"როდესაც გავეცანი მიხეილ ჯავახიშვილის "ჩანჩურას", მაშნვე სევდა და შეცოდების გრძნობა გამოიწვია ჩემში. საბრალო ჩანჩურა ჩემთვის დღევანდელი საწყალი ბავშვია, რომელიც ძალიან იჩაგრება.
საზოგადოებაში ყოველთვის იარსებებს ჩანჩურას მსგავსი ადამიანი– საბრალო, ღარიბი, საცოდავი, უბადრუკი, ტომარაჩამოცმული და დასაცინი, ხალხის გასართობი, უბრალო მასხარა, რომელსაც ყველა ერჩის , ძაღლიც კი." (ანანო კ)
12.6.10
ლექსი მეწყერი
"ტიციანი ფიქრობს, რომ ასე უბრალოდ ლექსი არ იწერება, რაშიც ვეთანხმები. ის ამბობს, რომ ლექსი უცბად მოგივა თავში, დაგეჯახება, მეწყერივით ჩაგრეცხავს და ფურცელზე დაგანარცხებს."
(სანდრო ც) :))))))
(სანდრო ც) :))))))
სიმბოლო– მყინვარი და თერგი
"მყინვარი გაჩერებულია და მის თავზე მხოლოდ ქარები დაქრიან, თერგი კი შეუჩერებელი მდინარეა. თერგი გიჟი ბაირონია, მყინვარი – წყნარი გოეთე.
თერგი ქართველის სისხლია, რომელიც გიჟივით მიქრის. ჩემი აზრით, მყინვარიც და თერგიც ძალიან დიდებულები არიან. მე ვფიქრობ, რომ როგორც თერგია ქართველის სისხლი, მყინვარი გულია, რომელსაც მტერი ვერასოდეს მიწვდება. "( ნიკა ს)

ილიას არჩევანი
"ილია "მგზავრის წერილებში" აღწერს თავის მოგზაურობას, განვლილ გზას. როცა ის ყაზბეგში მოხვდება, ორ დიდ ფენომენს "დაეჯახება". თერგი– მოძრავი, ენერგიული, უშრეტი, ცოცხალი, საქმიანი. მყინვარი– მძინარე, უძრავი, ქედმაღალი.
ილიას აზრით, ქვეყანამ თერგივით უნდა იცხოვროს, ენერგიულად, საქმიანად. ყოველდღე ახალ–ახალ გამოწვევებს უპასუხოს, მუდმივად ეღვიძოს , თორემ გაჩერების შემთხვევაში, გუბედ იქცევა და იქ ბაყაყები დასახლდებიან. მყინვარივით ცხოვრება ქვეყნისათვის სასიკეთო არაა, ერთ ადგილზე მყოფი ქვეყანა სხვებს ვერ აჯობებს, რადგან ცხოვრება ბრძოლაა. ბუნების კანონი– ბრძოლა გადარჩენისთვის! თუ არ იშრომე და განვითარდი, სხვა გაჯობებს შენზე ძლიერი, ამიტომ საჭიროა ყოველდღე ბრძოლა, მოძრაობა, ახლის მიღება, გაძლიერება, განვითარება. ასეთი პერსპექტივა კი მხოლოდ ისეთ ქვეყანას აქვს, რომელიც თერგივით იცხოვრებს.
ღამითაც კი ფხიზელი ადამიანი, რომელიც სამშობლოზე ფიქრობს, მზადაა მისთვის ყველაფერი გააკეთოს, ილიასათვის სათაყვანებელია.
ქვეყანა ძილით შორს ვერ წავა, საჭიროა ყოველდღიური მოძრაობა– ესაა ილიას მთავარი სათქმელი! " ( ნიკა ა)

9.6.10
კონკურსის განაცხადი
„10 დღის შთაბეჭდილება“
ცალ–ცალკე აღწერე და გადმოეცი ყველაზე საინტერესო 10 დღის შთაბეჭდილება, ეცადე, მისცე თხზულების ფორმა და დაასათაურო.
