28.6.11

რჩევები მასწავლებელს


ბიჰევიორისტები
  1.       შექმენით ისეთი სასწავლო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს და წაახალისებს მოსწავლეთა ქცევას.
  2.       დაადგინეთ, რომელი კონკრეტული სტიმული ახდენს ზეგავლენას მოსწავლეთა ქცევაზე.
  3.      მხოლოდ მაშინ დაასკვენით, რომ მოსწავლეებმა რაღაც ისწავლეს, როცა მათ აკადემიურ მოსწრებასა და ქცევაში ცვლილებებს დაინახავთ.
  4.     თუ გსურთ, რომ მოსწავლეებმა ორი მოვლენა (სტიმული და საპასუხო ქცევა) ერთმანეთს დაუკავშირონ, იზრუნეთ, მათ თანხვედრაზე დროში.
  5.       თითოეულ მოსწავლეს ცალ–ცალკე დაუთმეთ დრო, განსაკუთრებით კი ისეთ მოსწავლეებს, რომლებიც სოციალურად გარიყულნი არიან.
  6.      იშვიათად გამოიყენეთ კონკრეტული განმამტკიცებელი სტიმულები (ტკბილეულობა, ფლომასტერები, სათამაშოები...)
  7.      იზრუნეთ, რომ მოსწავლეთა ნიშნები დამოკიდებული იყოს მათ მიერ შესრულებულ სამუშაოზე.
  8.      მიეცით მოსწავლეებს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად  მიღების საშუალება.
  9.      წინასწარ განსაზღვრეთ, თუ რა არის სასურველი ქცევა.
  10. განსაზღვრეთ, რა კონკრეტული შედეგი წარმოადგენს განმამტკიცებელ სტიმულს თითოეული მოსწავლისათვის.
  11. გარეგანი განმამტკიცებელი სტიმულები მხოლოდ მაშინ გამოიყენეთ, როცა მოსწავლეები მათ გარეშე აღარ ამჟღავნებენ სასურველ ქცევებს. 
  12.   ნათლად დაუკავშირეთ ერთმანეთს საპასუხო ქცევა და შედეგი.
  13. განმამტკიცებელი სტიმული გამოიყენეთ მანამ, სანამ სასურველ შედეგს არ მიაღწევთ.
  14.   გაუკეთეთ მონიტორინგი  მოსწავლეთა  პროგრესს.
  15.   გახსოვდეთ, რომ სასჯელი ქცევის შეცვლის არაეფექტური მეთოდია.

რჩევები მასწავლებელს


დიმიტრი უზნაძე
  1.      გახსოვდეთ, რომ ბავშვის განვითარება მხოლოდ აქტივობის პროცესშია შესაძლებელი.
  2.   სასწავლო პროცესის ეფექტიანობა , პირველ რიგში, სწავლისადმი დადებით განწყობას გულისხმობს, ანუ მთლიან პიროვნულ მზაობას.
  3.    დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ მოარგებთ სასწავლო მასალას მოსწავლის განწყობას, მის სამოქმედოდ განწყობილ ძალებს.
  4.     მასალა , ერთი მხრივ, შესაფერისი უნდა იყოს მოწაფის ძალთა განვითარების აქტუალური დონისთვის. მეორე მხრივ, დაშორებულიც უნდა იყოს. სხვაგვარად, წინსვლა შეუძლებელი იქნება.
  5.     საკლასო ოთახში შექმენით ბავშვის განვითარების შესატყვისი გარემო. 
  6.      გახსოვდეთ, რომ მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება, პირველ რიგში, მოსწავლეების ინტერესების და სურვილების გათვალისწინებას გულისხმობს.
  7.   ნუ გააკეთებთ აქცენტს მხოლოდ ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებაზე. აუცილებელია მთელი ბუნების მოქმედებაში მოყვანა, პიროვნების მთელი ძალების გახსნა.

