის შემადგენლობაში ყოფნა, იგივეა, რაც გალიაში ყოფნა, სადაც გაჭმევენ, გასმევენ, მაგრამ თავისუფალი მაინც არ ხარ. აქ მოყვანილია დიალოგი, ქოთანში მყოფ სუმბულსა და მწირს შორის. სუმბული ლამობს დაღწევას და სურს, რომ გაზაფხული თავისუფლად შეიგრძნოს, ხოლო მწირი არწმუნებს, რომ ქოთანში ყოფნა ჯობია.”ნუთუ ვერ ჰპოვებ აქ სანაცვლოს, ვერც საამურს, სადაც ოქროთი და ვერცხლითა სადგურს”. მაგრამ საბოლოოდ სუმბულმა დაარწმუნა მწირი, რომ თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანია.

       ამ ორ ლექსსა და პოემაში ჩანს, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილი წუხს 1832 წლის ჩაშლილ აჯანყებაზე. მე პირადად ერეკლეს პოზიციას ვემხრობი, რადგანაც დღეს გეორგიევსკის ტრაქტატი, რომ არა საქართველო გამაჰმადიანებული ქვეყანა იქნებოდა, ქრისტიანული ფესვებით. ხალხი ნოსტალგიით იცხოვრებდა და ეს საქართველოს ძალიან დიდ ზიანს მოუტანდა.

ავტორის პოზიცია პოემაში "ბედი ქართლისა", რეფერატი #2


 (გთავაზობთ მოსწავლის ნამუშევარს, სტილი დაცულია)

      ნიკოლოზ ბარათაშვილის პოემაში აღწერილია მომენტი როდესაც ერეკლე მეფე დაფიქრდა რუსეთთან შეერთებაზე კრწანისის ბრძოლის შემდეგ ასევე, ერეკლეს და მისი მრჩეველი სოლომონის კამათი და სოლომონის ცოლის და სოლომონის საუბარი. პოემაში ჩAანს ორი პოზიცია რუსეთთან შეერთებაზე: ერეკლეს პოზიცია და სოლომონის და სოფიოს პოზიცია.
     ერეკლეს მიაჩნია რომ საქართველო რუსეთს უნდა შეუერთდეს, რუსეთს ბრძენი და ძლიერი მეფე ჰყავთ ასევე მათთან სარწმუნოება გვაკავშირებს რუსეთს ჰყავს არმია რომლითAც საქართველოს დახმარებას შეძლებს, საქართველო კი უძლურია ადრე თუ გვიან დაგვიპყრობენ

ავტორის პოზიცია პოემაში "ბედი ქართლისა", რეფერატი #3


(გთავაზობთ მოსწავლის ნამუშევარს, სტილი დაცულია.) 
1838 წელს ნიკოლოზ ბარათაშვილი და კონსტანტინე მამაცაშვილი რუსთაველის პროსპექტზე სეირნობდნენ და საუბარი გააბეს ერეკლე მეფის გადაწყვეტილებაზე (რუსეთთან ტრაქტატის დადება). უეცრად ნიკოლოზს გუნება გაუფუჭდა და აცრემლებულმა თქვა, რომ მათმა უხეირობამ დაღუპა ისინი. “ვაი ჩვენო ქართლის ბედო”. ამრიგად, ერთი წლის მერე დასრულდა პოემის დაწერა, “ბედი ქართლისა”.
“ბედი ქართლისაში” აღწერილია ქართლის გასაჭირი, როცა სხვა გზა არ აქვს და იძულებულია “ჭკვიან” რუსეთს სთხოვოს დახმარება. პოემაში ერეკლე მეფე და სოლომონ მსაჯული კამათობენ, შეუერთდნენ თუ არა რუსეთს.
მეფე ერეკლეს თავისი ერის საკეთილდღეოდ სურს, ტრაქტატი დადოს რუსეთთან. მართალია, დიდად არ უნდა, მაგრამ ის მეფეა და ვალდებულია, სამშობლო დაიცვას. სოლომონ მსაჯული კი უმტკიცებს, რომ სამშობლოს თავისუფლება ჩვენს სიცოცხლეში არ უნდა გავცვალოთ. სჯობს, ჩვენ დავიხოცოთ, სამშობლო თავისუფალი იყოს და ჩვენმა შვილებმა განაგრძონ ჩვენი საქმე, ვიდრე ცოცხლები ვიყოთ და უარეს დღეში აღმოვჩნდეთ – ტყვეობაში.
ნიკოლოზ ბარათაშვილმა ეს პოემა სავარაუდოდ იმიტომ დაწერა, რომ