მიიღე მონაწილეობა კონკურსში „ზაფხულის საინტერესო დღე!“ ველი საინტერესო ამბავს! ყველა მოთხრობა ავტომატურად მიიღება კონკურსის განაცხადში! შედეგები გამოცხადდება 15 ოქტომბრამდე. ყველაზე საინტერესო ნაშრომები განაწილდება სამ საპრიზო ადგილზე.
IX კლასელთა საყურადღებოდ!
დაიწყო საზაფხულო აქცია– წიგნი გვიხმობს!
აირჩიე და წაიკითხე შენთვის სასურველი და საინტერესო ავტორი და ნაწარმოები
აირჩიე და წაიკითხე შენთვის სასურველი და საინტერესო ავტორი და ნაწარმოები
1.გურამ რჩეულიშვილი
- სიყვარული შემოდგომაზე
- ნელი ტანგო
- მუნჯი ახმედი და სიცოცხლე
- ალავერდობა
- უსახელო უფლისციხელი
- სიკვდილი მთებში
2. ილია ჭავჭავაძე
- გლახის ნაამბობი
VI კლასელთა საყურადღებოდ!
დაიწყო საზაფხულო აქცია– წიგნი გვიხმობს!
აირჩიე და წაიკითხე შენთვის სასურველი და საინტერესო ავტორი და ნაწარმოები
აირჩიე და წაიკითხე შენთვის სასურველი და საინტერესო ავტორი და ნაწარმოები
- · აკაკი წერეთელი – „ჩემი თავგადასავალი“
- · ლადო მრელაშვილი– „იყალთოელი ბიჭები“
- · ნოდარ დუმბაძე– „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“
- · რეზო ინანიშვილი– მოთხრობები
12.5.10
თავისუფლება
თუ გახსოვთ ვან გოგის "პატიმრები გასეირნების დროს"? ხო, აი, ეს სურათია, სტატიას რომ ახლავს. დღეს ეს სურათი შევუტანე მეცხრე კლასელებს, მცირე საუბრის შემდეგ დავალება გამოიკვეთა: შეურჩიეთ სათაური და დაწერე მოთხრობა, ჩანახატი, პუბლიცისტური წერილი, ესეი... მთავარია, გადმოსცეთ თქვენი ემოცია, რაც ამ სურათის ნახვის შემდეგ დაგეუფლათ! ქვემოთ მოცემულია ერთ–ერთი თემა, რომელიც ყველაზე მეტად მომეწონა.
ციხეში საღამოს საათებში ციხის უფროსმა გადაწყვიტა 30 წუთიანი „თავისუფლების“ და ფიქრების ჩვენება მოეწყო. მან მოიწვია ქვეყნის პროკურორი, რომ ენახებინა პატიმრები, მათი მდგომარეობა.
ისინი დადიან წრეზე, ორგანიზებულად, დისციპლინირებულად, ჩააცვეს შედარებით სუფთად. ამ საღამოს უფროსი ცდილობს, დაანახოს პროკურორს მორჩილება, „თავისუფლება“, ესაუბრება შეთხზულ ამბებზე, კანონის უზენაესობაზე, ცდილობს დაწინაურდეს, ერთი საფეხურით მაღლა ავიდეს იერარქიულ კიბეზე.
ამ დროს ერთ–ერთი პატიმარი წაიქცევა, მას ყურადღებას არავინ აქცევს, მათი ზომბირებული აღლუმი ცირკს ემსგავსება, არავის აინტერესებს პატიმრის განცდა, მათი გულის ტკივილი.
ყოველი მათგანი ცდილობს, როცა ფანჯრის საპირისპირო მხარეს მოხვდება, გახედვა მოასწროს.სურს, დაინახოს ის ვარსკვლავი,რომელსაც საღამოობით უყურებდა ღამის შუქზე. ენატრება ოჯახური სითბო, ბუხარი... უმცროსი თაობის ჟრიამულის, ბავშვების ფეხის ხმის მაგივრად ვირთხის ხმა ისმის. პატიმარს ერთი სული აქვს, ფრთები შეისხას და გაფრინდეს, მათ ფიქრს კი წყვეტს შეძახილი, რომელიც პატიმრებს საკნებში დაბრუნებისკენ უხმობს.
პროკურორი დიდი პატივით გააცილეს, პატიმრის ფიქრი კი კვლავ აგურმა შეისრუტა.
11.5.10
ოთხ კედელში დამწყვდეული ფიქრები
თუ გახსოვთ ვან გოგის "პატიმრები გასეირნების დროს"? ხო, აი, ეს სურათია, სტატიას რომ ახლავს. დღეს ეს სურათი შევუტანე მეცხრე კლასელებს, მცირე საუბრის შემდეგ დავალება გამოიკვეთა: შეურჩიეთ სათაური და დაწერე მოთხრობა, ჩანახატი, პუბლიცისტური წერილი, ესეი... მთავარია, გადმოსცეთ თქვენი ემოცია, რაც ამ სურათის ნახვის შემდეგ დაგეუფლათ! ქვემოთ მოცემულია ერთ–ერთი თემა, რომელიც ყველაზე მეტად მომეწონა.
და აი, კიდევ ერთი დღე, იგივე დღე, ისევ ის ფანჯარა, ისევ ის ხედი, ყვირილი, ცემა და... ისევ ვიღაც ახალი. ჩაკეტილი სივრცე, ჩაკეტილი ფიქრები, აზროვნება... ზედამხედველი , რომელიც დღედაღამ ყვირის, გვცემს და რატომ? მიწევს ყოველდღე პატარა, ოთხ კედელს შორის გამომწყვდეულ ეზოში წრეზე სეირნობა, ამით ვგრძნობ თავისუფლებას, იმდენად თავისუფლად ვერ ვარ– მე ხომ პატიმარი ვარ?! პატიმარი ჩაკეტილი, დამწყვდეული ფიქრებით , ჩემი გრძნობებით. ჰაერზე გასვლისას ვინ იცის, როგორი ბედნიერ ვარ, მაგრამ ამავდროულად უბედური. ისევ ის აგურებიანი კედელი, რომელსაც მოვალეობის მოხდის მიზნით ვუვლი წრეს, დამღლელია, მოსაბეზრებელი, მაგრამ მე ხომ პატიმარი ვარ?!
უსათაურო
თუ გახსოვთ ვან გოგის "პატიმრები გასეირნების დროს"? ხო, აი, ეს სურათია, სტატიას რომ ახლავს. დღეს ეს სურათი შევუტანე მეცხრე კლასელებს, მცირე საუბრის შემდეგ დავალება გამოიკვეთა: შეურჩიეთ სათაური და დაწერე მოთხრობა, ჩანახატი, პუბლიცისტური წერილი, ესეი... მთავარია, გადმოსცეთ თქვენი ემოცია, რაც ამ სურათის ნახვის შემდეგ დაგეუფლათ! ქვემოთ მოცემულია ერთ–ერთი თემა, რომელიც ყველაზე მეტად მომეწონა.
გაისმა ყველასათვის სანატრელი ზარი. ზედამხედველებმა ყველა გარეთ გაგვიყვანეს. ეზო ციხისგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ ზემოთ ცა ჩანდა. დანარჩენი ისეთივეა, როგორიც ჩვენი საკნები.როგორც წესი, სასეირნოდ დილით გავდივართ ხოლმე, მზე ამოსული როცა არაა! მზე ყველას მონატრებული გვაქვს. საკნებს ფანჯრები არ აქვს. ეზოშიც დილით გავდივართ. მხოლოდ ერთი დღე, მზიანი დღე, ემთხვევა ჩვენს სეირნობას. მაშინ ყველას გვიხარია, ვივიწყებთ ჩვენს დარდს და პატარებივით დავრბივართ. მაგრამ გულის სიღრმეში ვიცით, რომ კიდევ ერთი წელი უნდა მოვიცადოთ შემდეგ მხიარულებამდე. ზედამხედველები ამ დღეს გულკეთილობას იჩენენ და მთელი დღე „გარეთ“ ვართ.
ამ დღეს, როგორც სხვა ყველა დანარჩენს, დასასრული აქვს. გულდაწყვეტილები ვბრუნდებით „სახლში“ , მზარეული კი პიურესა და წყალს გვაძლევს.ვნაყრდებით და ჩამოვსხდებით რკინის საწოლებზე. ამ დროს მახსენდება ჩემი წინა ცხოვრება, ჩემი ცოლი, ცუგა და ბაბუა, რომელიც პატარაობისას ზღაპრებს მიყვებოდა, ნაცარქექიასა და კომბლეს კი არა, თავის გამოგონილს.