რჩევები მასწავლებელს


ლევ ვიგოტსკი
  1.  პირველ რიგში, დაადგინეთ მოსწავლის განვითარების უახლოესი დონე და სწავლების დროს გაითვალისწინეთ ეს დონე. 
  2. სწავლება მიმართული უნდა იყოს ზედა ზღვრისკენ. 
  3. შესთავაზეთ მოსწავლეებს დახმარება, მაგარამ არა იმაზე მეტი, ვიდრე საჭიროა. დაეხმარეთ მოსწავლეებს, შეადგინონ ახალი ამოცანის გადაჭრის გზები.
  4.  აჩვენეთ მოსწავლეებს მაგალითი, თუ როგორ შეიძლება მოცემული დავალების შესრულება.
  5.     რთული დავალება რამდენიმე პატარა, უფრო მარტივ ნაწილებად დაყავით.
  6. მიეცით კონკრეტული მითითებები/მიმართულება. 
  7.    დაუსვით კითხვები, რომლებიც დაეხმარება მოსწავლეებს, მოიფიქრონ გადაჭრის გზა.
  8.    გაუღვიძეთ მოსწავლეებს დავალების შესრულების მოტივაცია.
  9.    დროდადრო შეახსენეთ მოსწავლეებს, თუ რა არის მათი მიზანი მოცემული დავალების შესრულების დროს.
  10.  ხშირად შეაფასეთ მოსწავლეების პროგრესი და გაამხნევეთ ისინი.
  11. სწავლების პროცესში თქვენ მოსწავლის მეგზური და მრჩეველი უნდა იყოთ, და არა მისი მმართველი და ხელმძღვანელი.
  12. გამოიყენეთ უფრო კომპეტენტური თანატოლები მასწავლებლის როლში.
  13. წაახალისეთ ბავშვები, რომ გამოიყენონ ეგოცენტრული მეტყველება, განსაკუთრებით რთული დავალებების შესრულების დროს.

27.6.11

ჯგუფური მუშაობა


  1.         ჯგუფური მუშაობა გამოიყენება როგორც განვლილი მასალის გამეორებისა და განმტკიცების მიზნით, ისე პრაქტიკული მუშაობისას
  2.    ჯგუფური მუშაობა ეფუძნება კონსტრუქტივიზმის პრინციპებს.
  3.      კონსტრუქტივიზმი სწავლას მიიჩნევს, როგორც პროცესს, რომლის დროსაც მოსწავლე თავდ ახდენს  მასალის აგებას ანუ კონსტრუირებას.
  4.       გასათვალისწინებელია,  რომ ჯგუფური მუშაობის მეთოდი უნდა შეესაბამებოდეს გაკვეთილის მიზნებს.
  5.    ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა განისაზღვრება იმის მიხედვით , თუ რამდენი ბავშვია კლასში, როგორ სივრცეში მოუწევთ მუშაობა, მერხების განლაგებაზე. თუმცა აღსანიშნავია, რომ   მოსწავლეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 7–ს.
  6.      კვლევებმა აჩვენა, რომ თანამშრომლობითი ურთიერთობისთვის სასურველია, თუკი ჯგუფები დაკომპლექტდება არაერთგვაროვნად – ერთ ჯგუფში მოხვდებიან განსხვავებული აკადემიური  მიღწევების მქონე მოსწავლეები. 
  7.       საჭიროა, რომ მასწავლებელმა ნათლად განსაზღვროს ინსტრუქციები. მოსწავლეებს არ უნდა ჰქონდეთ ბუნდოვანი წარმოდგენა დავალების შესახებ.
  8.       კვლევებმა აჩვენა, რომ ჯგუფური მუშაობა დადებითად აისახება მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებთან მხოლოდ მაშინ, როცა თანამშრომლობა ურთიერთპატივისცემაზეა დამყარებული.
  9.      ჯგუფური მუშაობა კომპლექსური პროცესია. იმისათვის, რომ ჯგუფური მუშაობა