29.11.10

სიყვარული

ავტორი: მეოცნებე მეათეკლასელი                                  
    
      გრძნობა, რომელიც დაუპატიჟებელი სტუმარივით მოდის და კარებზე გიკაკუნებს, შენც კარებს აღებ და „ავადდები“. სიყვარულის გარეშე ცხოვრება აზრს კარგავს, როდესაც გიყვარს ხარ ბედნიერი, თან უბედურიც. ის ტკივილს გაყენებს, ხშირად ტკივილი ისეთია, რომ თავის მოკვლაზეც კი ფიქრობ. ნამდვილი სიყვარული მაშინაა, ჩემი აზრით, როდესაც ის ორმხრივია, მაშინ ის ყველაზე ლამაზია. ამ დროს ცხოვრებას სხვა იერსახე ეძლევა და ადამიანი ყველაფერს განსხვავებულად უყურებს. ამ ყველაფერს კი დიდი სიხარული მოაქვს. ბედნიერებაა, როდესაც იმ ადამიანს გაუზიარებ შენს გრძნობებს, იმ გრძნობებს, რომლებიც დიდი სიღრმიდან მოდის და უზარმაზარი ტალღასავით გფარავს, როდესაც შენი საყვარელი ადამიანი იღიმის შენ დანახვაზე და ყოველ შენს სიღრმიდან ამოფრქვეულ გრძნობაზე ანალოგიურად გპასუხობს, როდესაც მას რთულ

ზმნისწინთან დაკავშირებული მართლწერის საკითხები


   1.დავიმახსოვროთ: ზმნისწინი იხმარება ზმნის პირის ნიშნის წინ! დაუშვებელია ზმნისწინის შემადგენელი ნაწილების გათიშვა და მათ შორის პირის ან ქცევის  ნიშნის ჩასმა!!!!!!!
აღვნიშნავ               და არა      ავღნიშნავ
აღვფრთოვანდი   და არა      ავღფრთოვანდი
აღვზარდე             და არა       ავღზარდე
აღვშფოთდი         და არა      ავღშფოთდი
განიკურნა             და რა       გაინკურნა
განივითარა           და არა      გაინვითარა
განუვითარა          და არა      გაუნვითარა
გაითავისუფლა    და არა      გაინთავისუფლა
გაათავისუფლა     და არა      გაანთავისუფლა
2. გან, აღ, წარ ზმნისწინების ბოლო თანხმოვანი (ნ, ღ, რ) არ უნდა იყოს უზმნისწინო

ზმნისწინი

       ზმნისწინი იგივე პრევერბი ზმნას თავში დაერთვის. ზმნისწინის გამოყენების თვალსაზრისით ქართულში ზმნები სამგვარია:
1. ზმნები, რომლებიც საერთოდ არ დაირთავენ ზმნისწინს (აქვს, ჰყავს, უყვარს..)
2. ზმნები, რომლებიც უზმნისწინოდ არ გამოიყენება (მოფრინდა, მიდის, გაიგო...)
3. ზმნები, რომელთაც შეუძლიათ ზმნისწინი დაირთონ ან არ დაირთონ.
ზმნისწინის დართვით ზმნამ შეიძლება:
I. გამოხატოს მიმართულება (გეზი)