ამ ფიქრებში ჩამეძინა. მოვხვდი სადღაც გვირაბში. თავიდან ვიფიქრე– მოვკვდი–თქო, მაგრამ სინათლე არსად იყო. დავდიოდი უაზროდ, ხან კედელს ვეჯახებოდი , ხან კი ძირს ვვარდებოდი. უცებ სინათლე გამოჩნდა, ეს არ იყო ღვთაებრივი , ეს იყო უბრალო მზის სხივი.
ბოლო ამოსუნთქვის იმედზე!
თუ გახსოვთ ვან გოგის "პატიმრები გასეირნების დროს"? ხო, აი, ეს სურათია, სტატიას რომ ახლავს. დღეს ეს სურათი შევუტანე მეცხრე კლასელებს, მცირე საუბრის შემდეგ დავალება გამოიკვეთა: შეურჩიეთ სათაური და დაწერე მოთხრობა, ჩანახატი, პუბლიცისტური წერილი, ესეი... მთავარია, გადმოსცეთ თქვენი ემოცია, რაც ამ სურათის ნახვის შემდეგ დაგეუფლათ! ქვემოთ მოცემულია ერთ–ერთი თემა, რომელიც ყველაზე მეტად მომეწონა.
ვხვდები, რა არის ცხოვრება და რაოდენ მნიშვნელოვანია ის. გალია პატარაა. ვგრძნობ, როგორ ვეზიზღები ამ კედლებს, ისინი ყოველი მხრიდან გარს მერტყმიან და შემზარავი გამოხედვით ნელ–ნელა მაქუცმაცებენ. ვტირი. ჩვენ აქ ვართ, როგორც ბინძური მღრღნელები ბნელ სოროში და შოლტები კატის კლანჭებივით გვხვდება. ჰაერზე შვიდწუთიანი სეირნობა მხოლოდ სათაგურია, ვგრძნობ პურის ნამცეცების გემოს, მაგრამ შვიდი წუთის შემდეგ „ბახ“ და დაჭერილი ხარ.ვტირი. ხშირად ვფიქრობ თვითმკვლელობაზე, ხშირად ვვარდები კრუნჩხვებში, ხშირად ვტირი. ცხარე ცრემლები ავარვარებული ლავის მსგავსად გადმოდის ჩემი თვალებიდან და ვარდება გაყინულ ბეტონზე. ვტირი.
სათაგურს შევეჩვიე ისევე, როგორც კატის ბრჭყალებს. პურის ნამცეცი მყოფნის, რადგან მეტის იმედი არც მაქვს. რად უნდა ნაცრისფერ ჩიტს ან თუნდაც ნაცრისფერ მღრღნელს მეტი, როდესაც აქვს მტვერი?! ვტირი! გავიდა ხანი, ვგრძნობ მღრღნელის ბოლო ამოსუნთქვის სიახლოვეს. ვტირი! მხვდება შოლტი, ერთი, ორი... ეჰ, შეკუმშული ვარ. ვტირი! ვტირი! ვტირი! სათაგურში ვარ დამწყვდეული , პურის ნამცეცის გემო შევიგრძენი, ბნელდება, ვკვდები, ვტირი, მიხარია!"
3.5.10
კრწანისის ბრძოლა
კრწანისის ბრძოლა 1795, ბრძოლა ქართლ-კახეთისა და სპარსეთის ლაშქარს შორის თბილისთან, კრწანისის ველზე. აღა-მაჰმად-ხანმა თავისი ძალაუფლების განმტკიცების შემდეგ ერეკლე II-ს მოსთხოვა ქართლ-კახეთის სამეფოზე სპარსეთის ბატონობის აღდგენა და რუსეთთან კავშირის გაწყვეტა. გეორგიევსკის ტრაქტატის [1]ერთგული ერეკლე II რუსეთის მთავრობას დახმარებას სთხოვდა. სექტემბრის დასაწყისში აღა-მაჰმად-ხანი 35-ათასიანი ჯარით საქართველოსკენ გამოემართა და 8 სექტემბერს სოღანლუღ-იაღლუჯის ჩრდილოეთ კალთებსა და კუმისის ტბას შორის, მდ. მტკვრის ნაპირზე, ე. წ. სარვანის მინდორზე, დაბანაკდა. სპარსელთა ჯარში თავიანთი ლაშქრით იყვნენ განჯის მმართველი ჯავად-ხანი, ყარაბაღელ სომეხთა მელიქები მეჯლუმი და ჰაბოვი, ერევნის ხანი. აღა-მაჰმად-ხანის ამ გამოლაშქრებას ელოდნენ საქართველოში და მრავალრიცხოვანი ჯარის შეგროვებაც შესაძლებელი იყო, მაგრამ რუსეთის დახმარების მომლოდინე ერეკლე II-მ დროული და საჭირო ღონისძიებები ვერ გაატარა და მტერს მოუმზადებელი დახვდა. ქართველმა სარდლობამ გადაწყვიტა გამოეყენებინა მისადგომების რელიეფი და აეძულებინა მტერი ებრძოლა ისეთ პირობებში, რომ ვერ მოეხერხებინა ჭარბი ძალების გაშლა და ბრძოლაში ჩაბმა. (დააწკაპუნე)
2.5.10
ყველაზე ვრცელი რეცენზია
მოსწავლე არასოდეს კითხულობს თემებს კლასში, მხოლოდ მე მაქვს პრივილეგია გავეცნო მის ნაშრომს ჩემთვის, მივუწერო შენიშვნა და მოწონება ისე, რომ ამას სხვა ვერავინ ნახავს. ყოველთვის მიკვირს, რატომ არ კითხულობს იგი თავის თემებს, ის ხომ ასე კარგად წერს?! ასეა თუ ისე, ეს შესავალიც იმიტომ წავუმძღვარე რეცენზიას, რომ განეწყოთ, თქვენ ახლა იმას ნახავთ და გაიგებთ, რაც არ გინახავთ და არ გაგიგიათ.
მისი თემები ყოველთვის გამოირჩევა, თვითონ ამბობს , რომ ვერ წერს თემებს კლასში: „ვერ დავწერ თემას კლასში, მომეცით სახლში“. თუმცა, მერწმუნეთ, კლასშიც კარგ თემებს წერს! სწავლობს კარგად, დავალებებს ასრულებს, ძირითადად, გულმოგინედ. „ვფიქრობ, სწავლის ძირი სულაც არ არის მწარე. თუ სწავლა არ გინდა და ზიხარ უგულოდ, მოვალეობის მოხდის მიზნით, ამ დროს სწავლა, მართლაც, მწარეა, ხოლო, როცა ინტერესით სწავლობ, ეს სულ სხვა რამაა.“ მის თემებს ყოველთვის ეტყობა გულითაა ის დაწერილი თუ უგულოდ.
„შენი აზრით, როგორი ვიქნები მე?“ – ამ კითხვას ერთგან სვამს თავად ავტორი, ვეცდები, სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინც გავიცნოთ ეს მოსწავლე თავისი ფიქრით, ტკივილით, იმედით, სიხარულით, „სიგიჟეებითა“ (როგორც თვითონ უწოდებს, მე კი ამას „ახალგაზრდობას“ დავარქმევდი) და სიყვარულით.
მისი თხზულებები გამოირჩევა მრავალფეროვნებით, ეხება ბევრ თემას და უყურადღებოდ არ ტოვებს არაფერს. თბილისზე საუბრისას არ ავიწყდება კოლორიტების გახსენება, მეეზოვებისა და ტაქსისტების გარეშე თბილისს რა ხიბლი აქვს?! საუბრობს ქალაქზე ისევე, როგორც სხვა თემაზე, თ ბ ი ლ ა დ!
• „ტაქსის მძღოლებს უყვართ თავის თავზე ამბების მოყოლა (ოღონდ არა ნამდვილი ამბების), ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თავისი გამოგონილი ამბებით ართობენ მგზავრებს. მგზავრიც ხითხითით უხდის ფულს. იცის, რომ ყველაფერი მოგონილია. კი, მაგრამ, ამ ამბის მოგონებასაც ხომ უნდა ნიჭი?!“ – ამ გახსენების გარეშე თემა თბილისზე არასარულფასოვანი იქნებოდა.(დააწკაპუნე)
25.4.10
რეცენზია ექსტრემალის რვეულზე
„X-მა რომ მოინდომოს,
მეტს შეძლებსო“
(ხალხური სიბრძნე)
ძალიან ჭკვიანი და საინტერესო ადამიანის შემოქმედებაზე ვსაუბრობთ ახლა, ადამიანისა, რომელიც ხედავს ყველაფერს ლამაზს და აფასებს ჯეროვნად. X განწყობის ადამიანია, თუ არ უნდა ვერაფერი აიძულებს, რომ დავალება შეასრულოს, რაც არ არის კარგი და ეს თავადაც იცის. ხომ იცი?!
მოსწავლის თემები გამოირჩევა მხიარული, იუმორით გაჯერებული პასაჟებით. მაგალითად,

რეცენზია ძველ რვეულზე
ერთი ძალიან გაბედული თხოვნა და ეს რვეული ჩემთან აღმოჩნდა.
თხოვნა: „ამ რვეულში საკმაოდ ბევრი კარგი თემაა და ალბათ, მოგეწონებათ.“ (X)
მასწავლებელი – მე
თხოვნა – ძველი თემების წაკითხვა, მას მე გაბედული ვუწოდე და ახლავე ავხსნი, რატომ? იმიტომ, რომ ამ რვეულში ბევრი შეცდომაა (ისევე, როგორც ნებისმიერი მოსწავლის რვეულში, რომელიც საკუთარ თავს ეძებს და სწავლობს), X არ მოერიდა ამ შეცდომების ჩემთვის ჩვენებას.
ვფიქრობ იმწამსვე : „ეტყობა, მართლაც, კარგი თემები აქვს დაწერილი.“ !!!
დაპირება: „წავიკითხავ და ჩემს აზრსაც გეტყვი“. რთულია!
რთულია, მოითმინო სახლამდე, ტრანსპორტშივე გადავშალე და ისე გამიტაცა, კინაღამ გავცდი ჩემს გაჩერებას....
რეცენზია ჭკვიანი მოსწავლის რვეულზე
ერთი თხოვნა მაქვს, ბოლომდე ჩავიკითხოთ აქ დაწერილი, მით უფრო , რომ ძალიან საინტერესო ადამიანის აზრებზე გიყვებით. იგი ჭკვიანი ადამიანია, მოვლენებს ხედავს განსხვავებული კუთხით, გაოცებს აზროვნების სტილით.
წარმოდგენილია ბევრი საინტერესო თხზულება. ავტორს აქვს გადმოცემის განსხვავებული სტილი. ერთადერთი, აბზაცები არ უყვარს! სურს, რომ მისი ნაწერი კომპაქტური და შეკუმშული იყოს, ალბათ, ამაშიც თავისებური ხიბლია.
შთამბეჭდავი მსჯელობაა მოცემული ქართულ ლიტერატურაზე. სხვაგვარად რვეულს შეგვიძლია ვუწოდოთ „ფიქრები ქართულ ლიტერატურაზე.“ აქ ნახავთ ავტორის აზრს ვარსქენსა და შუშანიკზე, „ვეფხისტყაოსნის“ გმირებზე, ილია ჭავჭავაძეზე, ნიკოლოზ ბარათაშვილზე და კიდევ მრავალ მწერალსა თუ პოეტზე. თემებში ხშირად წააწყდებით სიტყვებს, რომლებსაც , როგორც წესი, ამ ასაკის ადამიანები არ იყენებენ. ნიძლავი მზადაა: თუ ნახავთ
რეცენზია 30 სიტყვიან თემებზე
შევთანხმდეთ, რომ განსჯის მიღმა დავინახავთ საოცარი იუმორის მქონე ადამიანს. მოსწავლის რვეულს სხვაგვარად შეგვიძლია დავარქვათ: „30 სიტყვიანი თემები“, ან „განსჯა 30 სიტყვაში“, რადგან მისი არც ერთი თემა არ აჭარბებს მითითებულ ლიმიტს. მაგრამ ამ 30 სიტყვაში ჩატეულია აზრი, მსჯელობა, ახალი პერსონაჟები ხასიათით და ქცევით. ამასაც ხომ უნდა ნიჭი?!
