21.11.11

პირის ნიშნები (I ნაწილი)



1.      პირის ნიშნის რაობა.
ზმნის პირი გამოიხატება სპეციალური ნიშნით– პირის ნიშნით, რომლის ფუნქციაა, განასხვაოს ერთი პირი მეორისგან.

 მე   –წერ                 ჩვენ    –წერ–              
შენ      წერ                 თქვენ       წერ–
    ის        წერ–ს            ისინი        წერ–ენ
2.      სუბიექტური პირის ნიშნები.
   I და II პირში სუბიექტის ნიშნები პრეფიქსებია, ხოლო  III პირში – სუფიქსები.
Ø  I სუბიექტური პირის ნიშანია მხოლობით რიცხვში მხოლოდ ვ– პრეფიქსი, მრავლობითში კი ვ–თ პრეფიქს–სუფიქსი. 
    
მე  –კითხულობ
ჩვენ  –კითხულობ–

Ø   II სუბიექტური პირის ნიშანი.  ძველ ქართულში              II სუბიექტური პირის ნიშნების ხმარების წესი ახალთან შედარებით მკვეთრად განსხვავებული იყო. 


დღეს
მხოლობით რიცხვში II სუბიექტური პირის აღსანიშნად სპეციალური ნიშანი აღარ გამოიყენება. უნიშნობა არის სწორედ  II სუბიექტური პირის ნიშანი მხოლობით რიცხვში, მრავლობითობას კი –თ სუფიქსი გამოხატავს.
შენ       კითხულობ
თქვენ  კითხულობ–  


ძალიან საინტერესოა II სუ–ბიექტური პირის ნიშნის ისტორია, ძველ ქართულ ტექსტებში II  სუბიექტური პირის აღსანიშნად სხვადასხვა დროს გვხვდება:                  
– პრეფიქსი (პოვე), 
–პრეფიქსი (წუხდეთ),     
   – პრეფიქსი (ტირი) და        0 (იბანე).                               
    ხ– პრეფიქსის კვალი ახლაც შემორჩენილია ორ ზმნაში
  ხ–არ და მო–ხ–ვედ–ი.  


III სუბიექტური პირის ნიშნებია  მხოლობით რიცხვში –ს, –ა და –ო სუფიქსები; მრავლობით რიცხვში : –ენ, – ნენ, –ან, –ეს  და –ნ სუფიქსები. 

I სუბიექტური პირის შემთხვევაში მრავლობით რიცხვში პირს და რიცხვს სხვადასხვა სუფიქსები გამოხატავს.    მაგალითად, –ხატავ–.            აქ  ვ–პრეფიქსი I პირს აღნიშნავს, ხოლო –თ სუფიქსი მრავლობითობას გვიჩვენებს.     III სუბიექტური პირის შემთხვევაში კი სუფიქსები ორმაგი ფუნქციის მატარებელნი არიან, ისინი ერთდროულად აღნიშნავენ პირსაც და რიცხვსაც.  


                                   სუბიექტური პირის ნიშნები

პირი
მხოლობითი რიცხვი
მრავლობითი რიცხვი
I
ვ– ––––
ვ– –––– –თ
II
0– ––––
0– –––– –თ
III
–––– –ს, –ა, –ო
–––– –ნ, –ენ, –ან, –ნენ, –ეს





No comments: