თავისებურება
1. ვაჟა-ფშაველას პოემების შესწავლისას მოსწავლეებს
ძირითად დაბრკოლებას უქმნის ტექსტის ენა. კუთხური მეტყველება, დიალექტური
ფორმები შინაარსის სრულყოფილად გააზრებას აფერხებს. მიუხედავად
იმისა, რომ ამჯერად კონკრეტულად „ალუდა ქეთელაურზე“ ვსაუბრობთ, ეს თავისებურება ვაჟა-ფშაველას
სხვა პოემების შესწავლის დროსაც იჩენს თავს.
პრობლემა - კუთხური მეტყველება, დიალექტური ფორმები მოსწავლეს შინაარსის სრულყოფილად გააზრებაში უშლის ხელს. ის, რაც მოსწავლეს აფერხებს ამ შემთხვევაში, ლექსიკის გასამდიდრებლად უნდა გამოვიყენოთ.
აქტივობა- დიალექტიზმები უნდა განვუმარტოთ, ვისარგებლოთ ლექსიკონით. თითოეული ფორმის განმარტების შემდეგ , შეგვიძლია, გამოგამოვიყენოთ აქტივობა პირობითი სათაურით „სიტყვების ყუთი“/“სიტყვების გუდა“. წინასწარ მოვამზადოთ




