S1 პირის
ნიშანი (ვ– პრეფიქსი) გაუგებრობას იწვევს ზოგიერთი რთული ზმნის შემთხვევაში. რთული
ზმნა ორი ნაწილისგან შედგება – ზმნური ფუძისა და მეშველი ზმნისგან.
შენ უარყოფ შენ ნათელყოფ შენ უკუაგდებ
მე? მე? მე?
ის უარყოფს ის ნათელყოფს ის უკუაგდებს
S2 და S3 პირების შემთხვევაში ნათელი სურათია: პირველ შემთხვევაში
ნიშანი არ აქვს (შენ უარყოფ), მეორე შემთხვევაში კი სუფიქსი –ს დაერთვის ზმნას ბოლოში
(ის უარყოფს).

დავიმახსოვროთ
1. თუ ზმნის მეორე ნაწილი
არის ყოფა ზმნა და
ის პირიანი ფორმითაა წარმოდგენილი (და არა მიმღეობით), მაშინ პირის ნიშნებს ვურთავთ ყოფა ზმნას და არა ზმნის პირველ ნაწილს.
მე უარვყოფ
დავიმახსოვროთ
2. თუ რთული ზმნის მეორე კომპონენტი რომელიმე სხვა პირიანი ზმნაა, მაშინ პირის ნიშანი დაერთვის ზმნის მეორე ნაწილს და არა პირველს.
დავიმახსოვროთ 3. თუ ზმნას მეორე კომპონენტად აქვს მიმღეობა ან სახელი (და არა ზმნის პირიანი ფორმა), მაშინ პირის ნიშნანს ვურთავთ თავში.
სწორია: მე ვავადმყოფობ
მე ვენამახვილობ
მე ვქედმაღლობ
დავიმახსოვროთ 4. თუ რთული ზმნის მეორე ნაწილია ვარ ზმნა, პირის ნიშანი თავშიც დაერთვის.
სწორია: მე მივრბივარ
No comments:
Post a Comment