დავიწყოთ პერსონაჟებით, ავტორი გამოირჩევა კოლორიტი პერსონაჟების შექმნით. გადაავლეთ თვალი გალერეას: შანელა, მუმლი, მიხელიე –ავტორი პოემისა „სირაქლემა გაიქცა“, დურმიშხან ლემონჯავა, არმენჯანი, ზინა და კიდევ ბევრი ეპიზოდური როლის შემსრულებელი.
მოსწავლე ყოველთვის გამოირჩევა ორიგინალური ხედვით, უფრო მეტი ენთუზიაზმით წერს თავისუფალ თემებს და ეს კარგადაც გამოსდის.
თუმცა აქვე არ შემიძლია, რომ არ აღვნიშნო: მოსწავლე უფრო მეტი პასუხისმგებლობით რომ მოიქცეს, დაძლიოს სიზარმაცე და მეტი სერიოზულობა გამოიჩინოს, უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს.
რას არ შეხვდებით მის რვეულში?! გთავაზობთ „მარგალიტებს“ :
22.4.10
უცხო ენათა ბგერების გადმოღების ზოგიერთი წესის შესახებ
ქართულ ენაში უცხო ენებიდან ძალიან ბევრი სიტყვაა შემოსული და დამკვიდრებული, ზოგიერთი სიტყვა ჩვენ თვალწინ იკიდებს ფეხს. იმისათვის, რომ არ დავუშვათ შეცდომები მეტყველების თუ წერის დროს, უნდა ვიცოდეთ რამდენიმე წესი. თუმცა აქვე აღვნიშნავთ, რომ ხშირად გვხვდება გამონაკლისიც. ჯერ დავიმახსოვროთ წესი და შემდეგ – გამონაკლისებს.
1. უცხო ენიდან შემოსულ სიტყვათა ერთ რიგს დედანში ჰ აქვს, მაგრამ ზოგჯერ შეცდომით (რუსულის გავლენით) გ–ს ხმარობენ, რაც დაუშვებელია.
· ბეჰემოთი (და არა ბეგემოტი)
· ჰალუცინაცია (და არა გალუცინაცია)
· ჰარმონია
(და არა გარმონია)
· ჰიპნოზი (და არა გიპნოზი)
· ჰემოგლობინი (და არა გემოგლობინი)
· ჰერკულესი (და არა გერკულესი)
· ჰექტარი (და არა გექტარი)
9.4.10
ვდგევარ თუ ვდგავარ? ვგევარ თუ ვგავარ? ვყევარ თუ ვყავარ?
ვდგავარ, ვყავარ, ვგავარ – მდგომარეობის აღმნიშვნელი ზმნებია. I და II პირში ეს ზმნები საჭიროებენ ვარ და ხარ მეშველ ზმნებს. ჩამოთვლილ ფორმებში მეშველი ზმნები წარმოდგენილია:
I პირი II პირი III პირი
I პირი II პირი III პირი
ვდგა–ვარ დგა–ხარ დგა–ს – მესამე პირში კი
ვგა–ვარ ჰგავ–ხარ ჰგავ–ს – მარტივი
ვყა–ვარ ჰყავ–ხარ ჰყავ–ს– ფორმები გვაქვს
დავაკვირდეთ ზმნებს,ფუძეში სამივე პირში წარმოდგენილია ხმოვანი –ა–. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ პარალელური შეცდომითი ფორმები გაჩნდა მხოლოდ I და II პირში (ვდგევარ, დგეხარ, ვყევარ, ჰყევხარ, ვგევარ, ჰგევხარ), ხოლო III პირში მსგავსი შეცდომა არ წარმოშობილა.
საინტერესოა, საიდან მივიღეთ უმართებულო ფორმები. ამის მიზეზია ანალოგია.(უფრო მეტი)
Subscribe to:
Posts (Atom)