მორალური განვითარების თეორია


1.      მორალური განვითარება ბავშვის ზოგადი განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია.
2.      ბავშვთა შეხედულებები და მორალური პრინციპები მათი ქცევის განმსაზღვრელია.
3.      მორალური განვითარების თეორია ჩამოაყალიბა კოლბერგმა.
4.      კოლბერგი ადამიანის მორალურ განვითარებას სამ დონედ ჰყოფდა:
I.            პრეკონვენციური – ამ დონეზე მყოფ მოსწავლეებს (პატარა ბავშვები ძირითადად პრეკონვენციური მორალით ხელმძღვანელობენ. (თუმცა მაღალკლასელი მოსწავლეების და მოზრდილი საზოგადოების ნაწილიც ამ დონეზე აზროვნებს, სამწუხაროდ).  არ აქვთ გათავისებული საზოგადოების წესები და კონვენციები. ( საყოველთაოდ მიღებულ ნორმებს სწორ და არასწორ საქციელთან დაკავშირებით ) გადაწყვეტილებას იღებენ იმის მიხედვით, თუ რა შედეგი მოჰყვება მათ საქციელს თავად მათთვის (დასაჩუქრდებიან თუ დაისჯებიან).

პირველი სტადია: დასჯის თავიდან აცილება და დამორჩილება. (სკოლამდელი ასაკის

მეტაკოგნაცია


1.   ტერმინი „მეტაკოგნაცია“ გულისხმობს „აზროვნებას იმაზე, თუ როგორ ვაზროვნებთ“.
2.      მეტაკოგნაცია მოიცავს მოსწავლეთა ცოდნასა და შეხედულებებს თავიანთი კოგნიტური (შემეცნებითი) პროცესების შესახებ. იგი, აგრეთვე, გულისხმობს მოსწავლეთა აზროვნების იმ პროცესებსა და ქცევებს, რომლებსაც ისინი სწავლის და მეხსიერების გაუმჯობესების მიზნით იყენებენ.
3.      მეტაკოგნაცია მოიცავს
·         ფიქრს იმაზე, თუ რას მოიცავს აზროვნება და სწავლა;
·         ცოდნას ჩვენი მეხსიერებისა და სწავლის შესაძლებლობების შესახებ;
·         ცოდნას იმის შესახებ, თუ რეალურად რისი სწავლა შეგვიძლია მოცემულ დროში;
·         სწავლის პროცესის ეფექტურად დაგეგმვას;
·         სწავლის ეფექტიანი სტრატეგიების ცოდნასა და გამოყენებას მასალის ათვისებისას;
·         ცოდნას, თუ რა ვისწავლეთ და რამდენად კარგად გავიგეთ.
4.      დევიდ პერკინსი (ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი) : "რაც უფრო მეტი იციან

სოციალური განვითარება



1.      სოციალური განვითარება  მოიცავს სხვა ადამიანებთან ურთიერთობის, კომუნიკაციის უნარების განვითარებას.
2.      სოციალური უნარ–ჩვევებია: ამ ჩვევებს იძენენ თანატოლებთან ურთიერთობისას: მოლაპარაკება, დარწმუნება, თანამშრომლობა, კომპრომისზე წასვლა, ემოციური კონტროლი და კონფლიქტების გადაჭრა.
3.      თანატოლებთან ურთიერთობა ბავშვს ეხმარება ეგოცენტრიზმის გადალახვაში.
4.      ექსპერტები თანატოლთა შორის სტატუსის მქონე 5 სახეობას გამოყოფენ:
  • პოპულარული ბავშვები (უმრავლესობას მოსწონს, კარგი სოციალური უნარ–ჩვევები აქვთ)
  •  ჩვეულებრივი ბავშვები (საშუალო სიხშირით ასახელებენ იმ ბავშვთა რიცხვში, რომელიც მოსწონთ ან არ მოსწონთ).
  • სადავო ბავშვები  (ასახელებენ მეგობართა რიცხვში, თუმცა ეს სადავოა მეორე ნაწილისთვის).
  •  უგულებელყოფილი ბავშვები  (იშვიათად ასახელებენ იმ ადამიანთა რიცხვში, რომელიც მოსწონთ. ხშირად წყნარნი არიან და მარტო ყოფნა უყვართ.ზოგისთვის ეს სტატუსი დროებითია).
  •    უარყოფილი ბავშვები (უმრავლესობას არ მოსწონს, არ აქვს განვითარებული სოციალური უნარ–ჩვევები.შეიძლება დაჩაგვრის მსხვერპლი გახდეს).