კამპანია და კომპანია

         უცხოური წარმოშობის ეს ორი სიტყვა – კამპანია და კომპანია – ხშირად ერევათ ერთმანეთში. ორივე ნასესხებია ფრანგულიდან და ქართულში შემოსულია რუსულის გზით.
      კომპანია (ფრანგ. Compagnie) არის სავაჭრო, სამრეწველო, სატრანსპორტო ან სხვა სახის გაერთიანება, ამხანაგობა. მსგავსი სხვადასხვა სახის გაერთაიანებებია: ფრიმა, კარტელი, სინდიკატი, ტრესტი. მაგალითად, „ამ ბოლო დროს საქართველოში მრავალი ფირმა და კომპანია გაიხსნა.“
·         ფირმასა თუ კომპანიაში შეამხანაგებულ პირებს კომპანიონები ეწოდებათ.
     უნდა ვთქვათ სიტყვა  კომპანია (და არა კამპანია), როდესაც ვგულისხმობთ

24.11.10

"კაი ყმა" (ლამაზის და თან ჭკვიანის ნაშრომი)

ქართულ ფოლკლორში მრავალი ლექსია შექმნილი ვაჟკაცის სადიდებლად. ოდითგავე არსებობდა ტერმინი „კაი ყმა“ და სწორედ ამგვარი ვაჟკაცის სადიდებლად შექმნილა არა ერთი ლექსი თუ ზღაპარი.
კარგ ყმად ითვლებოდა ის, ვინც “ მტერს მტრობას გაუწევდა“; ის, ვინც მტერს წინ მიეგებებოდა და რისხვას დაატეხდა; არ შეიმჩნევდა ტკივილს, თავზარს დასცემდა სიკვდილს , ბრძოლის ველზე პირველი მივიდოდა და ბოლო წამოვიდოდა; საჩუქრებს არ დახარბდებოდა; ფხიზლად იქნებოდა მაშინ, როცა სხვას მშვიდად ეძინებოდა; ცდუნება არ დასძალავდა, უსამართლობას ხმალაწვდილი შეებრძოლებოდა; იქნებოდა თავმდაბალი; ყოველგვარ პატივს სახელის მოხვეჭას ამჯობინებდა; და თავის ქვეყნისთვის მზე იქნებოდა – ეს თვისებები უნდა ახასიათებდეს კაი ყმას
ჩამოთვლილი თვისებების უმეტესობა ახასიათებთ „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟებს:

პროექტი - „კაი ყმა“ (ზარმაცის, მაგრამ ნიჭიერის ნაშრომი)

●   შესავალი 
  
   კარგ ყმაზე, ანუ ვაჟკაცზე უამრავი ნაწარმოები გვხვდება ქართულ ფოლკლორში, რადგან ეს თემა ქართულ რეალობაში ყოველთვის აქტუალური იყო. ასეთ გმირებს რამდენიმე თვისება ახასიათებდათ, მათ შორის სიმამაცე, შეუპოვრობა ბრძოლის ჟინი, თავდადება და ა.შ. ეს ეპითეტები ფართოდ გვხვდება „ვეფხისტყაოსანში“.
   ნ. ნათაძის აზრით, რაინდობა განვითარებული ფეოდალური კულტურის თანმხლებია, რომელმაც მკვეთრად გამოხატული სახე ევროპის ქვეყნებსა და საქართველოში მიიღო, მისი მტკიცებით, რაინდს (ამ შემთხვევაში ყმას) ჰმართებდა არა მარტო პროფესიული სამსახური, არამედ საგმირო საქმეები და ზოგადად, სიკეთის კეთება - ეს იყო მისი ვალი ღვთის წინაშე.
  
