Showing posts with label შუშანიკის წამება. Show all posts
Showing posts with label შუშანიკის წამება. Show all posts

29.6.12

"შუშანიკის წამების" დაწერის თარიღის გამოთვლა


  • ნაწარმოებში ვკითხულობთ, რომ ვარსქენი ირანში წავიდა პეროზის მეფობის მერვე წელს.
  • პეროზი გამეფდა 459 წელს.
  • ვარსქენი თუ მისი მეფობის მერვე წელს წასულა ირანში, ე,ი, 459+8= 467 წელს წასულა. 
  • ვარსქენი ქართლში დაბრუნდებოდა 468 წელს;
  • პირველად შუშანიკი აწამა 469 წლის 8 იანვარს.
  • მეშვიდე წელს დასნეულებული დედოფალი გარდაიცვალა, ე.ი. 469+6= 475 წელს. 
  • 475 წლის 17 ოქტომბერს ("სთულის" თვეს) შუშანიკი გარდაიცვალა;
  • ვახტანგ გორგასალმა ვარსქენი სიკვდილით დასაჯა 482 წელს. 
  • თხზულება დაწერილია შუშანიკის გარდაცვალების შემდეგ და ვარსქენის დასჯამდე  – 475–482 წლებში . 

26.5.12

" შუშანიკის წამება "


„შუშანიკის წამების“  შესწავლისას, სასურველია, თუ გავითვალისწინებთ და ვისაუბრებთ შემდეგ საკითხებზე. (გთავაზობთ საკითხთა ჩამონათვალს,რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ):
1. შესავალი–  ჟანრის შესახებ–  ძველი ქართული მწერლობის ერთ–ერთი ძირითადი დარგია ჰაგიოგრაფია. (ანუ სასულიერო პროზა) . ჰაგიოგრაფია ბერძნული წარმოშობის სიტყვაა და სიტყვასიტყვით ნიშნავს წმინდანთა, ანუ ქრისტიანობისთვის თავდადებულ პირთა, წამების ან ცხოვრების აღწერას. (ჰაგიოს– წმინდა , გრაფოს– ვწერ).
ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები იქმნებოდა იმიტომ, რომ ტექსტები ეკლესიაში წაკითხულიყო ღვთისმსახურების დროს, რათა მრევლისთვის განემტკიცებინათ რწმენა და ეჩვენებინათ, რომ ჩვეულებრივ მოკვდავებსაც შეუძლიათ ქრისტეს გზის გამეორება.
ქართული სასულიერო მწერლობა მდიდარია როგორც ნათარგმნი, ისე ორიგინალური ჰაგიოგრაფიის ნიმუშებით.  ჩვენამდე მოღწეულ პირველ ქართულ ჰაგიოგრაფიულ თხზულებად ითვლება  იაკობ ხუცესის "შუშანიკის წამება".  
2. ნაწარმოების ისტორია–  იაკობ ხუცესის  "შუშანიკის წამება" დღემდე მოღწეული უძველესი ქართული ლიტერატურული ძეგლია. იგულისხმება, რომ მანამდე უეჭველად არსებობდა სხვა თხზულებები , რომლებმაც საფუძველი მოუმზადეს ამ ნაწარმოებს.  "შუშანიკის წამებით" იწყება 1500 წლოვანი ქართული მწერლობის შესწავლა.