4.10.10

VII კლასი, ტესტი 3



დავალება 1. გახაზე მოცემულ ორ სიტყვას შორის რომელია უფრო მძაფრად ნათქვამი:
·         მაღალი,  აყლაყუდა
·         უსიამოვნო,  შემზარავი
·         ტირილი, მოთქმა
·         დააცხრა, დასწვდა
·         მოზრდილი,  ვეება
დავალება 2. შეავსე გამოტოვებული სიტყვები
ქომაგი, გატრუნული, მელოტი
·         გაჩუმებული, ––––––––––––
·         გულშემატკივარი,––––––––––––––––
·         უთმო, –––––––––––––
3. რას ნიშნავს სიტყვა „ნაოსტატარი“?
ა. ნამოქმედარი      ბ. ოსტატი        გ.ოსტატყოფილი      დ. გაფუჭებული
4. შეაერთე სიტყვები ისე, რომ მივიღოთ ერთი სიტყვა
მეტი                   ჩაქინდრული
თავი                      ცხვირა 
გრძელი                სახელი
5. დაასრულე ანდაზა: „მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენ...“
ა. ის კი ხორცს ახრამუნებდაო.
ბ. მას კი თვალი ცხვრისკენ ეჭირაო.
გ. ის კი ყველაფერს უჯერებდაო.
დ. მე თავად კითხვა არ ვიციო.


IV კლასი, ტესტი 2



1.რა იყო მიზეზი იმისა, რომ ქონდარუხი უამრავ სიზმარს ნახულობდა?

2. შემოხაზე სწორია თუ არასწორი:
·         ბაიამ ქონდარუხი ტყეში გაიცნო.                                  
სწორია                არასწორია
·         სალამურას ზარმაცმა ჭიამაიებმა საქმე გაუფუჭეს.    
 სწორია               არასწორია
·         ბაიას წითელი ყაყაჩოს კაბა ემოსა.                               
 სწორია               არასწორია
·         ქონდარუხი ძალიან ჭირვეული უფლისწული იყო.  
სწორია             არასწორია
·         ბაიას არ ენახა მთვარე, სალამურას კი– მზე.                 
სწორია               არასწორია
·         გრიგალის შედეგად სალამურამ 50 ჭიამაია დაკარგა.  
სწორია              არასწორია
·         არავინ იცის, რა ერქვა ქონდარუხის სამშობლოს.        
სწორია              არასწორია
·         სალამურა ქონდარეთის აღმოსავლეთით, მეცხრე მთაზე  მწყემსავდა ჭიამაიებს.   სწორია              არასწორია
·         ჭიამაიებს სალამურის ხმა აღვიძებდათ.  
სწორია              არასწორია






X კლასი, ტესტი 3



1.რას ნიშნავს სიტყვა „მკელობელი“?
ა. მკერავი      ბ. კოჭლი     გ. მესანთლე     დ. მეფსალმუნე
2. რას ნიშნავს სიტყვა „მეცნიერნი“ წინადადებაში: „ქრისტეანენი და მეცნიერნი მისნი ცრემლოოდეს მისთჳს“?
ა. ნასწავლნი     ბ. მწიგნობარნი    გ. ნაცნობნი     დ. მუშაკნი
3. შეაერთე საერთო ძირის მქონე სიტყვები
საკრველი                                  სირბილი
სრბა                                            მლიქვნელი
მყოვარ ჟამ                                  შეკვრა
ქველი                                         დააყოვნა
ლიქნა                                           ქველმოქმედება
4. მოცემულია სიტყვების მარაგი. ამ მარაგში იპოვე და მიუწერე ქვემოთ ჩამოთვლილს შინაარსით ახლოს მდგომი სიტყვები.
კოჭლი,  კისერი,  ბორკილი, უვიცი, ნავთი, მბრწყინავი, საჩუქარი, კეთილი
·         საკრველი,    –––––––––––––
·         მოტყინარჱ, –––––––––––––
·         ქველი,        –––––––––––––
·         მკელობელი, –––––––––––––
·         უცები,      –––––––––––––
·         ნაფთი,     –––––––––––––
·         ქედი,       –––––––––––––
·         ნიჭი,      –––––––––––––
5. რას ნიშნავს „დაიბეჭდა ჯუარი“ წინადადებაში: „თჳთცა დაიბეჭდა ჯუარი.“?
ა. პირჯვარი გადაიწერა                             გ. წიგნში დაბეჭდა ჯვარი
ბ. პირჯვარი გადასწერა                             კედელზე დახატა ჯვარი
6. შეაერთე სწორად:
განსთქუმედ                                       გავაქროთ
შეიტყუვნიან                                      პირი შეკრეს
განვაქარვოთ                                      აღშფოთდნენ
აღიძრნეს                                             ვცხოვრობდე
შეიზრახნეს                                        გაიხადა
ვცხონდებოდე                                    სცდებიან
განიძარცუა                                        ხმას დააგდებენ
7. რას ნიშნავს ძველ ქართულში სიტყვა „კერეონი“?
ა. დიდი სანთელი     ბ. პატარა სანთელი     გ. ოთახი      დ. საპყრობილე
8. ტექსტში ნათქვამია, რომ აბო საპყრობილეში „უღარღილოდ“ ფსალმუნებდა და ლოცულობდა. რას ნიშნავს სიტყვა „უღარღილოდ“?
ა. გულმხურვალედ       ბ. ამაყად         გ. უხმოდ         დ. ტირილით
9. გახაზე სწორია თუ არასწორი?
  • აბო შობის ღამეს აწამეს. (სწორია / არასწორია)
  • აბო არაბი ჭაბუკი იყო. (სწორია / არასწორია)
  • აბომ ქრისტიანობა ბაღდადშ მიიღო . (სწორია / არასწორია)
  • ნერსე ბაღდადში სიკვდილით დასაჯეს. (სწორია / არასწორია)
  • ხაზარები მაჰმადიანები იყვნენ. (სწორია / არასწორია)
  • აბო მენელსაცხებლე იყო. (სწორია / არასწორია)
  • არაბი ჭაბუკი ჯერ გაეცნო საღვთო წერილებს და შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება სარწმუნოების შეცვლის შესახებ. (სწორია / არასწორია)
  • „როგორც იმ კედელს, რომელსაც მიყრდნობილი ხარ, არ ესმის ჩვენი სიტყვები, ისე მე არ მესმის, რას მეუბნები“– უტხრააბომ ამირას. (სწორია / არასწორია)
 