   ზ. კიკნაძის აზრით, ტერმინი „კაი ყმა“ ოდითგანვე არსებობდა ქართულ ცნობიერებაში,

23.11.10

”კაი ყმა” (პროექტი)

ავტორი: X კლასელი (ექსტრემალი)

      ქართულ ფოლკლორში მრავალი ლექსი, მოთხრობა თუ პოემა აქებს და ადიდებს კაი ყმას, ანუ ვაჟკაცს, რაინდს, მამაცს, ძლიერს და გამბედავს – ამ ყველაფერს ერთ ადამიანში გაერთიანებულს. რკინის გული, შევარდნის მუხლი, ქორის თვალი, შეუპოვარი, ძლიერი, ჟინიანი -აი, ის თვისებები, რომლებიც აუცილებლად უნდა ახასიათებდეს ქართველ კაი ყმას. ქართულ მოთხრობებში კაი ყმა ყოველთვის საუკეთესო თვისებებით გამოირჩეოდა.
ნ.ნათაძის აზრით, რაინდობა ფეოდალური კულტურის ერთ-ერთი თანმდევი კულტურაა, რომელიც განსაკუთრებით საქართველოში და ევროპაში იკვეთება. რაინდს ჰმართებდა არა მარტო სამხედრო სამსახური, არამედ საგმირო საქმეები, გასაჭირში ჩავარდნილის დახმარება და სახელის ძიება (არა სიმდიდრის).

8.11.10

ცნობიერთა დასტაქარი

1. ვინ იყო ავთანდილი? გაიხსენე და მოკლედ მიმოიხილე ავთანდილის ანდერძი
2. კიდევ რომელ თავში ჩანს ავთანდილის სიბრძნე?("პოვნა ავთანდილისაგან დაბნედილის ტარიელისა")
3. რა არგუმენტები გამოიყენა ავთანდილმა ტარიელის გონს მოსაყვანად? (ისაუბრე და იმსჯელე შემდეგ საკითხებზე):
  • ბრძენი კაცის ავთანდილისეული განმარტება
  • "ხამს მამაცი მამაცური, სჯობს, რაზომცა ნელად ტირსა".
  • "ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვიტკირსა".
  • "ვინ არ ყოფილა მიჯნური"?
  • "არ იცი, ვარდნი უეკლოდ არავის მოუკრებიან".
  • "ოდეს ტურფა გაიეფდეს, აღარა ღირს არცა ჩირად".
  • "ბედი ცდაა, გამარჯვება, ღმერთსა უნდა, მო–ცა–გხვდების"
4. როგორ რეაგირებდა ტარიელი ავთანდილის ნათქვამზე?
5. რა ხერხი მოიგონა ავთანდილმა ტარიელის გამოსაფხიზლებლად?
6. დაწერე შენეული კომენტარი ტარიელის სიტყვებზე :"გონიერსა მწვრთენლი უყვარს, უგუნურსა გულთა ჰგმირდეს"
7. იმსჯელე საკითხზე: "გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი". (შეაჯამე მსჯელობა)

27.10.10

იოვანე საბანისძის ეროვნულ–სარწმუნოებრივი იდეალები


იოვანე საბანისძე– „აბოს წამება“
        [მსჯელობა უნდა პასუხობდეს სათაურს, მოსწავლემ უნდა დაწეროს თავისი აზრი „აბოს წამებაში“ მოცემული რამდენიმე აზრის შესახებ. სასურველია, იმსჯელოს ქვემოთ მოცემულ ყველა საკითხზე]

