Showing posts with label მყარი გამონათქვამები. Show all posts
Showing posts with label მყარი გამონათქვამები. Show all posts

27.6.12

მყარი გამონათქვამები

სტილისტურ შეცდომათა ერთ ჯგუფს ქმნის მყარ გამონათქვამთა აღრევა, შერევა. უნდა ვიცოდეთ და დავიმახსოვროთ შემდეგი წყვილები:

  • ბოდიში მოუხადა – მადლობა გადაუხადა 
(შეცდომაა: მადლობა მოუხადა და პირიქით, ბოდიში გადაუხადა);
  • ღვაწლი დასდო – წვლილი შეიტანა
(შეცდომაა: ღვაწლი შეიტანა)
  • პასუხისმგებლობას იხსნის– ვალდებულებას იხდის
(შეცდომაა: ვალდებულება მოიხსნა, პასუხისმგებლობა მოიხადა);
  • საქმე გვაქვს – ადგილი აქვს
(შეცდომაა: ადგილი გვაქვს)
  • ღირსების გრძნობა – მუნდირის ღირსება
(შეცდომაა: ღირსების მუნდირი)
  • არ ეპუება – ვერ ეგუება 
(შეცდომაა: ვერ ეპუება)
  • მოუთმენლად – სულმოუთქმელად
(შეცდომაა: სულმოუთმენლად)
  • ხელდასხმა – ხელის დასმა 
(შეცდომაა: ხელდასმით)
  • მოთმინების ძაფი – ...ჯაჭვი
(შეცდომაა: მოთმინების ჯაჭვი);
  • სულს ღაფავს – სულს ძლივს ითქვამს 
(შეცდომაა: სულს ძლივს ღაფავს);
  • ძილი ნებისა – ღამე მშვიდობისა
(შეცდომაა: ღამე ნებისა)
  • დანასისხლად გადაკიდება – მამასიხსხლად გაყიდვა
(შეცდომაა: დანასისხლად იყიდება)