Showing posts with label მათმა. Show all posts
Showing posts with label მათმა. Show all posts
30.6.12
მართლწერის საკითხები ნაცვალსახელებთან დაკავშირებით
(II ნაწილი)
1. ვინ? კითხვითი ნაცვალსახელი, თუნდაც ის მრავალს გამოხატავდეს, ზმნა მხოლობითის ფორმით შეეწყობა: ვინ მოვიდა? (და არა ვინ მოვიდნენ?)
2. ასევე დაუშვებელია კითხვითი ვინ? და რა? ნაცვალსახელების მრავლობითის -ებ სუფიქსით წარმოება. თუ გვსურს გამოვხატოთ სიმრავლე, ამისათვის ენას სხვა ხერხისათვის მიუგნია და ეს ხერხია იმავე ნაცვალსახელთა გამეორება. ვინ და ვინ მოვიდნენ? რა და რა საგნებს სწავლობთ? (და არა ვინები მოვიდნენ? რაებს სწავლობთ?)
3. ვიღაცა და რაღაცა განუსაზღვრელობითი ნაცვალსახელები მრავლობითში უნდა იყოს შემდეგი ფორმით: ვიღაც-ებ-ი, რაღაც-ებ-ი. (და არა ვიღაცეები და რაღაცეები).
4. ურთიერთ ნაცვასახელით ნაწარმოები სიტყვები იწერება ერთად. მაგალითად,
Subscribe to:
Posts (Atom)