  • ·         იოვანე სანაბისძის თქმით: ქართველები „მძლავრებასა ქუეშე დამონებულნი და ნაკლულევანებითა და სიგლახაკითა შეკრულნი, ვითარცა რკინითა, ხარკსა ქუეშე მათსა გუემულნი და ქენჯნილნი, ძჳრ–ძჳრად ზღვეულნი“ არიან.– როგორ გესმის ეს სიტყვები და რისი თქმა სურს ამით ავტორს?
  • ·         მოძებნე ტექსტში ციტატა , სადაც ქართველთა ცდუნებისა და რჯულის –ღალატის გზებზეა საუბარი. როგორ ახერხებდნენ არაბები ქართველთა შეცდენას? – ქართველთა რა თვისებაზე ამახვილებს ყურადრებას ჰაგიოგრაფი?
  • ·         იოვანე საბანისძის თქმით: „აღვერიენით ერსა უცხოსა, შჯულითა განდგომილსა ქრისტჱსგან, სარწმუნოებისა ჩუენისა მაგინებელთა, რომელთაგან ვისწავენით საქმენი მათნი და ვჰმონებდით გულისთქმასა გულთა ჩუენთასა მიბაძვებითა მათითა“. –  როგორ გესმის ავტორის სიტყვები? ვის ამხელს ამ სიტყვებით იოვანე საბანისძე? ეს სიტყვები პირველ პირშია დაწერილი. შენი აზრით, ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ იოვანე საბანისძე, არ ემიჯნება თავის ერს, მიუხედავად მხილებისა და ნაკლოვანი მხარეების აღნიშვნისა?
  • ·         იოვანე საბანისძე მხოლოდ მხილებით არ შემოიფარგლება და ამავდროულად ცდილობს ერის გამხნევევბას. შენი აზრით, რას აკეთებს ამისათვის, ისაუბრე „აბოს წამების“ შექმნის მოტივებზე.
  • ·         იოვანე საბანისძემ განსაზღვრა ერის ეროვნულ–სარწმუნოებრივი მისია. მან თანამემაულეებს შეახსენა, რომ ქართლს განსაკუთრებული ვალდებულება აკისრია, რომი იგი ქრისტიანული სამყაროს განაპირასაა, კიდეშია. ამიტომ ბურჯად უნდა ედგესქრისტიანობას მაჰმადიანურ გარემოცვაში მოქვეული საქართველო. ქართლი ქრისტიანობის მცველია და დარაჯი. – მოძებნე ამ სიტყვების შესაბამისი ციტატა ტექსტში და გამოიყენე შენეულ კომენტართან ერთად თხზულებაში.
  • ·         რას ნიშნავს , რომ ქართლი არის წმინდანების სამშობლო? რისი ხაზგასმა სურს ამ სიტყვებით ავტორს?

  • ·         იოვანეს თქმით : „არა ხოლო თუ ბერძენთა სარწმუნოებაჲ ესე ღმრთისამიერი მოიპოვეს, არამედ ჩუენცა შორიელთა ამათ მკჳდრთა.“– განმარტე ეს სიტყვები, დაწერე შენი აზრი იმ მოვალეობის შესახებ, რომელსაც ამ სიტყვებით აკისრებს ჰაგიოგრაფი ქართველ ხალხს.
  • ·         რამდენი წლის წინ გვაქვს ქრისტიანობა მიღებული ქართველებს?
  • ·         გაამხნევებდა თუ არა ქართველებს აბოს საქციელი, მისი წამების შესახებ ნაწარმოების დაწერა? შენი აზრით, დაძლიეს თუ არა არაბი ჭაბუკის წამების შემდეგ ქართველებმა შიში? ჩანს, თუ არა ეს ნაწარმებში? (გაიხსენე შესაბამისი ეპიზოდი)
  • ·         ერის ხსნის გზა– „მამულისა ჩვეულებისამებრ სლვაჲ“ – განმარტე შენი სიტყვებით, ხსნის რა გზა დაუსახა იოვანე საბანისძემ ქართველ ხალხს?
·         შეაჯამე მსჯელობა, დასკვნის დროს ეცადე მიმოიხილო ჩამოყალიბებული მსჯელობის საფეხურები:
  1.   ქართლის მდგომარეობა იოვანე საბანისძის აზრით
  2.   ქართველთა სულმოკლეობა და მხილება
  3. ერის მისია
  4.   ერის სხნა


21.10.10

ზ მ ნ ი ს პ ი რ ი და რ ი ც ხ ვ ი (ნაწილი I )


   ქართულში პირი არის ზმნის ძირითადი გრამატიკული კატეგორია.
       პირი არის ზმნის ფორმა, რომელიც გვიჩვნებს ან იმას, ვინც მოუბარია, ან იმას , ვისაც მოუბარი მიმართავს, ან კიდევ იმას, ვინც ან რაც არც მოუბარია და არც მისი მიმართვის საგანი, არამედ სხვა. ე.ი. პირი შეიძლება იყოს მოუბარი, თანამოუბარი და საუბრის საგანი.  პირს ვახასიათებთ:
·         რომელობის მიხედვით– I პირი (მოუბარი),  II პირი (თანამოუბარი),                       
                                                         III პირი (საუბრის საგანი);
·         რაოდენობის მიხედვით– ესა თუ ის პირი შეიძლება იყოს

13.10.10

ზ მ ნ ა , ზოგადი დახასიათება


              ზმნა არის მოქმედების აღმნიშვნელი ფორმაცვალებადი სიტყვა, რომელსაც ერთდროულად რამდენიმე კატეგორია მოეპოვება. მოქმედება (ანუ ზმულობა) გრამატიკაში აღნიშნავს ყოველგვარ პროცესს (მალავს, აშენებს), მდგომარეობას (ზის, წევს), ვნებას (იჭრება, იხევა).
          ზმნა შეიძლება იყოს პირველადი და ნაწარმოები.

11.10.10

იოვანე საბანისძის ეროვნულ –სარწმუნოებრივი იდეალები (გეგმა)


        [მსჯელობა უნდა პასუხობდეს სათაურს, მოსწავლემ უნდა დაწეროს თავისი მსჯელობა  „აბოს წამებაში“ მოცემული რამდენიმე მოსაზრების  შესახებ. სასურველია, იმსჯელოს ქვემოთ მოცემულ ყველა საკითხზე]

·         1. იოვანე სანაბისძის თქმით: ქართველები „მძლავრებასა ქუეშე

5.10.10

აბოს დახასიათება (გეგმა)


იოვანე საბანისძე– „აბოს წამება“
                                                  აბოს დახასიათება
{თხზულებაში მოცემული უნდა იყოს მსჯელობა აბოს შესახებ, მოსაზრება დამოწმებული  უნდა იყოს ნაწარმოებიდან მოხმობილი ეპიზოდებითა და ციტატებით. მსჯელობა უნდა იყოს სრული, თხზულება უნდა სრულდებოდეს მოსწავლის მსჯელობით წმინდა მოწამის თავდადების შესახებ}
  • ·               ვინ დაწერა „აბოს წამება“ და რატომ?
  • ·              რა არგუმენტებს იშველილებს სამოელ კათალიკოსი იმის დასადასტურებლად, რომ     სწორედ იოვანეს უნდა აღეწერა აბოს წამება?
  • ·         იმსჯელე ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების შექმნის მიზეზებზე.
  • ·         ნაწარმოების პირველ თავში ავტორი აღწერს ქართლის მძიმე მდგომარეობას და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს აბოს ამბის მოყოლას. იმსჯელე, რა მიზეზით აკეთებს ამას? (გადმოეცი , რა ვითარება იყო

4.10.10

აღქმა და აღთქმა


რომელია სწორი?
                                          აღქმა და აღთქმა
        ეს  ორივე  სიტყვა ენობრივი ნორმების მიხედვით სწორია, მთავარია, ვიცოდეთ, რომელს რა ვითარებაში ვამბობთ. შეცდომას ამ ფორმების გამოყენებასთან დაკავშირებით, უშვებს ის ადამიანი, რომელმაც არ იცის, თითოეული ეს სიტყვა რას ნიშნავს და როდის უნდა გამოვიყენოთ.
     აღქმა ფსიქოლოგიაში ხმარებული ტერმინია, რომელიც აღნიშნავს გარკვეული ფაქტისა თუ მოვლენის გაცნობიერებას, გაგება–გააზრებას. მაგალითად, „დაღლილ კაცს უჭირს რისამე ნორმალურად აღქმა“, „გოგონამ პოეტურად აღიქვა ნაწარმოები“.
    აღთქმა ნიშნავს „დაპირებას“, „დანაპირებს“.