5.      პიაჟეს განვითარების სტადიებზე დაყრდნობით იცვლება ბავშვის შეხედულება მეგობრობასთან დაკავშირებით:

მრავალმხრივი ინტელექტის თეორია


1.      ინტელექტის (გონებრივი ნიჭის) მახასიათებლებია:
·         ინტელექტი არის ცოდნის დაუფლების ანუ სწავლის უნარი;
·         ინტელექტი არის ადრე შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების ახალ სიტუაციებში გამოყენების უნარი;
·         ინტელექტს გააჩნია ადაპტაციის უნარი.
2.     ფსიქოლოგთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ  ადამიანის ინტელექტი და მის მიერვე ადრე შეძენილი ცოდნა განსხვავებული ცნებებია, თუმცა , ამავე დროს, ინტელექტუალური აზროვნება და ინტელექტუალური ქცევა დამოკიდებულია ადრე შეძენილ ცოდნაზე.“
>>> ინტელექტი არის ურყევი და უცვლელი თვისება; მისი შეცვლა შესაძლებელია სწავლისა და გამოცდილების საშუალებით.
3.    ზოგიერთი ფსიქოლოგი თვლის, რომ  ინტელექტი არის ერთი ზოგადი უნარი, რომელიც ყველა ადამიანს გარკვეულწილად გააჩნია და რომელსაც ისინი სხვადასხვა ამოცანის შესასრულებლადიყენებენ.“
4.     ჰოვარდ გარდნერი და ზოგი სხვა ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ ინტელექტი როდია უნარი, რომელიც ყველა ადამიანს გააჩნია, ინტელექტის სხვადასხვა ტიპი არსებობს; ადამიანებს შეიძლება სხვადსხვა სფეროშიუფრო მეტი ან ნაკლები ინტელექტი , ანუ გონებრივი უნარი გააჩნდეთ“.
5.      ჰოვარდ გარდნერი თვის, რომ ადამიანებს აქვთ სულ ცოტა 8 ერთმანეთისგან განსხვავებული უნარი, ანუ მრავალმხრივი ინტელექტი. ამას ემატება , ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში მეცხრე – ეგზისტენციალური ინტელექტი.გულისხმობს უნარს, იფიქროს, იაზროვნოს ფილოსოფიურ და სასულიერო საკითხებზე.

გარდნერის აზრით, ადამიანს შეიძლება გააჩნდეს:

განწყობის თეორია


      დ. უზნაძისთვის აღზრდა – ეს არის სწრაფვა იდეალურისკენ. „საკუთარი და სხვისი ცხოვრების ფორმაციის მიზანდასახული პროცესი“.
2.      აღზრდა სოციალურად განსაზღვრებადი პროცესია, რადგან ადამიანია თავისი არსით სოციალური.
3.      ბავშვი არ არის პატარა მოზრდილი, ამიტომ აღმზრდელი ვერაფერს გახდება, თუ არ ჩაწვდება ბავშვის ბუნებას.
4.      პედაგოგიკა ეფუძნება ბავშვის პსიქოლოგიური არსის შემეცნებას.
5.      „აღზრდის ძირითადი ტრაგედია“ამ ტრაგედიის გადალახვაში გადამწყვეტ

