19.3.10
საინტერესოა ადამიანი
საინტერესოა ადამიანი....
საინტერესოა ყველა ადამიანი!
საინტერესოა ზოგი–მეტად, ზოგი– ნაკლებად, მაგრამ მაინც საინტერესოა.
ახალ გარემოში მოხვედრისას მიზიდავს სწორედ ის, რომ იქ ბევრი რამაა ჯერ შეუცნობელი, ამოუცნობი, გასათვალისწინებელ–დაკვირვებადი.
ხოდა, დაკვირვებიხართ, როგორ იქცევიან გარშემომყოფნი?!
დაფიქრებულხართ იმაზე, რომ რამდენიმე ჯგუფი არსებობს და ყველა, მეტად თუ ნაკლებად, თავის ადგილს პოულობს კონკრეტულ ჯგუფში.
მე ვერ ჩამოვთვლი ამ ჯგუფებს აქ და არა იმიტომ, რომ არ ვარ დარწმუნებული, ან რამე
მიჭირს, არა, უბრალოდ, ყველას თავისი კლასიფიკაცია მოეპოვება. გააზრებულ–გაუაზრებელი... გაცნობიერებულ–გაუცნობიერებელი...
გაგიზიარებთ რამდენიმე საკითხს, რომელიც , იმედია, სიცხადეს შეიტანს თქვენს კლასიფიკაციაში, თუ , რა თქმა უნდა, იქ ჯერ კიდევ ნისლია...
ჩემთვის ყველაზე საინტერესოა
1. ადამიანის მიერ წამოცდენილი სიტყვები;
2. მის ნაწერში აღმოჩენილი შეცდომები;
3. ჩვეული ჟესტები თუ მოძრაობა;
4. რა სიტყვები ავიწყდება, რა სახელებს ვერ იხსენებს და რა ნივთებს ვერ პოულობს;
ყოველივე ეს იხსნება დაღლილობით, "გაფანტულობით"... ამიტომაც ამას ჩემთვის ჰქვია "უნებლიე მასალა" ან სხვაგვარად, "მე კი გაჩვენებ , ვინ ვარ, მაგრამ შენ თუ არ მოგწონს, დაღლილობით ახსენი".
ფროიდის არ იყოს, ამგვარ მოქმედებებს ყოველთვის აქვს საზრისი და ტენდენცია. ისინი ემსახურებიან გარკვეულ განზრახვებს.
ყოველთვის მაინტერესებს, როცა იწყებენ სიზმრების მოყოლას– ზოგი ბოდვას ჰგავს, ზოგი– ფანტასტიკას, ზოგი– გარკვეულია და ზოგი–გაურკვეველი... ამ დროს უნდა გვახსოვდეს (იუნგი თავისთავად), რომ რასაც ვყვებით და რასაც ვიხსენებთ ძილის შემდეგ, ეს ის არ არის, რაც ვნახეთ... ეს მხოლოდ იმას ჰგავს, რაც ვნახეთ.... საინტერესოა ადამიანი, როცა ის სიზმარს ჰყვება... შეგიძლია, მოსმენის დასრულებას არ დაელოდო და პირდაპირ დაუშვა, რომ ის იტყუება! (ოღონდ ამას ხმამაღლა ნუ იტყვით, ვერ გაგიგებენ!)
და ბოლოს,
მიყვარს ადამიანი, რომელიც თვალებში მიყურებს, რომელიც თვალს არ მარიდებს, რომელიც პირდაპირ ამბობს სათქმელს, რომელიც ბოლომდე იცავს თავის აზრს და... რომელიც მიყვება თავის სიზმარს... თავის დიდ ტყუილს, როგორც სიმართლეს...
Labels:
ადამიანი,
პრობლემა,
საინტერესო,
სიზმარი,
ტყუილი
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment