CV არის ლათინური სიტყვების Curriculum Vitae–ს პირველი ასოები. Curriculum Vitae ნიშნავს "ცხოვრების გზას". ჩვენი ცხოვრების გზა სხვადასხვა კუთხით, სხვასდასხვა დროს და სხვადასხვა მიზნით შეიძლება გახდეს საინტერესო. ასეთ დროს კი ვწერთ ავტობიოგრაფიას.
სიტყვა ავტობიოგრაფიის შემადგენელი პირველი ნაწილი არის სიტყვა ავტო, რაც შეესატყვისება ქართულ ნაცვალსახელებს –თავისი, თვით. ავტო სიტყვის მონაწილეობით ქართულში არაერთი სიტყვაა შედგენილი. გაიხსენეთ, თუნდაც, ავტოგრაფი (საკუთარი ხელმოწერა), ავტოპორტრეტი (მხატვრის მიერ შესრულებული საკუთარი პორტრეტი) ....
ავტობიოგრაფია– საკუთარი ბიოგრაფიაა, ამიტომ სრულიად გაუმართლებელია ამ
სიტყვის შემდეგი ფორმულირებით გამოყენება– : "ჩემი ავტობიოგრაფია", ან "შენი ავტობიოგრაფია"და ა.შ.. არც ზედსართავისახელების– "პირადი" და "საკუთარის" გამოყენებაა საჭირო გამოთქმაში– "პირადი ავტობიოგრაფია", საკუთარი ავტობიოგრაფია", რადგან სიტყვა ავტო ამას თავისთავად გულისხმობს.
ავტობიოგრაფია სხვადასხვა ფორმით იწერება, იმისდა მიხედვით, თუ სად გთხოვეს წარდგენა:
- თუ თქვენი ბიოგრაფია ენციკლოპედიაში უნდა განთავსდეს, მაშინ საჭიროა დავწეროთ საენციკლოპედიო სტატიის სტილით;
- თუ , უბრალოდ მკითხველისათვის წერთ, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ მხატვრული საშუალებები , ფორმისა თუ შინაარსის გადმოცემის მრავალფეროვანი ხერხი.
- თუ სამსახურს ეძებთ, ან უმაღლეს სასწავლებელში მოგთხოვეს , მაშინ ავტობიოგრაფიას ე.წ.CV–ს ფორმა უნდა მისცეთ.
ამის ნიმუში უამრავია, ინტერნეტსაძიებელში უნდა მიუთითოთ CVდა აირჩიოთ შემოთავაზებული ვარიანტებიდან ერთ–ერთი, რომელიც ყველაზე მეტად მოგვეწონება.
რაკიღა ეს სტატია განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისათვის, რომელთაც შეიძლება დასჭირდეთ ავტობიოგრაფიის დაწერა, შემოგთავაზებთ მათთვის სასურველი CV –ს ნიმუშს.
CV
ლელა ტეფნაძე
დაბადების თარიღი: 1981 წლის 13 ნოემბერი
მისამართი : მოძრაობის ქ.10
ტელეფონი: 5(99)25 78 13; 8 (32) 2 32 18 08
ელფოსტა: tepnadzelel@gmail.com
tepnadzelel@yahoo.com
საშუალო განათლება: 1984–1987 მე–2 საბაშვო ბაღი
1987–1989 მე–4 საშუალო სკოლა
1989–1992 გრ.კობახიძის სახელობის მე–5 გიმნაზია
1992–1999 ა.რაზმაძის სახელობის მე–7 გიმნაზია.
უმაღლესი განათლება:
1999–2003 ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი;
ხარისხი– ბაკალავრი
2003–2005 ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი;
სამაგისტრო პროგრამა–ქართველური ენები.
ხარისხი – მაგისტრი
2009– დღემდე ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი;
სადოქტორო პროგრამა– ქართული ენათმეცნიერება.
ენები: ქართული (მშობლიური)
ინგლისური (თავისუფლად)
რუსული (კარგად)
ბერძნული (კარგად)
ეს არის ნიმუში, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ შეცვალოთ, დაამატოთ ან გამოაკლოთ რომელიმე პუნქტი.
6 comments:
lela tina var. gavige davaleba. me chem sayvarel poetze davwer :D
lela ise mertla ra cudia yvela maxosnaerad ro dagiwert lela *** var :D
თინა, შენ მაგაზე არ ინერვიულო, მე მიხარია, რომ ჩემი ბლოგი მოგწონთ და ერთად ვმუშაობთ.
თქვენი შემოსვლა თუ დაფიქსირდება , მე ეს კიდევ უფრო მეტად გამახარებს და ახალი რაღაცების გაკეთების სურვილს აღმიძრავს. ასე რომ, იმედია, ერთად ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელებას შევძლებთ. :))))))
და კიდევ,თინა, მოუთმენლად ველოდები თხზულებას შენს საყვარელ პოეტზე!!! :)
ძაან სასარგებლო ინფორმაციაა.
sasargebli statiaa
Post a Comment