კოგნიტური განვითარების თეორია

(პიაჟე Jean_Piaget; დ. 9 აგვისტო, 1896, ნევშატელი — გ. 16 სექტემბერი, 1980, ჟენევა) — შვეიცარიელი ფსიქოლოგი. )


1.      კოგნიტური განვითარება – გულისხმობს მოსწავლის აზროვნების, შემეცნებითი თუ განსჯითი უნარებისა და ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარებას.
2.      პიაჟე: ბავშვები აგებენ ცოდნას სამყაროს შესახებ შემდეგი პროცესების დახმარებით:  სქემები, აკომოდაცია, ასიმილაცია და ექვილიბრიუმი.
სქემები –   იმ მსგავსი მოქმედებისა და ფიქრების ერთობლიობა, რომლებსაც ბავშვები სისტემატურად იყენებენ, როცა ისინი აგებენ ცოდნას სამყაროს შესახებ . როდესაც ახალ გამოცდილებას ვიძენთ, არსებული სქემები შეიძლება არაადეკვატური გახდეს. ამით ექვილიბრიუმი ირღვევა.

სერტიფიცირება

დავიწყეთ!
დაახლოებით ერთ კვირაში მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცები იწყება. ჩემი ბლოგი დახმარებას გაუწევს მათ, ვინც წელს პროფესიულ უნარებში აპირებს საკუთარი შესაძლებლობების  შემოწმებას. შემოგთავაზებთ ე.წ. კონსპექტებს, რომელიც  მოცემულ მასალას კიდევ ერთხელ გაგახსენებთ და გაგამეორებინებთ.
ძირითადი პოსტულატები ამოწერილია "განვითარებისა და სწავლის თეორიებიდან" (მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ნაწილი I, 2011)

22.6.11

არდადეგები

დაიწყო ყველასთვის საყვარელი არდადეგები!
სასიამოვნო  შთაბეჭდილებებით დატვირთულ ზაფხულს გისურვებთ!
იმედია, გზადაგზა საინტერესო ჩანაწერებს გააკეთებთ. გპირდებით, ყველაფერს დიდი ინტერესით და ყურადღებით გავეცნობი.
ძალიან მომენატრებით!

29.5.11

საგამოცდო ბილეთები, X კლასი



საკითხი 1– ეპიზოდის შინაარსი
საკითხი 2– მსჯელობა
საკითხი 3 – გრამატიკული ან თეორიული საკითხი
საკითხი 4– წლის მანძილზე ჩატარებული კვლევა

ბილეთი 1
  1.     პლატონისა და გვერდევანიძის შეხვედრა (დ.კლდიაშვილი–"სამანიშვილის დედინაცვალი")
  2.     VIII საუკუნის ქართლი და ქრისტიანების განსაცდელი იოვანე საბანისძის "აბოს წამების" მიხედვით 
  3.      მიმართვა და სასვენი ნიშნები მასთან
  4.     პროექტი –"კაი ყმა"

ბილეთი 2
  1.     ალუდასა და მუცალის შეხვედრა (ვაჟა–ფშაველა– "ალუდა ქეთელაური")
  2.     იოვანე საბანისძის ეროვნულ–სარწმუნოებრივი იდეალები
  3.     პოლიჟანრული ნაწარმოები
  4.      კვლევა – ზმნისწინების ძველი და ახალი ფორმები "ვეფხისტყაოსანში"

ბილეთი 3
  1. ნერსეს გზა – თბილისიდან თბილისამდე (ი.საბანისძე– "აბოს წამება")
  2.      "კაცია–ადამიანის" შესავლის ვარიანტები
  3.       ისტორიული სინამდვილე და ლიტერატურული ანაქრონიზმი
  4.     ავტორის პოზიცია პოემაში "ბედი ქართლისა

ბილეთი 4