„X-მა რომ მოინდომოს,
მეტს შეძლებსო“
(ხალხური სიბრძნე)
ძალიან ჭკვიანი და საინტერესო ადამიანის შემოქმედებაზე ვსაუბრობთ ახლა, ადამიანისა, რომელიც ხედავს ყველაფერს ლამაზს და აფასებს ჯეროვნად. X განწყობის ადამიანია, თუ არ უნდა ვერაფერი აიძულებს, რომ დავალება შეასრულოს, რაც არ არის კარგი და ეს თავადაც იცის. ხომ იცი?!
მოსწავლის თემები გამოირჩევა მხიარული, იუმორით გაჯერებული პასაჟებით. მაგალითად,
25.4.10
რეცენზია ძველ რვეულზე
ერთი ძალიან გაბედული თხოვნა და ეს რვეული ჩემთან აღმოჩნდა.
თხოვნა: „ამ რვეულში საკმაოდ ბევრი კარგი თემაა და ალბათ, მოგეწონებათ.“ (X)
მასწავლებელი – მე
თხოვნა – ძველი თემების წაკითხვა, მას მე გაბედული ვუწოდე და ახლავე ავხსნი, რატომ? იმიტომ, რომ ამ რვეულში ბევრი შეცდომაა (ისევე, როგორც ნებისმიერი მოსწავლის რვეულში, რომელიც საკუთარ თავს ეძებს და სწავლობს), X არ მოერიდა ამ შეცდომების ჩემთვის ჩვენებას.
ვფიქრობ იმწამსვე : „ეტყობა, მართლაც, კარგი თემები აქვს დაწერილი.“ !!!
დაპირება: „წავიკითხავ და ჩემს აზრსაც გეტყვი“. რთულია!
რთულია, მოითმინო სახლამდე, ტრანსპორტშივე გადავშალე და ისე გამიტაცა, კინაღამ გავცდი ჩემს გაჩერებას....
რეცენზია ჭკვიანი მოსწავლის რვეულზე
ერთი თხოვნა მაქვს, ბოლომდე ჩავიკითხოთ აქ დაწერილი, მით უფრო , რომ ძალიან საინტერესო ადამიანის აზრებზე გიყვებით. იგი ჭკვიანი ადამიანია, მოვლენებს ხედავს განსხვავებული კუთხით, გაოცებს აზროვნების სტილით.
წარმოდგენილია ბევრი საინტერესო თხზულება. ავტორს აქვს გადმოცემის განსხვავებული სტილი. ერთადერთი, აბზაცები არ უყვარს! სურს, რომ მისი ნაწერი კომპაქტური და შეკუმშული იყოს, ალბათ, ამაშიც თავისებური ხიბლია.

თემებში ხშირად წააწყდებით სიტყვებს, რომლებსაც , როგორც წესი, ამ ასაკის ადამიანები არ იყენებენ. ნიძლავი მზადაა: თუ ნახავთ
რეცენზია 30 სიტყვიან თემებზე
შევთანხმდეთ, რომ განსჯის მიღმა დავინახავთ საოცარი იუმორის მქონე ადამიანს. მოსწავლის რვეულს სხვაგვარად შეგვიძლია დავარქვათ: „30 სიტყვიანი თემები“, ან „განსჯა 30 სიტყვაში“, რადგან მისი არც ერთი თემა არ აჭარბებს მითითებულ ლიმიტს. მაგრამ ამ 30 სიტყვაში ჩატეულია აზრი, მსჯელობა, ახალი პერსონაჟები ხასიათით და ქცევით. ამასაც ხომ უნდა ნიჭი?!
დავიწყოთ პერსონაჟებით, ავტორი გამოირჩევა კოლორიტი პერსონაჟების შექმნით. გადაავლეთ თვალი გალერეას: შანელა, მუმლი, მიხელიე –ავტორი პოემისა „სირაქლემა გაიქცა“, დურმიშხან ლემონჯავა, არმენჯანი, ზინა და კიდევ ბევრი ეპიზოდური როლის შემსრულებელი.
მოსწავლე ყოველთვის გამოირჩევა ორიგინალური ხედვით, უფრო მეტი ენთუზიაზმით წერს თავისუფალ თემებს და ეს კარგადაც გამოსდის.
თუმცა აქვე არ შემიძლია, რომ არ აღვნიშნო: მოსწავლე უფრო მეტი პასუხისმგებლობით რომ მოიქცეს, დაძლიოს სიზარმაცე და მეტი სერიოზულობა გამოიჩინოს, უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს.
რას არ შეხვდებით მის რვეულში?! გთავაზობთ „მარგალიტებს“ :
22.4.10
უცხო ენათა ბგერების გადმოღების ზოგიერთი წესის შესახებ
ქართულ ენაში უცხო ენებიდან ძალიან ბევრი სიტყვაა შემოსული და დამკვიდრებული, ზოგიერთი სიტყვა ჩვენ თვალწინ იკიდებს ფეხს. იმისათვის, რომ არ დავუშვათ შეცდომები მეტყველების თუ წერის დროს, უნდა ვიცოდეთ რამდენიმე წესი. თუმცა აქვე აღვნიშნავთ, რომ ხშირად გვხვდება გამონაკლისიც. ჯერ დავიმახსოვროთ წესი და შემდეგ – გამონაკლისებს.
1. უცხო ენიდან შემოსულ სიტყვათა ერთ რიგს დედანში ჰ აქვს, მაგრამ ზოგჯერ შეცდომით (რუსულის გავლენით) გ–ს ხმარობენ, რაც დაუშვებელია.
· ბეჰემოთი (და არა ბეგემოტი)
· ჰალუცინაცია (და არა გალუცინაცია)
· ჰარმონია
(და არა გარმონია)
· ჰიპნოზი (და არა გიპნოზი)
· ჰემოგლობინი (და არა გემოგლობინი)
· ჰერკულესი (და არა გერკულესი)
· ჰექტარი (და არა გექტარი)
9.4.10
ვდგევარ თუ ვდგავარ? ვგევარ თუ ვგავარ? ვყევარ თუ ვყავარ?
ვდგავარ, ვყავარ, ვგავარ – მდგომარეობის აღმნიშვნელი ზმნებია. I და II პირში ეს ზმნები საჭიროებენ ვარ და ხარ მეშველ ზმნებს. ჩამოთვლილ ფორმებში მეშველი ზმნები წარმოდგენილია:
I პირი II პირი III პირი
I პირი II პირი III პირი
ვდგა–ვარ დგა–ხარ დგა–ს – მესამე პირში კი
ვგა–ვარ ჰგავ–ხარ ჰგავ–ს – მარტივი
ვყა–ვარ ჰყავ–ხარ ჰყავ–ს– ფორმები გვაქვს
დავაკვირდეთ ზმნებს,ფუძეში სამივე პირში წარმოდგენილია ხმოვანი –ა–. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ პარალელური შეცდომითი ფორმები გაჩნდა მხოლოდ I და II პირში (ვდგევარ, დგეხარ, ვყევარ, ჰყევხარ, ვგევარ, ჰგევხარ), ხოლო III პირში მსგავსი შეცდომა არ წარმოშობილა.
საინტერესოა, საიდან მივიღეთ უმართებულო ფორმები. ამის მიზეზია ანალოგია.(უფრო მეტი)
5.4.10
ტიციან ტაბიძე – "ცისფერი ყანწებით" (I ნაწილი)
მოდერნული ხელოვნება ღვიძლი შვილია ქალაქის. მთვრალი გოლიათის სუნთქვით გაიზარდა იგი, მის აკვანზე ნიმფების მაგიერ მოხეტიალე მემუსიკენი მღეროდნენ ნანას, ბუნებას არ უწოვებია მისთვის ძუძუ, შავი ქალაქის ნისლით და მკთომარე გაზით იზრდებოდა. ამიტომ დასაბამითვე მას თან დაყვა ნაღველი პირველყოფილი ლაღი ცხოვრების მოგონებისა, ქალაქის ელექტრონის ფარნებზე წარმოუდგებოდა ნანატრი წარსული. სარწმუნოება მკვდარია, მაგრამ უამისოდ არ შეიძლება ცხოვრება, აქ იწყება მითის ქმნა, გაძარცულ სამსხვერპლოზე ჩნდებიან მითის მქმნელნი (......)
Labels:
პაოლო,
პოეტი,
საინტერესო,
სიმბოლიზმი,
ტიციანი,
ცისფერი ყანწები
Subscribe to:
Posts (Atom)