X კლასი, ტესტი 3



1.რას ნიშნავს სიტყვა „მკელობელი“?
ა. მკერავი      ბ. კოჭლი     გ. მესანთლე     დ. მეფსალმუნე
2. რას ნიშნავს სიტყვა „მეცნიერნი“ წინადადებაში: „ქრისტეანენი და მეცნიერნი მისნი ცრემლოოდეს მისთჳს“?
ა. ნასწავლნი     ბ. მწიგნობარნი    გ. ნაცნობნი     დ. მუშაკნი
3. შეაერთე საერთო ძირის მქონე სიტყვები
საკრველი                                  სირბილი
სრბა                                            მლიქვნელი
მყოვარ ჟამ                                  შეკვრა
ქველი                                         დააყოვნა
ლიქნა                                           ქველმოქმედება
4. მოცემულია სიტყვების მარაგი. ამ მარაგში იპოვე და მიუწერე ქვემოთ ჩამოთვლილს შინაარსით ახლოს მდგომი სიტყვები.
კოჭლი,  კისერი,  ბორკილი, უვიცი, ნავთი, მბრწყინავი, საჩუქარი, კეთილი
·         საკრველი,    –––––––––––––
·         მოტყინარჱ, –––––––––––––
·         ქველი,        –––––––––––––
·         მკელობელი, –––––––––––––
·         უცები,      –––––––––––––
·         ნაფთი,     –––––––––––––
·         ქედი,       –––––––––––––
·         ნიჭი,      –––––––––––––
5. რას ნიშნავს „დაიბეჭდა ჯუარი“ წინადადებაში: „თჳთცა დაიბეჭდა ჯუარი.“?
ა. პირჯვარი გადაიწერა                             გ. წიგნში დაბეჭდა ჯვარი
ბ. პირჯვარი გადასწერა                             კედელზე დახატა ჯვარი
6. შეაერთე სწორად:
განსთქუმედ                                       გავაქროთ
შეიტყუვნიან                                      პირი შეკრეს
განვაქარვოთ                                      აღშფოთდნენ
აღიძრნეს                                             ვცხოვრობდე
შეიზრახნეს                                        გაიხადა
ვცხონდებოდე                                    სცდებიან
განიძარცუა                                        ხმას დააგდებენ
7. რას ნიშნავს ძველ ქართულში სიტყვა „კერეონი“?
ა. დიდი სანთელი     ბ. პატარა სანთელი     გ. ოთახი      დ. საპყრობილე
8. ტექსტში ნათქვამია, რომ აბო საპყრობილეში „უღარღილოდ“ ფსალმუნებდა და ლოცულობდა. რას ნიშნავს სიტყვა „უღარღილოდ“?
ა. გულმხურვალედ       ბ. ამაყად         გ. უხმოდ         დ. ტირილით
9. გახაზე სწორია თუ არასწორი?
  • აბო შობის ღამეს აწამეს. (სწორია / არასწორია)
  • აბო არაბი ჭაბუკი იყო. (სწორია / არასწორია)
  • აბომ ქრისტიანობა ბაღდადშ მიიღო . (სწორია / არასწორია)
  • ნერსე ბაღდადში სიკვდილით დასაჯეს. (სწორია / არასწორია)
  • ხაზარები მაჰმადიანები იყვნენ. (სწორია / არასწორია)
  • აბო მენელსაცხებლე იყო. (სწორია / არასწორია)
  • არაბი ჭაბუკი ჯერ გაეცნო საღვთო წერილებს და შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება სარწმუნოების შეცვლის შესახებ. (სწორია / არასწორია)
  • „როგორც იმ კედელს, რომელსაც მიყრდნობილი ხარ, არ ესმის ჩვენი სიტყვები, ისე მე არ მესმის, რას მეუბნები“– უტხრააბომ ამირას. (სწორია / არასწორია)