VII კლასი, ტომის დასჯა



დავალება 1. მოცემული გვაქვს სიტყვების მარაგი. ამ მარაგში იპოვე და მიუწერე ქვემოთ ჩამოთვლილს შინაარსით ახლოს მდგომი სიტყვა:
1.მედიდური, გონიერი, მამაცი (2 ქულა)
·         ჭკვიანი,     –––––––––––––
·         უშიშარი,   –––––––––––––                                                        
·         ამაყი,         –––––––––––––
2. კადნიერება, უკმეხობა, მოწიწება (2 ქულა)
·         მორიდება,   –––––––––––
·         უხეშობა,       –––––––––––
·         მეტისმეტი სითამამე, თავხედობა, –––––––––––
3. სუნთქვის შეკვრა, თავის დაძვრენა, ცხვირის აბზუება (3 ქულა)
  • გამოსავლის მოძებნა, –––––––––––––––
  • იუკადრისა, –––––––––––––––––
  • გაშეშება, ––––––––––––––––
დავალება 2. ფრჩხილებში ჩაწერე ხაზგასმული სიტყვის მსგავსი მნიშვნელობის მქონე სხვა სიტყვა. (3 ქულა)
1.გოგონამ შეაჩნია, ზურგი შეაქცია და გაიბუსხა. (––––––––––––––––––––––––)
2.მასწავლებელი კათედრაზე აფოფხებულიყო და მშვიდად თვლემდა.(–––––––––––––)
3.ტომი მიხვდა, რომ ეს კარგის ნიშანი არ იყო.  (––––––––––––––––––––––––––––––––––)
დავალება 3. გადახაზე ზედმეტი სიტყვა. (2 ქულა)
გაოცდა ;  გაშეშდა;    ჩაეძინა ;     შეკრთა;    შეცბა  ;   გაბრაზდა;     სუნთქვა შეეკრა
დავალება 4. რა არის „გრიფელის დაფა“? (2 ქულა)











IV კლასი, ტესტი 1



1.ჩასვი გამოტოვებული სიტყვა:
·         დღეს ძალიან მინდოდა კინოში წასვლა, მაგრამ ბილეთი ვერ ვიშოვე და დავრჩი ასე    .............. .
               ა) გახარებული       ბ)აღფრთოვანებული     გ) გაწბილებული    დ) ბეჯითი

·         სასახლის   ............  შეაშფოთა ქონდარუხის საქციელმა
               ა) კარიბჭე                  ბ) კარები                       გ) კიბე                დ) კარი

·         სალამურის დაკვრის  შემდეგ გაისმა საოცარი .................. .
             ა) მუსიკა                ბ) ჰანგები              გ) გალობა               დ) გუგუნი

·         .................  არის მამაკაცის ზედა სამოსელი, ბეწვშემოვლებული.
              ა) პერანგი          ბ) შარვალი        გ) ქულაჯა       დ) ჩოხა

·         ციცინათელების მზეთუნახავს ყვითელი ყვავილის, ............. , სახელი ერქვა.
            ა) ბაიას               ბ) ყაყაჩოს                 გ) ენძელას            დ) ვარდის
2.  რა ცვლილებები გამოიწვია უცნაურმა სიზმარმა უფლისწულის ხასიათში?

3. რა სარგებლობა მოჰქონდათ გაწვრთნილ ჭიამაიებს ხალხისათვის?